პანიკა რუსეთში: "მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ექიმებთან რიგი დგას, ცდილობენ, ყალბი საბუთები გააკეთონ, ვითომ უცხო ქვეყანაში სჭირდებათ მკურნალობა" | Allnews.Ge

პანიკა რუსეთში: "მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ექიმებთან რიგი დგას, ცდილობენ, ყალბი საბუთები გააკეთონ, ვითომ უცხო ქვეყანაში სჭირდებათ მკურნალობა"

რუ­სეთ­ში ნა­წი­ლობ­რი­ვი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გა­მო­ცხა­დე­ბას საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლე­ბი მოჰ­ყვა. ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, ეს ქმე­დე­ბა და­უს­ჯე­ლი არ დარ­ჩე­ბა.

მოს­კო­ვის პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს და მათ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის რამ­დე­ნი­მე მუხ­ლი­თა და 15 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბათ.

300 000 რე­ზერ­ვის­ტის მო­ბი­ლი­ზე­ბის შე­სა­ხებ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, რუ­სუ­ლი ოპო­ზი­ცია თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს მა­სობ­რი­ვი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის მო­წყო­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

პუ­ტინ­მა, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ, პირ­ვე­ლად, რუ­სეთ­ში ნა­წი­ლობ­რი­ვი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ ბრძა­ნე­ბა გას­ცა და მხა­რი და­უ­ჭი­რა უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ანექ­სი­ის გეგ­მას. ამას­თან, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა და­სავ­ლე­თი გა­აფრ­თხი­ლა, რომ რო­დე­საც რუ­სე­თის და­სა­ცა­ვად, მზად იყო ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა - ეს გან­ცხა­დე­ბა ფან­დი არ ყო­ფი­ლა.

მოს­კოვ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო პო­ზი­ცი­ის გა­მო­ხატ­ვის გამო და­კა­ვე­ბე­ბის ჯაჭ­ვი არ უკ­ვირთ, მაგ­რამ ის, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, რაც უკ­რა­ი­ნის ომის ფონ­ზე ხდე­ბა, თა­ვად პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის­თვი­საც კი უჩ­ვე­უ­ლოა.

ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი ლადო წი­თაშ­ვი­ლი AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა, რომ მას შემ­დეგ რაც პუ­ტინ­მა ე.წ. ნა­წი­ლობ­რი­ვი მო­ბი­ლი­ზა­ცია გა­მო­ა­ცხა­და, მის ტე­ლე­ფონ­ზე ზარი და სმს-ები არ წყდე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­გობ­რე­ბი უყ­ვე­ბი­ან, რომ ქა­ლა­ქი­დან ქა­ლაქ­ში გას­ვლის დრო­საც კი აჩე­რე­ბენ, კი­თხვებს უს­ვა­მენ, მათ მო­ნა­ცე­მებს ინიშ­ნა­ვენ და აფრ­თხი­ლე­ბენ, რომ ეფ-ეს-ბეს მიერ მიერ ყვე­ლა­ფე­რი კონ­ტროლ­დე­ბა და ურ­ჩე­ვენ, საქ­მე არ გა­ირ­თუ­ლონ, რად­გან სამ­ხედ­რო უწყე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, ად­რე­სა­ტის და­მალ­ვა მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის­თვის თა­ვის არი­დე­ბად ჩა­ით­ვლე­ბა და სის­ხლის სა­მარ­თლის ნიშ­ნებს შე­ი­ცავს.

- ერ­თმა ბიჭ­მა, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი ცეკ­ვის ფა­ნია და დიდი ხა­ნია ვიც­ნობ, მომ­წე­რა, რომ რო­გორც კი, მო­ბი­ლი­ზა­ცია გა­მო­ცხად­და, ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა ბი­ლე­თე­ბის და­ჯავ­შნა და­ი­წყეს, ამის პა­რა­ლე­ლუ­რად კი, მათ სახ­ლებ­ში ეფეს­ბეს სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მი­ად­გნენ... ეკი­თხე­ბოდ­ნენ, მა­ინ­ცდა­მა­ინც დღეს რა­ტომ გა­და­წყვი­ტეს სხვა ქვე­ყა­ნა­ში წას­ვლა სას­წავ­ლებ­ლად, სა­მუ­შა­ოდ თუ პი­რა­დი სა­კი­თხე­ბის­თვის. ზოგს დო­კუ­მენ­ტე­ბიც კი ჩა­მო­არ­თვეს, ახ­სნა გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე და უთხრეს, რომ მა­შინ და­უბ­რუ­ნე­ბენ, რო­დე­საც სა­ჭი­როდ ჩათ­ვლი­ა­ნო... მი­სი­ვე თქმით, ექი­მებ­თან რიგი დად­გა, ცდი­ლო­ბენ, ყალ­ბი სა­ბუ­თე­ბი გა­ა­კე­თონ, რომ უცხო ქვე­ყა­ნა­ში სჭირ­დე­ბათ მკურ­ნა­ლო­ბა, ან უკვე და­წყე­ბუ­ლი აქვთ და ახლა მო­რი­გი კურ­სი უწევთ. ერთი სი­ტყვით, ძა­ლი­ან შე­ში­ნე­ბუ­ლი იყო. ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი გახ­და, არა­ვინ ვი­ცით, ხვალ რა იქ­ნე­ბაო... მი­სი­ვე თქმით, აე­რო­პორ­ტის გზა­ზე და­ა­კა­ვეს ქარ­თვე­ლი ოჯა­ხი, რო­მელ­თაც ორი ბიჭი ჰყავთ, ორი­ვე მათ­გა­ნი მან­ქა­ნა­ში ჩა­უს­ვამთ. მშობ­ლე­ბი, ცხა­დია, შვი­ლე­ბის გა­რე­შე არ წა­მო­ვიდ­ნენ და დარ­ჩნენ. არ ვიცი, და­უ­კავ­შირ­დნენ თუ არა ოჯა­ხის წევ­რე­ბი ერ­თმა­ნეთს...

პუ­ტი­ნის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბას რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მძაფ­რი კრი­ტი­კა მოჰ­ყვა. მათი ნა­წი­ლი ერ­თმა­ნეთს თა­ნად­გო­მის­კენ მო­უ­წო­დებს და წე­რენ, რომ კი­დევ ერთხელ მო­იქ­ცნენ მა­მა­ცუ­რად, სა­კუ­თა­რი მო­მავ­ლის­თვის ქვეყ­ნი­დან კი ნუ გა­იქ­ცე­ვი­ან, შე­ე­ცა­დონ მოს­კოვ­ში და­წყე­ბუ­ლი პრო­ტეს­ტი მას­შტა­ბუ­რი გა­მოს­ვლებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს, რა­საც პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი მოჰ­ყვე­ბა.

"არა­ვის გვიკ­ვირს პუ­ტი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ომის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის დარ­ბე­ვა, გან­სხვა­ვე­ბულ აზ­რთან, თა­ვი­სუ­ფალ მე­დი­ას­თან, ბლო­გე­რებ­თან ბრძო­ლა. სას­წრა­ფოდ მი­ი­ღეს კა­ნო­ნი, რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის შე­სა­ხებ "ყალ­ბი ამ­ბე­ბის" გავ­რცე­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე, რაც 15 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ანუ ეს ნიშ­ნავს, რომ რო­გორც კი დე­მო­რა­ლი­ზე­ბულ, კუ­თხე­ში მიმ­წყვდე­ულ არ­მი­ის, სა­წყა­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის ამ­სახ­ველ ვი­დე­ო­ებს გა­ვა­ზი­ა­რებთ, რაც უმე­ტე­სად იმას კი არ ემ­სა­ხუ­რე­ბა, რომ ჩვე­ნი სამ­ხედ­რო­ე­ბი გვძულს, სი­ნამ­დვი­ლე­ში მათ მდგო­მა­რე­ო­ბას ვაჩ­ვე­ნებთ ყვე­ლას, თურ­მე ამის­თვის 15-წლი­ან პა­ტიმ­რო­ბა­ზე გიშ­ვე­ბენ, რაც სიკ­ვდილს ან სი­ცო­ცხლის ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში და­ას­რუ­ლებ..." - წერს ალექ­სან­დრ სრკი­ნი­კი.

იხილეთ სრულად

myquiz