"ჯაველინზე" უკეთესი - რას აძლევს ამერიკა უკრაინას, რუსული ტანკების ასაფეთქებლად? | Allnews.Ge

"ჯაველინზე" უკეთესი - რას აძლევს ამერიკა უკრაინას, რუსული ტანკების ასაფეთქებლად?

წელს უკ­რა­ი­ნის პო­ლი­გონ­ზე ჩემს გვერ­დით ასე­თი­ვე "ჰამ­ვი­დან“ "ტოუ-2“-ის რა­კე­ტის სტარ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და..."ჯა­ვე­ლინ­ზე" უკე­თე­სი - რას აძ­ლევს ამე­რი­კა უკ­რა­ი­ნას, რუ­სუ­ლი ტან­კე­ბის ასა­ფეთ­ქებ­ლად...

ნა­ხე­ვა­რი წლის წინ, რუ­სე­თის არ­მი­ის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის დროს, უკ­რა­ი­ნის დამ­ცვე­ლე­ბი ძალ­ზე ეფექ­ტი­ა­ნად იყე­ნებ­დნენ მა­ნამ­დე ამე­რი­კუ­ლი მხა­რის მიერ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით გა­და­ცე­მულ, მე­სა­მე თა­ო­ბის გა­და­სა­ტან მარ­თვად ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მებს "ჯა­ვე­ლი­ნებს".

"ჯა­ვე­ლი­ნე­ბის" ზე­მო­დან დარ­ტყმამ იმ 978 რუ­სუ­ლი ტან­კი­დან, რო­მელ­თა და­კარ­გვა 27 აგ­ვის­ტოს­თვის ფოტო-ვი­დეო კად­რე­ბი­თაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი მა­ინც იმ­სხვერ­პლა (აღა­რა­ფერს ვამ­ბობთ სხვა გა­ნად­გუ­რე­ბულ რუ­სულ ჯავ­შან­ტექ­ნი­კა­ზე), რაც ერთი მხრივ დიდ დარ­ტყმად იქცა რუსი ტან­კის­ტე­ბის სუ­ლის­კვე­თე­ბა­ზე, მე­ო­რე მხრივ კი, უკ­რა­ი­ნელ­თა საბ­რძო­ლო ჟინი აა­მაღ­ლა...

მაგ­რამ გა­ვი­და დრო, კრემლში მიხ­ვდნენ, რომ ბლიცკ­რი­გით კი­ევს რამ­დე­ნი­მე დღე­ში ვერ და­ი­პყრობ­დნენ და თა­ვი­სი სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბი გა­იყ­ვა­ნეს უკ­რა­ი­ნის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წი­ლი­დან - კი­ე­ვის მი­სად­გო­მე­ბი­დან, ჩერ­ნი­გო­ვი­დან, სუ­მი­დან, სა­დაც მეტი ტყის სა­ფა­რი იყო, რაც მაქ­სი­მა­ლურ, 2,5 კმ-ზე მოქ­მე­დი "ჯა­ვე­ლი­ნე­ბის" წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ყე­ნე­ბას უწყობ­და ხელს...

ბრძო­ლებ­მა უკ­რა­ი­ნის აღ­მო­სავ­ლეთ­ში - დონ­ბას­ში და სამ­ხრეთ­ში - ხერ­სონ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა, სა­დაც ძი­რი­თად სტე­პე­ბია და ორი­ო­დე კმ-ში "ჯა­ვე­ლი­ნით" მი­პარ­ვა რუ­სულ ტან­კებ­თან, რო­დე­საც ტყის სა­ფარ­ში ვე­ღარ იმა­ლე­ბი, ძალ­ზე გარ­თულ­და.

სა­ჭი­რო გახ­და "ჯა­ვე­ლინ­ზე" უფრო შორს მან­ძილ­ზე მოქ­მე­დი მარ­თვა­დი ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ია­რა­ღი, რო­მე­ლიც გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად აა­ფეთ­ქებ­და რუ­სულ ტან­კებს და სხვა ჯავ­შან­ტექ­ნი­კას.

პრინ­ციპ­ში, უკ­რა­ი­ნის არ­მი­ას შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში აქვს სა­მა­მუ­ლო წარ­მო­ე­ბის ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო "სტუგ­ნე­ბი", რომ­ლი­და­ნაც გაშ­ვე­ბუ­ლი და ლა­ზე­რის სხი­ვით მარ­თვა­დი რა­კე­ტა ტანკს ხუთი კმ-ის და­შო­რე­ბი­თაც კი აფეთ­ქებს, მაგ­რამ "სტუგ­ნე­ბის" რა­ო­დე­ნო­ბა შე­ზღუ­დუ­ლია, ახ­ლე­ბის წარ­მო­ე­ბა კი ძალ­ზე გაძ­ნე­ლე­ბუ­ლი. გა­გარ­ძე­ლეთ კი­თხვა

myquiz