ჩარლზ III-ს გაერთიანებული სამეფოს მეფედ ოფიციალურად წმინდა ჯეიმსის სასახლეში ადგილობრივი დროით 10:00-ზე გამოაცხადებენ | Allnews.Ge

ჩარლზ III-ს გაერთიანებული სამეფოს მეფედ ოფიციალურად წმინდა ჯეიმსის სასახლეში ადგილობრივი დროით 10:00-ზე გამოაცხადებენ

ჩარლზ III-ს გაერთიანებული სამეფოს მეფედ ოფიციალურად წმინდა ჯეიმსის სასახლეში დღეს, ადგილობრივი დროით 10:00-ზე გამოაცხადებენ.

როგორც BBC წერს, ეს იქნება პირველი შემთხვევა გაერტიანებული სამეფოს ისტორიაში, როდესაც მეფედ დასახელების პროცესს ტელევიზიით პირდაპირი ეთერით გადასცემენ.

ღონისძიებას ბრიტანელი მაღალჩინოსნები და სამეფო ოჯახის წევრები დაესწრებიან. ამასთან, ბრიტანეთის დროშებს, რომლებიც ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო დაშვებულია, 24 საათის განმავლობაში აღმართავენ.