მასშტაბური პროტესტი 24 ქალაქში და 400-მეტი დაკავებული - რა ხდება რუსეთში, სადაც პუტინის გადაწყვეტილებას მწვავე წინააღმდეგობა მოჰყვა
რუსეთის ზოგიერთ ქალაქში მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. მედიასაშუალების ინფორმაციით, ცნობები მომიტინგეების დარბევის შესახებ ვრცელდება ირკუტსკიდან, ულან-უდიდან და ხაბაროვსკიდან.
ირკუტსკის ცენტრალურ მოედანზე 60-მდე ადამიანი მივიდა. არის დაპატიმრებები. ტომსკში ასევე რამდენიმე ადამიანი დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთი გოგონაა, რომელიც აქციაზე პლაკატით მივიდა "არა [როსკომნადზორი]".
ბევრს ეკავა პლაკატები წარწერით - "არა მობილიზაციას". ნოვოსიბირსკში აქციის დასაშლელად პოლიციის სპეცრაზმი გამოვიდა.
ნაწილობრივი მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე ამ მომენტისთვის რუსეთის 24 ქალაქში 425 ადამიანზე მეტია დაკავებული. ინფორმაციას პორტალი ОВД Инфо ავრცელებს.
პორტალის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ადამიანი სანქტ-პეტერბუგშია დაკავებული - არა ნაკლებ 126. შემდგომ მოდის მოსკოვი - 120, ეკატერინბურგი - 45, პერმი - 22, უფა - 20, კრასნოიარსკი - 19, ჩელიაბინსკი - 14, ირკუტსკი - 9, ვორონეჟი - 7, ექვს-ექვსი - კოროლიოვში, ნოვოსიბირსკში, არხანგელსკსა და იაკუტსკში, ულან-უდე - 4, ჟელეზნოგოსკი - 3, ორ-ორი - იჟევსკში, სალავატსა და ტომსკში, თითო-თითო - ტიუმენში, ვოლგოგრადში, სამარაში, სურგუტში, ბელგოროდსა და სმოლენსკში.