"კარგი ამბები გვაქვს ხარკოვის ოლქიდან"- რა განცხადებას ავრცელებს უკრაინის პრეზიდენტი? | Allnews.Ge

"კარგი ამბები გვაქვს ხარკოვის ოლქიდან"- რა განცხადებას ავრცელებს უკრაინის პრეზიდენტი?

ამ კვირაში კარგი ამბები გვაქვს ხარკოვის ოლქიდან. უკრაინელი მცველების აქტიურობის შესახებ, ალბათ, ყველას გაქვთ ინფორმაცია და ვფიქრობ, რომ ყველა მოქალაქე ამაყობს ჩვენი მეომრებით. ეს არის დამსახურებული სიამაყე, სწორი განცდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელი სამხედროების წარმატება ამა თუ იმ მიმართულებით ცვლის ზოგად მდგომარეობას მთელ ფრონტზე უკრაინის სასარგებლოდ.

„ახლა არ არის დრო, დავასახელოთ ის დასახლებები, რომლებშიც უკრაინის დროშა ბრუნდება, მაგრამ დროა მადლობა გადავუხადოთ 25-ე საჰაერო სადესანტო ბრიგადას, 92-ე ცალკეულ მექანიზებულ ბრიგადას და 80-ე სადესანტო თავდასხმის ბრიგადას საბრძოლო მისიების დროს გამოჩენილი სიმამაცისა და გმირობისთვის.

ჩვენი სამხედროების ყოველი წარმატება ამა თუ იმ მიმართულებით ცვლის ზოგად მდგომარეობას მთელ ფრონტზე უკრაინის სასარგებლოდ. რაც მეტი სირთულე, მეტი დანაკარგი ექნებათ ოკუპანტებს, მით უკეთესი იქნება ჩვენი დამცველების პოზიციები დონბასში, მით უფრო საიმედო იქნება ზაპორიჟიეს, მიკოლაივის და დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქების დაცვა, მით უფრო სწრაფად შევძლებთ აზოვის რეგიონისა და მთელი სამხრეთის გათავისუფლებას”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

myquiz