"რუსეთის ერთი ფანატი ორას მეომარში გავცვალეთ “ - პუტინის ნათლიმამაში გაცვლილი "აზოვსტალის" გმირული დაცვის მეთაურები და მებრძოლები (ფოტოები) | Allnews.Ge

"რუსეთის ერთი ფანატი ორას მეომარში გავცვალეთ “ - პუტინის ნათლიმამაში გაცვლილი "აზოვსტალის" გმირული დაცვის მეთაურები და მებრძოლები (ფოტოები)

21 სექ­ტემ­ბერს, სა­ღა­მოს, რუ­სეთ­მა და უკ­რა­ი­ნამ ტყვე­ე­ბი გაც­ვა­ლეს.

"სულ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია უკ­რა­ი­ნის 215 დამ­ცვე­ლი: სამ­ხედ­რო­ე­ბი, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის წევ­რე­ბი, მე­სა­ზღვრე­ე­ბი და სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბი. მათ შო­რის არი­ან ოფიც­რე­ბი, უკ­რა­ი­ნის გმი­რე­ბის, "აზოვსტა­ლის" მცვე­ლე­ბი", - წერს უკ­რა­ი­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა "უნი­ა­ნი". რო­მე­ლიც გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი მცვე­ლე­ბის ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს.

რო­გორც ირ­კვე­ვა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან "აზოვსტა­ლის" დამ­ცვე­ლე­ბი: "აზო­ვის" პოლ­კის მე­თა­უ­რი დე­ნის პრო­კო­პენ­კო, სვი­ა­ტოს­ლავ პა­ლა­მა­რი (კა­ლი­ნა) და სა­ზღვაო ქვე­ით­თა ბრი­გა­დის მე­თა­ური სერ­გეი ვო­ლინ­სკი (ვო­ლი­ნა). აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია უცხო ქვეყ­ნის 10 მო­ქა­ლა­ქე, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნის მხა­რეს იბ­რძოდ­ნენ.

azovstaleelebi11-32169-1663827101.jpg

"უკ­რა­ი­ნამ თა­ვი­სი გმი­რე­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა რუ­სე­თის 55 მო­ქა­ლა­ქის და უკ­რა­ი­ნუ­ლი პას­პორ­ტის მქო­ნე ვიქ­ტორ მედ­ვედ­ჩუ­კის სა­ნაც­ვლოდ", - წერს "უნი­ა­ნი".

პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ან­დრე ერ­მა­კის თქმით, რუ­სე­თის ტყვე­ო­ბი­დან სულ 215 სამ­ხედ­რო გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, მათ შო­რის 124 ოფი­ცე­რი. ასე­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს უკ­რა­ი­ნის ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის "აზო­ვის" პოლ­კის 108 მებ­რძო­ლი. 5 ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი მე­თა­უ­რის­თვის უკ­რა­ი­ნამ 55 რუსი პა­ტი­მა­რი გა­დას­ცა.

azovstaleelebi111-32189-1663827124.jpg

მათ ასე­ვე მო­ა­ხერ­ხეს სამი ორ­სუ­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის - მა­რი­ა­ნა მა­მო­ნო­ვას, იანა შუ­მო­ვეც­კა­ი­ა­სა და ანას­ტა­სია ჩერ­ნენ­კა­ი­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

"ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის თხოვ­ნით, ჩვენ ასე­ვე და­ვაბ­რუ­ნეთ უკ­რა­ი­ნის 10 უცხო­ე­ლი დამ­ცვე­ლი, ხუთი სა­ხელ­მწი­ფოს მო­ქა­ლა­ქე, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან გვეხ­მა­რე­ბი­ან“, - აღ­ნიშ­ნა ერ­მაკ­მა.

მა­ნამ­დე უკ­რა­ი­ნელ­მა ეპუ­ტატ­მა ოლექ­სი გონ­ჩა­რენ­კომ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინ­ფორ­მა­ცია, რომ პუ­ტი­ნის ნათ­ლი­მა­მა ვიქ­ტორ მედ­ვედ­ჩუ­კი რუ­სეთს გა­და­ე­ცა და­ტყვე­ვე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი დამ­ცვე­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ.

Censor-ის ცნო­ბით, ამის შე­სა­ხებ მან ტე­ლეგ­რა­მა­ში და­წე­რა.

azovstaleelebi111111-32211-1663827152.jpg

გონ­ჩა­რენ­კომ აღ­ნიშ­ნა: "მოგ­ვი­წია მედ­ვედ­ჩუ­კის გა­და­ცე­მა. რაში გვჭირ­დე­ბო­და? ასე გა­ვუშ­ვით. მამ­ლე­ბის ჯა­რის სარ­და­ლი იქ­ნე­ბა".

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თის­თვის ვიქ­ტორ მედ­ვედ­ჩუ­კის გა­და­ცე­მა არ და­ნა­ნე­ბი­ათ, რად­გან მის მი­მართ ყვე­ლა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა ჩა­ტარ­და და უკ­რა­ი­ნამ მედ­ვედ­ჩუ­კის­გან მი­ი­ღო ყვე­ლა­ფე­რი, რაც სა­ჭი­როა სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი წარ­მო­ე­ბი­სას სი­მარ­თლის და­სად­გე­ნად. განაგრძეთ კითხვა

myquiz