"კორონავირუსის პანდემია დასრულდა" - ჯო ბაიდენი | Allnews.Ge

"კორონავირუსის პანდემია დასრულდა" - ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, ჯო ბა­ი­დე­ნის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია დას­რულ­და. "პან­დე­მია დას­რულ­და. ჩვენ ჯერ კი­დევ გვაქვს კო­ვიდ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა, ჩვენ ჯერ კი­დევ ბევ­რს ვმუ­შა­ობთ მას­ზე, მაგ­რამ პან­დე­მია დას­რულ­და. თუ ამ­ჩნევთ, არა­ვის უკე­თია პირ­ბა­დე. რო­გორც ჩანს, ყვე­ლა საკ­მა­ოდ კარგ ფორ­მა­შია“, - აღ­ნიშ­ნა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა CBS-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

Reuters-ი წერს, რომ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ეს გან­ცხა­დე­ბა იმ ფონ­ზე გა­ა­კე­თა, რო­დე­საც შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი აგ­რძე­ლებს კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის გავ­რცე­ლე­ბას­თან ბრძო­ლას და პან­დე­მი­ას, ყო­ველ­დღი­უ­რად, ასო­ბით ადა­მი­ა­ნი ეწი­რე­ბა.

სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, აშშ-ის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრე­ბის თა­ნახ­მად, აშშ-ში ყო­ველ­დღი­უ­რად კო­რო­ნა­ვირუ­სით, და­ახ­ლო­ე­ბით 400 ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა.

myquiz