პაკისტანის მესამედი წყლითაა დაფარული და ზარალი მინიმუმ 10 მილიარდ დოლარს შეადგენს - რამ გამოიწვია მასშტაბური კატასტროფა ქვეყანაში? | Allnews.Ge

პაკისტანის მესამედი წყლითაა დაფარული და ზარალი მინიმუმ 10 მილიარდ დოლარს შეადგენს - რამ გამოიწვია მასშტაბური კატასტროფა ქვეყანაში?

პაკისტანის მინისტრი დაგეგმარების საკითხებში, აჰსან იკბალი აცხადებს, რომ წინასწარი შეფასებით, ქვეყანას დამანგრეველმა წყალდიდობამ მინიმუმ 10 მილიარდი დოლარის ღირებულების ზიანი მიაყენა.

„ვფიქრობ, ზარალი უზარმაზარი იქნება. ჯერჯერობით, წინასწარი შეფასებით, ის 10 მილიარდ დოლარს აჭარბებს, დაღუპულია 1000-ზე მეტი ადამიანი და დაზიანებულია მილიონამდე სახლი“, - აღნიშნა მინისტრმა.

28pakistan-swap2-videosixteenbynine3000-v3-1661841543.jpg

ამასთან, მისი თქმით, ქვეყანას სურსათის სერიოზული დეფიციტი ელოდება.

მანამდე, პაკისტანის მინისტრმა კლიმატის საკითხებში განაცხადა, რომ ქვეყნის მესამედი წყლითაა დაფარული.

აღსანიშნავია, რომ პაკისტანმა გუშინ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 1.1 მილიარდი დოლარის დახმარება მიიღო.

ცნობისათვის, პაკისტანში მუსონური წვიმებით გამოწვეულ უპრეცედენტო წყალდიდობას მინიმუმ 1 136 ადამიანი ემსხვერპლა. ძლიერმა წვიმამ გაანადგურა გზები, ნათესები, სახლები, ხიდები და სხვა ინფრასტრუქტურა.

myquiz