"შანხაის სამიტზე", ვისაც არ დაეზარა, პუტინი ყველამ ალოდინა" - როგორ აისახება რუსეთის გავლენის შესუსტება მსოფლიოსა და ჩვენს რეგიონზე | Allnews.Ge

"შანხაის სამიტზე", ვისაც არ დაეზარა, პუტინი ყველამ ალოდინა" - როგორ აისახება რუსეთის გავლენის შესუსტება მსოფლიოსა და ჩვენს რეგიონზე

უკ­რა­ი­ნის კონ­ტრშე­ტე­ვის შე­დე­გად რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ნა­წი­ლე­ბი მარ­ცხს მარ­ცხზე გა­ნიც­დი­ან. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ომის დას­რუ­ლე­ბას კი­დევ კარ­გა ხანი დას­ჭირ­დე­ბა, ფაქ­ტია, რომ ხარ­კო­ვის ოლ­ქში მსოფ­ლი­ო­ში მე­ო­რე არ­მი­ის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის შემ­დეგ რე­გი­ო­ნულ პო­ლი­ტი­კა­ზე პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის გავ­ლე­ნა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­და. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად ვი­თა­რე­ბა გარ­თულ­და ჩვენს რე­გი­ონ­შიც - აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს შო­რის ისევ სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბაა, რა­შიც მხა­რე­ე­ბი, ტრა­დი­ცი­უ­ლად, ერ­თმა­ნეთს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. ურ­თუ­ლე­სი ვი­თა­რე­ბაა ყირ­გი­ზე­თი­სა და ტა­ჯი­კე­თის სა­ზღვარ­ზეც, სა­დაც სამ­ხედ­რო შე­ტა­კე­ბე­ბი და­ი­წყო. რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ მსოფ­ლი­ო­ში მომ­ხდა­რი ცვლი­ლე­ბე­ბი­სა და რუ­სე­თის გავ­ლე­ნის შე­სუს­ტე­ბის ფონ­ზე ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი ჩნდე­ბა. რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს რუ­სეთ­ში და რო­გორ აი­სა­ხე­ბა ეს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ზე? გვე­სა­უბ­რე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი გი­ორ­გი გობ­რო­ნი­ძე:

- პროგ­ნო­ზი­რე­ბა იმი­სა, რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს რუ­სეთ­ში, რთუ­ლია, რად­გან სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ზუს­ტი მეც­ნი­ე­რე­ბა არ გახ­ლავთ და ნე­ბის­მი­ე­რი სცე­ნა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა ცვლა­დი­სა და არა­ერ­თი ფაქ­ტო­რის ერ­თობ­ლი­ო­ბა­ზე, ასე­ვე იმა­ზე, რო­მელ თე­ო­რი­ულ ჭრილ­ში გან­ვი­ხი­ლავთ ამ სცე­ნა­რებს.

რუ­სე­თის არ­მი­ამ უკ­რა­ი­ნა­ში და­კარ­გა ოპე­რა­ტი­უ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბა. მან არა მხო­ლოდ უკან და­ი­ხია, არა­მედ დათ­მო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ზი­ცი­ე­ბი. ახლა უკ­რა­ი­ნის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა, ეს უპი­რა­ტე­სო­ბა, რო­მე­ლიც კონ­ტრშე­ტე­ვით მო­ი­პო­ვა, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს და სტრა­ტე­გი­ულ დო­მი­ნი­რე­ბა­ში გა­და­ზარ­დოს, ანუ სა­ბო­ლო­ოდ ბრძო­ლის ვე­ლის სრუ­ლი კონ­ტრო­ლი აი­ღოს ხელ­ში.

giorgigobronidze-2018-12-24-xrgs8mcloxm2-1663573664.jpg

რუ­სეთს არ აქვს კონ­ვენ­ცი­უ­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბის საკ­მა­რი­სი რე­სურ­სი იმის­თვის, რომ შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის შე­მოტ­რი­ა­ლე­ბა შეძ­ლოს. დღეს რუ­სე­თი დგას რამ­დე­ნი­მე გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე. თუ ის ბრძო­ლას გა­აგ­რძე­ლებს, შე­იძ­ლე­ბა სრუ­ლი სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი კა­ტას­ტრო­ფა გა­ნი­ცა­დოს. უკ­რა­ი­ნის რე­სურ­სე­ბი შე­ივ­სე­ბა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, რო­დე­საც ლენდ-ლიზი სრუ­ლი მას­შტა­ბით ამოქ­მედ­დე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ რაც მე­ტად გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა უკ­რა­ი­ნა, მით მე­ტად მო­ი­მა­ტებს მისი მხარ­და­ჭე­რა, რად­გან ეს და­სავ­ლეთ­ში სა­რის­კო ინ­ვეს­ტი­ცი­ად აღარ ფას­დე­ბა. დღეს ყვე­ლა მი­იჩ­ნევს, რომ უკ­რა­ი­ნას შე­უძ­ლია გა­მარ­ჯვე­ბა და მისი მხარ­და­ჭე­რა რენ­ტა­ბე­ლურ ინ­ვეს­ტი­ცი­ად მი­იჩ­ნე­ვა. შე­საძ­ლე­ბე­ლია, რუ­სე­თი აღ­მოჩ­ნდეს სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი მარ­ცხის წი­ნა­შე. რო­გორ შე­იც­ვლე­ბა ვი­თა­რე­ბა ბრძო­ლის ველ­ზე, სა­დამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო წარ­მა­ტე­ბა, ცალ­კე მსჯე­ლო­ბის თე­მაა, მაგ­რამ ამ­ჟა­მინ­დე­ლი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მე­ო­რე ვა­რი­ან­ტია, რუ­სეთ­მა აღი­ა­როს მარ­ცხი და უკ­რა­ი­ნას­თან გარ­კვე­ულ სა­ზა­ვო პი­რო­ბებ­ზე შე­თან­ხმდეს. ორი­ვე ვა­რი­ან­ტის შემ­თხვე­ვა­ში რუ­სეთ­ში ეს გა­მო­იწ­ვევს ძლი­ერ ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბას. სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მე­ლიც ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იკ­ვე­ბე­ბო­და რუ­სე­თის უძ­ლე­ვე­ლო­ბის მი­თით, აღ­მო­ა­ჩენს, რომ და­მარ­ცხდა, თან და­მარ­ცხდა იმას­თან, ვი­საც ხე­ლოვ­ნურ სა­ხელ­მწი­ფოდ მი­იჩ­ნევ­და. ამის შემ­დეგ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში რა მოხ­დე­ბა, გავ­ლე­ნის ცენ­ტრებ­ში რა რო­გორ გა­და­თა­მაშ­დე­ბა, რთუ­ლი სათ­ქმე­ლია. რუ­სე­თის­თვის ყვე­ლა­ზე უა­რე­სი სცე­ნა­რი, რო­მე­ლიც ხში­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა, არის პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ჟი­მის ცვლი­ლე­ბა, რაც გუ­ლის­ხმობს, რომ რუ­სეთ­ში ახ­ლან­დე­ლი ელი­ტა შე­იც­ვლე­ბა და და­ი­წყე­ბა დიდი წმენ­და არ­მი­ა­ში, რად­გან ჯოხი ვი­ღა­ცა­ზე უნდა გა­და­ტე­ხონ, ამ ყვე­ლა­ფერს კი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს სხვა ტი­პის პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი და ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის უკი­დუ­რე­სად მძი­მე ბრძო­ლა და­ი­წყოს.

იხილეთ სრულად