რელიგიურ სკოლასთან დაკავშირებული ხუმრობის გამო, თურქეთში მომღერალი გულშენი დააკავეს - თურქი "მადონას" საქმე, რომელმაც საზოგადოების აზრი ორად გაყო | Allnews.Ge

რელიგიურ სკოლასთან დაკავშირებული ხუმრობის გამო, თურქეთში მომღერალი გულშენი დააკავეს - თურქი "მადონას" საქმე, რომელმაც საზოგადოების აზრი ორად გაყო

თურ­ქეთ­ში და­ა­კა­ვეს მომ­ღე­რა­ლი გულ­შე­ნი რე­ლი­გი­ურ თე­მა­ზე წარ­მოთ­ქმუ­ლი ხუმ­რო­ბის გამო და ის სი­ძულ­ვი­ლის გაღ­ვი­ვე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. მიმ­დი­ნა­რე წლის აპ­რილ­ში გულ­შენ­მა იხუმ­რა, რომ მისი ბენ­დის ერთ-ერთი წევ­რი რე­ლი­გი­ურ სკო­ლა­ში და­დი­ო­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მომ­ღერ­ლის კო­მენ­ტა­რი ძვე­ლია, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვი­დეო ვირუ­სუ­ლად ახლა გავ­რცელ­და და კონ­სერ­ვა­ტი­ულ წრე­ებ­ში კრი­ტი­კა მოჰ­ყვა.

გულ­შე­ნის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი კი ამ­ბო­ბენ, რომ მისი და­კა­ვე­ბა პრე­ზი­დენტ რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნის მცდე­ლო­ბაა, მო­მა­ვა­ლი წლის არ­ჩევ­ნე­ბის წინ სა­ხო­გა­დო­ე­ბა­ში მხარ­და­ჭე­რა გა­იმ­ყა­როს.

გულ­შენ­მა, რო­მელ­საც თურქ მა­დო­ნას უწო­დე­ბენ, და­კა­ვე­ბამ­დე ბო­დი­ში მო­ი­ხა­და, მან შე­სა­ბა­მი­სი პოს­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა და წერ­და, რომ მის მი­მართ კრი­ტი­კა სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ლა­რი­ზა­ცი­ას ისა­ხავს მიზ­ნად. მან­ვე აღ­ნიშ­ნა, გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის პრინ­ცი­პე­ბი და­ცუ­ლი უნდა და ის უბ­რა­ლოდ კო­ლე­გებ­თან ხუმ­რობ­და. მან ბო­დი­ში მო­უ­ხა­და ყვე­ლას ვინც გა­ა­ნა­წყე­ნა თა­ვი­სი ხუმ­რო­ბით. მომ­ღე­რა­ლი ახლა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის მო­ლო­დინ­შია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ხე­ლო­ვანს, რომ­ლის სრუ­ლი სა­ხე­ლია გულ­შენ კო­ლა­ქ­ოღ­ლუ, ად­რეც აკ­რი­ტი­კებ­და თურ­ქუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი ნა­წი­ლი ჩაც­მის სტი­ლის ასე­ვე ლგბტ სა­ზო­გა­დო­ე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის გამო.

46 წლის მომ­ღერ­ლის და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით თურ­ქუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზრი ორად გა­ი­ყო. ლი­ბე­რა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აკ­რი­ტი­კე­ბენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მისი და­კა­ვე­ბის გამო.

gulshen3-40233-1661674340.jpg

"არ­ტის­ტი და­ა­კა­ვეს იმის გამო, რომ მას არ ეცვა ისე, რო­გორც ხე­ლის­ფუ­ლე­ბას სურ­და და არ სა­უბ­რობ­და ისე რო­გორც მათ მო­ე­წო­ნე­ბო­დათ“, - წე­რენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. მას იცა­ვენ კო­ლე­გე­ბი, მომ­ღერ­ლე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი და თურ­ქუ­ლი შოუ ბიზ­ნე­სის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, თუმ­ცა არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც გულ­შე­ნის და­კა­ვე­ბას მი­ე­სა­ლე­ბი­ან.

პრო­სამ­თავ­რო­ბო გა­ზეთ­მა Yeni Safak კი მომ­ღერ­ლის შე­სა­ხებ გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია სა­თა­უ­რით - "კლო­უნ­მა ზღვა­რი გა­და­ლა­ხა.“

myquiz