გაერთიანებული სამეფოს პრემიერის ვინაობა ცნობილია- ვინ შეცვლის ბორის ჯონსონს? | Allnews.Ge

გაერთიანებული სამეფოს პრემიერის ვინაობა ცნობილია- ვინ შეცვლის ბორის ჯონსონს?

ბრი­ტა­ნე­თის ახალ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად და­სა­ხელ­და ლიზ ტრა­სი. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა მისი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე, რიში სუ­ნა­კი 20 000 ხმით და­ა­მარ­ცხა.

47 წლის ტრას­მა 5 სექ­ტემ­ბერს გა­ი­მარ­ჯვა მმარ­თვე­ლი კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის კენ­ჭისყრა­ში. ამომ­რჩე­ველ­თა აქ­ტი­ვო­ბამ 82.6% შე­ად­გი­ნა. ჯამ­ში კი 172 437 მო­ქა­ლა­ქემ მის­ცა ხმა. ლიზ ტრას­მა 81 326, ხოლო ყო­ფილ­მა ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა კი 60 399 ხმა მი­ი­ღო. ტრა­სი, რო­მე­ლიც ჯონ­სო­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი იყო, იქ­ნე­ბა ბრი­ტა­ნე­თის მე­სა­მე ქალი პრე­მი­ე­რი - ტე­რე­ზა მე­ი­სა და მარ­გა­რეტ თეტ­ჩე­რის შემ­დეგ.

ლიზ ტრა­სის თქმით, მის­თვის პა­ტი­ვია "კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის“ ლი­დე­რად არ­ჩე­ვა. მან მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და თა­ნამ­შრომ­ლებს, ოჯა­ხის წევ­რებს, მე­გობ­რებ­სა და მხარ­დამ­ჭე­რებს. მან ასე­ვე ახ­სე­ნა ბო­რის ჯონ­სო­ნიც.

"ჩემი მე­გო­ბა­რი, ბო­რის ჯონ­სო­ნი. ბო­რის, თქვენ და­ას­რუ­ლეთ ბრექ­სი­ტი. თქვენ გა­ა­ნად­გუ­რეთ ჯე­რე­მი კორ­ბი­ნი, თქვენ შექ­მე­ნით ვაქ­ცი­ნა და თქვენ წახ­ვე­დით ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ. თქვენ პა­ტივს გცე­მენ კი­ე­ვი­დან კარ­ლა­ი­ლამ­დე. მე­გობ­რე­ბო და კო­ლე­გე­ბო, გმად­ლობთ ნდო­ბის­თვის, რომ გა­ვუ­ძღვე­ბი "კონ­სერ­ვა­ტი­ულ პარ­ტი­ას", უდი­დეს პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას დე­და­მი­წა­ზე", - გა­ნა­ცხა­და ლიზ ტრას­მა.

ის ხვალ ბალ­მო­რალ­ში, შოტ­ლან­დი­ა­ში დე­დო­ფალ­თან შე­სახ­ვედ­რად გა­ემ­გზავ­რე­ბა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ი­ნიშ­ნე­ბა.

myquiz