"რუსული ნაწილები იხევენ უკან და გზად ტექნიკას ტოვებენ" - რა ხდებდა გასული დღე-ღამის განმავლობაში ფრონტის ხაზზე? | Allnews.Ge

"რუსული ნაწილები იხევენ უკან და გზად ტექნიკას ტოვებენ" - რა ხდებდა გასული დღე-ღამის განმავლობაში ფრონტის ხაზზე?

სექ­ტემ­ბრის და­სა­წყი­სი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა და­ახ­ლო­ე­ბით 2 ათა­სი კი­ლო­მეტ­რის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა სა­კუ­თარ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და.

"ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბის ფრონ­ტის სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ო­ბა გრძელ­დე­ბა. აქ­ტი­უ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, სექ­ტემ­ბრის და­სა­წყი­სი­დან ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ის და­ახ­ლო­ე­ბით 2 ათა­სი კი­ლო­მეტ­რი უკვე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია. ამ დღე­ებ­ში რუ­სუ­ლი არ­მია ავ­ლენს ყვე­ლა­ზე უკე­თესს, რისი კე­თე­ბაც შე­უძ­ლია - გვაჩ­ვე­ნე­ბენ ზურგს. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეს არ არის ცუდი არ­ჩე­ვა­ნი მათ­თვის - გაქ­ცე­ვა. უკ­რა­ი­ნა­ში ოკუ­პან­ტე­ბის ად­გი­ლი არ არის და არას­დროს იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნუ­ლი ძა­ლე­ბი ქა­ლაქ იზი­უმ­სა და ხარ­კო­ვის ოლ­ქის სხვა და­სახ­ლე­ბებ­ში შე­ვიდ­ნენ. უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი, ოლექ­სი რეზ­ნი­კო­ვი ამ­ბობს, რომ ფრონტზე უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის კი­დევ რამ­დე­ნი­მე თუნ­დაც მცი­რე გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, რუ­სე­ბი გაქ­ცე­ვას და­ი­წყე­ბენ

war1-34676-1662886359.jpg

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ ბა­ლაკ­ლე­ა­სა და იზი­უ­მის და­კარ­გვა, ფაქ­ტობ­რი­ვად, აღი­ა­რა, თუმ­ცა ამას "რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის გა­დაჯ­გუ­ფე­ბა“ და­არ­ქვა.

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტმა იგორ კო­ნა­შენ­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ბა­ლაკ­ლე­ა­სა და იზი­უ­მის რა­ი­ო­ნებ­ში გან­ლა­გე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბი გა­დაჯ­გუფ­დნენ და გა­და­ნა­წილ­დნენ დო­ნეც­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

"დონ­ბა­სის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად, მი­ღე­ბუ­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბა­ლაკ­ლე­ი­სა და იზი­უ­მის რა­ი­ო­ნებ­ში გან­ლა­გე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბის გა­დაჯ­გუ­ფე­ბის შე­სა­ხებ, რათა დო­ნეც­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით ძა­ლის­ხმე­ვა გა­აძ­ლი­ე­რონ “, - გა­ნა­ცხა­და კო­ნა­შენ­კოვ­მა.

10 სექ­ტე­მებ­რი ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღე იყო უკ­რა­ი­ნის კონ­ტრშე­ტე­ვის წარ­მა­ტე­ბის თვალ­საზ­რი­სით.

გთა­ვა­ზობთ გა­სუ­ლი დღე-ღა­მის ფრონ­ტის ამ­ბე­ბის მი­მო­ხილ­ვას სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ექ­სპერ­ტის გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძის­გან, რო­მე­ლიც "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

10 სექ­ტემ­ბრის შე­ჯა­მე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში:- ხერ­სო­ნის რა­ი­ონ­ში გამ­თე­ნი­ას უკ­რა­ი­ნულ­მა და­ნა­ყო­ფებ­მა ზღვის­პი­რა და­სახ­ლე­ბის ოლექ­სან­დრივ­კას შე­მო­გა­რე­ნის გაწ­მენ­და და­ი­წყეს. რთუ­ლი სათ­ქმე­ლია და­სახ­ლე­ბა­ზე კონ­ტრო­ლი სრუ­ლად აღ­დგა თუ არა, მაგ­რამ ჩრდი­ლო­ე­თი­და­ნაც კი უკ­რა­ი­ნუ­ლი არ­მი­აა მომ­დგა­რი, ისე­ვე რო­გორც და­სავ­ლე­თი­დან. ოლექ­სან­დრივ­კას და მის შე­მო­გა­რენს ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რად­გან რუ­სე­ბის თავ­დაც­ვის ზღუ­დე სა­ნა­პი­როს გას­წვრივ სწო­რედ ამ და­სახ­ლე­ბას­თან გა­დი­ო­და.

- მდი­ნა­რე ინჰუ­ლე­ცის უკ­რა­ი­ნულ­მა ცენ­ტრა­ლურ­მა შემ­ტევ­მა დაჯ­გუ­ფე­ბამ და­ვი­დივ ბრი­დამ­დე მდე­ბა­რე ბი­ლო­ჰირ­კას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და­ას­რუ­ლა. და­ვი­დივ ბრი­დი ორი მხრი­დან უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის­გა­ნაა გა­რე­მო­ცუ­ლი.

- ქა­ლაქ ხერ­სონ­ში პარ­ტი­ზა­ნებ­მა სამ­ხედ­რო გაწ­ვე­ვის კო­მი­სა­რი­ა­ტი თა­ვის კო­მის­რი­ა­ნად აა­ფეთ­ქეს. ასე­ვე უკ­რა­ი­ნულ­მა არ­ტი­ლე­რი­ამ ხერ­სონ­სა და ჩერ­ნო­ბა­ევ­კა­ში დიდი სა­არ­ტი­ლე­რიო იე­რი­ში წა­მო­ი­წყო. რუ­სუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი ინ­ტენ­სი­უ­რად იბომ­ბე­ბა მთელს რა­ი­ონ­ში. სა­მიზ­ნე­ებს შო­რი­საა სამ­ხედ­რო ყა­ზარ­მე­ბი, თავ­დაც­ვის ზღუ­დე და პო­ტენ­ცი­უ­რი მო­მა­რა­გე­ბის ხა­ზე­ბი. მსხვერ­პლი რუ­სულ სამ­ხედ­რო ძა­ლებ­ში დი­დია, მო­ტი­ვა­ცია კი - მცი­რე.

- უკ­რა­ი­ნუ­ლი პარ­ტი­ზა­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა ბოლო ორი დღეა ძა­ლი­ან გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლია რო­გორც ხერ­სო­ნის ისე ზა­პო­რი­ჟი­ას რა­ი­ონ­ში.

109101630-ukrtroopsmarafp5sep14-34694-1662886377.jpg

- ხარ­კი­ვის (ხარ­კო­ვის) რა­ი­ონ­ში უკ­რა­ი­ნუ­ლი სპეც­რაზ­მი წმენ­დს იზი­უმს. და­სახ­ლე­ბა­ზე კონ­ტრო­ლი სრუ­ლად მო­პო­ვე­ბუ­ლია, ქა­ლაქ­ში მი­ტო­ვე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი ტექ­ნი­კაა მი­მო­ფან­ტუ­ლი, მაგ­რამ ის მტრუ­ლი ელე­მენ­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც გას­ვლა ვერ მო­ას­წრეს ან რუ­სულ არ­მი­ას გას­ვლი­სას უმაგ­რებ­დნენ ზურგს ახლა მათი ნე­იტ­რა­ლი­ზე­ბა ხდე­ბა.

- დო­ნეც­კის რა­ი­ონ­ში, ქა­ლაქ ლი­მან­ში შე­ტა­კე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა, თუმ­ცა ქა­ლა­ქი დიდ­წი­ლად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია, ხოლო რაც მთა­ვა­რია რკი­ნიგ­ზის სად­გურ­ზე კონ­ტრო­ლი დაბ­რუ­ნე­ბუ­ლია. რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ნა­წი­ლე­ბი­სათ­ვის ლი­მა­ნის შე­მო­გა­რენ­ში ყოფ­ნა უკან და­ხე­უ­ლე­ბი­სათ­ვის გზის გახ­სნი­სათ­ვის ესა­ჭი­რო­ე­ბათ. განაგრძეთ კითხვა

myquiz