ყველაზე ცნობილი წყვილის დაპირისპირება - ანჯელინა ჯოლის მტკიცებით, ბრედ პიტმა "შატო მირავალი" განქორწინების გამო შურის საძიებლად წაართვა | Allnews.Ge

ყველაზე ცნობილი წყვილის დაპირისპირება - ანჯელინა ჯოლის მტკიცებით, ბრედ პიტმა "შატო მირავალი" განქორწინების გამო შურის საძიებლად წაართვა

ბრედ პიტი და ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი კვლავ ვერ მო­რიგ­დნენ საფ­რან­გე­თის ვე­ნა­ხე­ბის თა­ო­ბა­ზე წა­მო­წყე­ბუ­ლი და­ვი­სას. ამ­ჯე­რად ჯო­ლის მიერ და­ფუძ­ნე­ბულ­მა კომ­პა­ნი­ამ, "Nouvel"-მა 250-მი­ლი­ონ­დო­ლა­რი­ა­ნი სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა ბრედ პი­ტის წი­ნა­აღ­მდეგ. კომ­პა­ნია ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლიმ ღვი­ნის ქარ­ხა­ნა­ში თა­ვი­სი წი­ლის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად და­ა­არ­სა. ჯოლი სარ­ჩელ­ში ამ­ტკი­ცებს, რომ ბრედ­მა და მის­მა "ბან­დამ“ მზაკ­ვრუ­ლი კამ­პა­ნია წა­მო­ი­წყეს "შატო მი­რა­ვა­ლის" ხელ­ში ჩა­საგ­დე­ბად, რად­გან პიტს გან­ქორ­წი­ნე­ბის და ბავ­შვებ­ზე მე­ურ­ვე­ო­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბის გამო ყო­ფილ ცოლ­ზე შუ­რის­ძი­ე­ბა სურ­და. ის ასვვე ფიქ­რობს, რომ ბრედს სურ­და, რომ ჯო­ლის ვე­ნა­ხის უზარ­მა­ზა­რი მო­გე­ბი­დან კა­პი­კიც კი არ ენა­ხა.

chateau-miraval-46086-1662626676.jpg

სარ­ჩელ­ში ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი ამ­ტკი­ცებს, რომ ბრედ პიტ­მა ისარ­გებ­ლა იმით, რომ ყო­ფილ ცოლს დიდი წილი ჰქონ­და "შატო მი­რა­ვალ­ში" და ის იძუ­ლე­ბუ­ლი გა­ხა­და, ხელი მო­ე­წე­რა "გა­ჩუ­მე­ბის პუნ­ქტზე“, რო­მე­ლიც ქალს უკ­რძა­ლავ­და იმ გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამ­ხე­ლას, რა­მაც მათი გან­ქორ­წი­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. ან­ჯე­ლი­ნას ასე­ვე სა­ი­დუმ­ლოდ უნდა შე­ე­ნა­ხა ის ფაქ­ტიც, რომ პიტ­მა "შატო მი­რა­ვა­ლის" კომ­პა­ნი­ის კუთ­ვნი­ლი მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რი გაფ­ლან­გა "უაზ­რო პრო­ექ­ტებ­ში“ , მათ შო­რის და­სა­ხე­ლე­ბუ­ლია სა­ცუ­რაო აუზი, რო­მელ­შიც მან მი­ლი­ონ­ზე მეტი გა­და­ი­ხა­და. პი­ტის მი­თი­თე­ბით, კომ­პა­ნი­ამ ასე­ვე შე­უკ­ვე­თა შა­ტო­ში ერთი კი­ბის აშე­ნე­ბა, მაგ­რამ იმის გამო, რომ პიტ­მა სამ­ჯერ და­ი­წუ­ნა მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გი, სულ ოთხჯერ მო­უ­წი­ათ მისი ხე­ლახ­ლა აშე­ნე­ბა. ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ო­ბი იმა­საც ამ­ტკი­ცებს, რომ პიტ­მა "აი­ძუ­ლა", რომ შა­ტოს ხორ­ვა­ტი­უ­ლი ქვის კედ­ლე­ბის რე­კონ­სტრუქ­ცი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­ე­ხარ­ჯა.

"ეს თან­ხე­ბი ჯო­ლი­სა და "ნუ­ვე­ლის" წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად და­ი­ხარ­ჯა", - ნათ­ქვა­მია ჯო­ლის მიერ შე­ტა­ნილ სარ­ჩელ­ში.

ce-sont-des-personnes-plutot-geniales-angelina-jolie-se-confie-sur-ses-enfants-46100-1662626697.jpg

სა­სა­მარ­თლო­ში წარ­მოდ­გე­ნილ ქა­ღალ­დებ­ში აქვე ნათ­ქვა­მია, რომ პიტი და ჯოლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა­ზე შე­თან­ხმდნენ: საქ­ველ­მოქ­მე­დო პრო­ექ­ტებ­ზე ან­ჯე­ლი­ნას უნდა ეზ­რუ­ნა, მათ შო­რის ჯოლი-პი­ტის ფონ­დზე, ხოლო "შატო მი­რა­ვა­ლის" ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა პი­ტის ხელ­ში უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

განაგრძეთ კითხვა