„ენერგოატომი“ - ოკუპანტებმა მიკოლაივში ატომური ელექტროსადგურის სამრეწველო ზონა დაბომბეს, რაკეტა რეაქტორებიდან 300 მეტრში დაეცა | Allnews.Ge

„ენერგოატომი“ - ოკუპანტებმა მიკოლაივში ატომური ელექტროსადგურის სამრეწველო ზონა დაბომბეს, რაკეტა რეაქტორებიდან 300 მეტრში დაეცა

რუსმა ოკუპანტებმა წუხელ მიკოლაივის ოლქის ქალაქ იუჟნოუკრაინსკში ატომური ელექტროსადგურის სამრეწველო ზონა დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინული სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რაკეტა ბირთვული რეაქტორებიდან 300 მეტრში ჩამოვარდა.

„აფეთქების ტალღამ შენობები დააზიანა, ჩამსხვრეულია 100-ზე მეტი ფანჯარა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ენერგოატომის“ ცნობით, თავდასხმის შედეგად ატომური ელექტროსადგურის პერსონალი არ დაშავებულა.

სადგურის თანამშრომლებს შორის დაშავებულები არ არიან. "ენერგოატომის“ ცნობით, ამჟამად ატომური ელექტროსადგურის სამივე ენერგობლოკი საშტატო რეჟიმით მუშაობს.

myquiz