შეტაკებებს 100-მდე ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა - რა ვითარებაა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ახლა? | Allnews.Ge

შეტაკებებს 100-მდე ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა - რა ვითარებაა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ახლა?

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე კვლავ დაძაბულობაა. ქვეყნებს შორის მომხდარ შეტაკებებეს 100-მდე ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. სომხური მხარის ინფორმაციით, დაპირისპირებას სულ მცირე 49 სომეხი ჯარისკაცი ემსხვერპლა, აზერბაიჯანის ინფორმაციით, კი მათი დანაკარგი 50 ჯარისკაცს შეადგენს.

ქვეყნებს შორის საზღვარზე ვითარება სამშაბათს დაიძაბა. სომხეთმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე რამდენიმე ქალაქი, მათ შორის ჯერმუკი, გორისი და კაპანი, დაბომბეს დამათ აზერბაიჯანის „მასშტაბურ პროვოკაციას“ უპასუხეს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი თავის მხრივ განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა „მასშტაბური პროვოკაცია“ მოაწყო, რომლის დროსაც ტერიტორიის ნაწილი დანაღმა და აზერბაიჯანის სამხედრო პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა.

myquiz