კადიროვმა წასვლა ისევ გადაიფიქრა - "მე შემიძლია წავიდე მხოლოდ ხალხისა და რუსეთის პრეზიდენტის თხოვნით" | Allnews.Ge

კადიროვმა წასვლა ისევ გადაიფიქრა - "მე შემიძლია წავიდე მხოლოდ ხალხისა და რუსეთის პრეზიდენტის თხოვნით"

ჩეჩ­ნე­თის ხელ­მძღვა­ნელ­მა რამ­ზან კა­დი­როვ­მა, თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლა გა­და­ი­ფიქ­რა, - წერს რუ­სუ­ლი მე­დია. უფრო მე­ტიც, ის ახალ რე­კორდს უმიზ­ნებს. რო­გორც კა­დი­რო­ვი თა­ვის "ტე­ლეგ­რა­მის" არხზე წერს. მისი თქმით, რო­გორც გა­არ­კვია ბელ­გო­რო­დის გუ­ბერ­ნა­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნის რე­კორ­დი 27 წე­ლია და ცდი­ლობს გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს...

"ამი­ტომ უფრო მეტ­საც ვი­ტყვი: ახლა გა­დავ­წყვი­ტე თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნის ამ­ჟა­მინ­დე­ლი რე­კორ­დი მოვხსნა. ვნა­ხოთ, მო­ვა­ხერ­ხებ თუ არა ამ მაჩ­ვე­ნებ­ლის და­მარ­ცხე­ბას", - გა­ნა­ცხა­და კა­დი­როვ­მა.

ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა აქვე დას­ძი­ნა, რომ გრძელ­ვა­დი­ან შვე­ბუ­ლე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი მო­მავ­ლის­თვის გა­და­ი­დო და წელს ყო­ველ­წლი­ურ შვე­ბუ­ლე­ბა­შიც კი არ გავა.

3 სექ­ტემ­ბერს ჩეჩ­ნე­თის ხელ­მძღვა­ნელ­მა ასე­ვე და­წე­რა, რომ ის "ძა­ლი­ან დიდ­ხანს დარ­ჩა“ თა­ვის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და "გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი და ხან­გრძლი­ვი შვე­ბუ­ლე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა“. ამას­თან, კა­დი­როვს არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, კონ­კრე­ტუ­ლად რა ჰქონ­და მხედ­ვე­ლო­ბა­ში ასე­თი გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბი­სას.

გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ რუ­სულ მე­დი­ა­ში გაჩ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია, რომ შე­საძ­ლოა კა­დი­რო­ვი რუ­სე­თის გვარ­დი­ის უფ­რო­სად და­ე­ნიშ­ნათ, რათა სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი "გა­ე­სუფ­თა­ვე­ბი­ნა“

"ხალ­ხმა მო­მან­დო რე­გი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და ამ ნდო­ბის გა­მარ­თლე­ბა ჩემი წმინ­და მო­ვა­ლე­ო­ბაა. მე შე­მიძ­ლია წა­ვი­დე მხო­ლოდ ხალ­ხი­სა და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის თხოვ­ნით. ამი­ტომ, გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი შვე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­უ­ბარს სა­მო­მავ­ლოდ დავ­ტო­ვებთ“, - ამ­ბობს ახლა კა­დი­როვ­მა.

მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ 15 წე­ლია, რაც რე­გი­ო­ნის მე­თა­უ­რია, მაგ­რამ რუს გუ­ბერ­ნა­ტო­რებს შო­რის არი­ან უფრო "გრძელ­ვა­დი­ა­ნე­ბიც“.

რამ­ზან კა­დი­რო­ვი ჩეჩ­ნეთს 2007 წლი­დან ხელ­მძღვა­ნე­ლობს. 2021 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში იგი ხე­ლახ­ლა აირ­ჩი­ეს რეს­პუბ­ლი­კის მე­თა­უ­რის პოსტზე 99,7%-ით. მას უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვადა 2026 წელს ეწუ­რე­ბა.

აქამ­დეც კა­დი­როვ­მა არა­ერ­თხელ გა­ნა­ცხა­და მისი შე­საძ­ლო გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ. "ჩემი დრო უკვე გა­ვი­და. ადა­მი­ანს აქვს სა­ზღვა­რი“, - ამ­ბობ­და ის მან 2016 წელს. 2017-ში კი ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მისი "ოც­ნე­ბა“ გა­დად­გო­მაა.

myquiz