უკრაინა აფრიკის ქვეყნებს 50 000 ტონა ხორბალს უფასოდ გადასცემს | Allnews.Ge

უკრაინა აფრიკის ქვეყნებს 50 000 ტონა ხორბალს უფასოდ გადასცემს

უკრაინა აფრიკის ქვეყნებს 50 000 ტონა ხორბალს უფასოდ გადასცემს. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის სამთავრობო პორტალზე გამოქვეყნებულ დადგენილებაში.

დოკუმენტის მიხედვით, მთავრობამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურისთვის 420 მილიონი გრივნა გამოყო ხორბლის ღირებულების ასანაზღაურებლად 50 000 ტონამდე ოდენობით.

დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება ხორბლის ჰუმანიტარული დახმარების სახით ეთიოპიასა და სომალისთვის მიწოდება.

უკრაინის მთავრობამ ასევე დაავალა საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეროსთან და ეთიოპიასა და სომალის კომპეტენტურ ორგანოებთან ტრანსპორტირების საკითხის კოორდინირება. ხორბლის ტრანსპორტირება ოდესის საზღვაო სავაჭრო პორტიდან იგეგმება.

myquiz