ფინეთის პრემიერ-მინისტრის ნარკოტესტის პასუხი ცნობილია- იყო თუ არა სანა მარინი ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ? | Allnews.Ge

ფინეთის პრემიერ-მინისტრის ნარკოტესტის პასუხი ცნობილია- იყო თუ არა სანა მარინი ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ?

ფი­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, სანა მა­რი­ნის მიერ ჩა­ბა­რე­ბულ­მა ნარ­კო­ტეს­ტმა უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი აჩ­ვე­ნა. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფი­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ოფის­ზე დაყ­რდნო­ბით Reuters-ი ავ­რცე­ლებს.

სანა მა­რი­ნი, რო­მე­ლიც 2019 წლის დე­კემ­ბერ­ში მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა მოქ­მე­დი მთავ­რო­ბის ლი­დე­რი გახ­და, გა­სულ პა­რას­კევს ნარ­კო­ლო­გი­უ­რი ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბას და­თან­ხმდა და აღ­ნიშ­ნა, რომ არას­დროს მი­უ­ღია ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.

მა­რი­ნის თქმით, იმ წვე­უ­ლე­ბა­ზე, რო­მელ­საც ის ეს­წრე­ბო­და, ნარ­კო­ტი­კი არა­ვის მი­უ­ღია.

რო­გორც ფი­ნე­თის პრე­მი­ერ­მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ნა­ცხა­და, ის უკ­მა­ყო­ფი­ლო იყო იმ ფაქ­ტით, რომ კერ­ძო წვე­უ­ლე­ბებ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი მისი ცეკ­ვის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და. მა­რი­ნის გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა მხო­ლოდ მე­გობ­რე­ბის­თვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი.

ცნო­ბის­თვის, გა­სულ კვი­რას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და კად­რე­ბი, სა­დაც სანა მა­რი­ნი მე­გობ­რებ­თან ერ­თად წვე­უ­ლე­ბა­ზე ცეკ­ვავ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა თავ­და­პირ­ვე­ლად რამ­დე­ნი­მე ფი­ნურ­მა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

myquiz