დიდი ხნის წინ ავიღებდი კიევს, პუტინს რომ შესაბამისი განკარგულება გაეცა - რას აცხადებს რამზან კადიროვი? | Allnews.Ge

დიდი ხნის წინ ავიღებდი კიევს, პუტინს რომ შესაბამისი განკარგულება გაეცა - რას აცხადებს რამზან კადიროვი?

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ მზად იყო კიევი თავად აეღო, თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესაბამისი განკარგულება არ გასცა.ამის შესახებ მან ტელეგრამის საკუთარ არხზე განაცხადა.

"მე დიდი ხნის წინ ავიღებდი კიევს, პუტინს რომ შესაბამისი განკარგულება გაეცა, ზელენსკი და მისიანები კი უკვე სარდაფში იქნებოდნენ დაკითხვაზე. ამიტომ, მადლობა პუტინს, რომ არ მოგვცა კიევის აღების საშუალება", - აღნიშნა კადიროვმა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს ევროპასთან ომის გეგმა დიდი ხნის წინ ჰქონდა შემუშავებული და ახლა თავად უკრაინის მთლიანად დასაკავებლად მხოლოდ პუტინის ბრძანებას ელოდება.