აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა - რა ხდება ფრონტის ხაზზე ამ დროისთვის? | Allnews.Ge

აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა - რა ხდება ფრონტის ხაზზე ამ დროისთვის?

აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. ბოლო რამდნეიმე საათის განმავლობაში ორი ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ინტენსიური შეტაკებები მოხდა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სომხეთის არმიამ საღამოს საათებში "ფართო პროვოკაცია განახორციელა დაშკეშენის, ქელბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით". სომხური მხარის ინფორმაციით კი, მოწინააღმდეგე აგრძელებს არტილერიის, ნაღმტყორცნების, უპილოტო საფრენი აპარატების და მსხვილი კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას, მიზანში იღებს როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერ, არამ ტოროსიანის განცხადებით, სომხეთის შეიარაღებული ძალები ადეკვატურად პასუხობენ და სრულად ასრულებენ მათ წინაშე დასახულ საბრძოლო ამოცანას.

myquiz