რა არის ცნობილი უკრაინის კონტრშეტევაზე ხერსონის მიმართულებით: განადგურებულია ყველა დიდი ხიდი, გათავისუფლებულია რამდენიმე სოფელი ქალაქის სიახლოვეს | Allnews.Ge

რა არის ცნობილი უკრაინის კონტრშეტევაზე ხერსონის მიმართულებით: განადგურებულია ყველა დიდი ხიდი, გათავისუფლებულია რამდენიმე სოფელი ქალაქის სიახლოვეს

29 აგ­ვის­ტოს უკ­რა­ი­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვეყ­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი ხერ­სო­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე მას­შტა­ბურ კონ­ტრშე­ტე­ვა­ზე გა­და­ვიდ­ნენ და ხერ­სო­ნის მი­სად­გო­მებ­თან გა­არ­ღვი­ეს რუ­სე­თის არ­მი­ის თავ­დაც­ვის პირ­ვე­ლი ხაზი, - ამის თა­ო­ბა­ზე "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" რუ­სუ­ლე­ნო­ვან ტე­ლეპ­რო­ექტ "ნას­ტო­ი­აშ­ჩეე ვრე­მი­ას" და­უ­დას­ტუ­რა უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის პრეს­ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ნა­ტა­ლია გუ­მე­ნი­უკ­მა, თუმ­ცა ამის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წყა­რო­ე­ბი მწირ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლე­ბენ იმის შე­სა­ხებ, თუ რა ხდე­ბა ფრონ­ტის ხაზ­ზე, თუმ­ცა რო­გორც უკ­რა­ი­ნუ­ლი, ისე და­სავ­ლუ­რი მე­დია ამა­ზე საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რად წერს.

CNN-ი სა­კუ­თარ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა, რომ წუ­ხელ უკ­რა­ი­ნელ­მა მებ­რძო­ლებ­მა ხერ­სო­ნის სი­ახ­ლო­ვეს რუსი დამ­პყრობ­ლე­ბის­გან 4 სო­ფე­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

"ოპე­რა­ცია ღა­მით რუ­სუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბის მა­სი­უ­რი და­ბომბვით და­ი­წყო. ახლა ჩვენ გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლეთ 4 სო­ფე­ლი. მათი დაც­ვის პირ­ვე­ლი ხაზი სამ ად­გი­ლას გა­ვარ­ღვი­ეთ“, - გა­ნა­ცხა­და წყა­რომ. მისი ცნო­ბით: გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია ნო­ვა­ია დმიტ­როვ­კა, არ­ხან­გელსკოე, ტო­მი­ნა ბალ­კა და პრავ­დი­ნო. მი­სი­ვე თქმით, ბევ­რი ოკუ­პან­ტი ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია და ტყვედ არის აყ­ვა­ნი­ლი, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია ბევ­რი საბ­რძო­ლო ტექ­ნი­კა.

"ვნა­ხავთ, რო­გორ წავა შე­ტე­ვა. ჩვე­ნი მი­ზა­ნი ხერ­სო­ნია“, - გა­ნა­ცხა­და წყა­რომ.

BBC - ის კო­რეს­პონ­დენ­ტის ცნო­ბით, უკ­რა­ი­ნუ­ლი არ­ტი­ლე­რია ხერ­სო­ნის ოლ­ქში წუ­ხელ ბომ­ბავ­და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო და სარ­კი­ნიგ­ზო გზებ­სა და ხი­დებს, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მი­დის შე­ი­ა­რა­ღე­ბა მდი­ნა­რე დნეპ­რის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე გან­ლა­გე­ბულ რუ­სულ დაჯ­გუ­ფე­ბებს. ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბე­ბის ხმა ის­მო­და მთელ ოლ­ქში, სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას.

უკ­რა­ი­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წყა­რო­ე­ბის­გან ინ­ფორ­მა­ცი­ის ძუნ­წად გავ­რცე­ლე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ამის თა­ო­ბა­ზე იმა­ვე ნა­ტა­ლია გუ­მე­ნი­უკ­მა 28 აგ­ვის­ტოს­ვე გა­ნა­ცხა­და.

xersoni-58110-1661841874.jpg

"იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ასეთ პო­ზი­ტი­ურ ამ­ბავს ხალ­ხი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ელო­და, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია შე­გა­ტყო­ბი­ნოთ იმის შე­სა­ხებ, რომ ნამ­დვი­ლად და­ი­წყო გარ­კვე­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი. ძა­ლი­ან გთხოვთ, მო­მა­ვალ­შიც თავი შე­ვი­კა­ვოთ და არ გა­ვაზ­ვი­ა­დოთ მოვ­ლე­ნე­ბი, არ ჩა­ე­ძი­ოთ და­მა­ტე­ბით დე­ტა­ლებს, სამ­ხედ­რო­ე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა არ მო­ვახ­დი­ნოთ, რათა მათ გა­ავ­რცე­ლონ ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რაც სი­ნამ­დვი­ლე­ში იქ ხდე­ბა. საკ­მა­რი­სია ის ცნო­ბა, რო­მე­ლიც უკვე გავ­რცელ­და: არის გარ­ღვე­ვა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ჩვე­ნი მხრი­დან ეს მოქ­მე­დე­ბე­ბი გან­ვი­თარ­დეს, ხოლო, მტრის ზო­გი­ერ­თმა და­ნა­ყოფ­მა უკან და­ი­ხია“, - თქვა გუ­მე­ნი­უკ­მა.

მან­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ნე­ბის­მი­ერ სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ას სი­ჩუ­მე სჭირ­დე­ბა. გუ­მე­ნი­უკ­მა და­ა­ზუს­ტა, რომ უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა სამ­ხრე­თით სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ი­წყეს შე­ტე­ვა.

29 აგ­ვის­ტოს, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ოპე­რა­ტი­ულ­მა დაჯ­გუ­ფე­ბა "კა­ხოვ­კამ“ გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა ამე­რი­კუ­ლი სა­რა­კე­ტო სის­ტე­მე­ბით (HIMARS) უკვე გა­ა­ნად­გუ­რეს რუ­სე­ბის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი, ხერ­სო­ნის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე, პრაქ­ტი­კუ­ლად, ყვე­ლა დიდი ხიდი.რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ აღი­ა­რა უკ­რა­ი­ნის იე­რი­შის და­წყე­ბა, მაგ­რამ მისი მტკი­ცე­ბით, ეს შე­ტე­ვა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. "მტრის მიერ თავ­დას­ხმის მცდე­ლო­ბამ სრუ­ლი მარ­ცხი გა­ნი­ცა­და“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ანექ­სი­რე­ბულ ყი­რი­მის ხელ­მძღვა­ნელ­მა სერ­გეი აკ­სე­ნოვ­მა სა­კუ­თარ "ტე­ლეგ­რა­მარხზე" და­წე­რა, - ცნო­ბა უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ სამ­ხრე­თით კონ­ტრშე­ტე­ვა­ზე გა­დას­ვლის შე­სა­ხებ "უკ­რა­ი­ნუ­ლი პრო­პა­გან­დის მო­რი­გი "ფე­ი­კი­აო...“

მოკ­ლედ, ხერ­სო­ნის პრო­რუ­სუ­ლი, დე ფაქ­ტო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი აცხა­დებ­დნენ, რომ უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი შე­ტე­ვა­ზე არ გა­და­სუ­ლან და ხერ­სონ­ში სიმ­შვი­დეა.

ამის პა­რა­ლე­ლუ­რად "რა­შის­ტი" ბლო­გე­რე­ბი იუ­წყე­ბი­ან, რომ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა ხერ­სო­ნის მხა­რის სიღ­რმე­ში 6 კმ-ით წა­ი­წი­ეს წინ.

სამ­წუ­ხა­როდ, ამ გან­ცხა­დე­ბე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი წყა­რო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­მოწ­მე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ხერ­ხდე­ბა.

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ოპე­რა­ტი­ულ სარ­დლო­ბა "სამ­ხრეთ­ზე“ დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ უკ­რა­ი­ნელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა, გა­სუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ქვეყ­ნის სამ­ხრეთ­ში 80-ზე მეტი რუსი ოკუ­პან­ტი და მტრის კუთ­ვნი­ლი 30 ერ­თე­უ­ლი ტექ­ნი­კა გა­ა­ნად­გუ­რეს.

შე­გახ­სე­ნებთ, რუ­სე­თის მიერ ხერ­სო­ნი ოკუ­პი­რე­ბუ­ლია 2022 წლის მარ­ტი­დან.გა­სულ ღა­მით, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი­სად­მი ვი­დე­ო­მი­მარ­თვი­სას პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნა იბ­რუ­ნებს და და­იბ­რუ­ნებს ხარ­კოვს, ლუ­განსკს, დო­ნეცკს, ზა­პო­რო­ჟი­ეს, ხერ­სონს და ყი­რიმს. ზე­ლენ­სკიმ რუს სამ­ხედ­რო­ებს მო­უ­წო­და, თუ თა­ვის გა­დარ­ჩე­ნა სურთ, დროა გა­იქ­ცნენ ან ტყვედ ჩა­ბარ­დნენ.

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია იტყო­ბი­ნე­ბა, რომ კონ­ტრშე­ტე­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად რუ­სეთ­მა კვლავ და­არ­ტყა ნი­კო­ლა­ე­ვის მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას, 30 აგ­ვის­ტოს დი­ლით კი რუ­სებ­მა სა­რა­კე­ტო იე­რი­ში ისევ მი­ი­ტა­ნეს ზა­პო­რო­ჟი­ე­ზე.

myquiz