ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა - რა განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა?
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ამის შესახებ სახელმწიფო სააგენტო Tass იტყობინება.
"მოგმართავთ თქვენ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ჩვენი დიდი სამშობლოს ხალხს, ყველას, ვისაც აერთიანებს დიდი ისტორიული რუსეთი. ჯარისკაცებს და ოფიცრებს, რომლებიც ფრონტის ხაზზე არიან, ჩვენს ძმებსა და დებს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან.
ვიცით ზოგიერთი დასავლური ელიტის აგრესიული პოლიტიკის შესახებ.
დასავლეთის მიზანი ჩვენი ქვეყნის განადგურებაა. უკვე ღიად ამბობენ, რომ 1991 წელს საბჭოთა კავშირის დანგრევა შეძლეს და ახლა ამას რუსეთში გეგმავენ. მათ იარაღად აქციეს ტოტალური რუსოფობია, მათ შორის უკრაინაშიც.
იქ რუსეთის მიმართ სიძულვილის კულტივირებით და იქ უკრაინელი ხალხის ქვემეხის საკვებად გადაქცევით. მათ ომი 2014 წელს დაიწყეს", - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პუტინმა.
ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ.
მობილიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები 21 სექტემბერს დაიწყება.
დადგენილება ითვალისწინებს დამატებით ზომებს სახელმწიფო თავდაცვის ბრძანების შესასრულებლად.
პრეზიდენტის ბრძანებულებით, სამხედრო სამსახურს მხოლოდ ის მოქალაქეები დაექვემდებარებიან, რომლებიც რეზერვში არიან და პირველ რიგში, შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება.