როგორ იქცა ერთ დროს შინიდან გაქცევაზე მეოცნებე დარია დუგინა პუტინის პროპაგანდისტად და მამის იდეების მემკვიდრედ? | Allnews.Ge

როგორ იქცა ერთ დროს შინიდან გაქცევაზე მეოცნებე დარია დუგინა პუტინის პროპაგანდისტად და მამის იდეების მემკვიდრედ?

20 აგ­ვის­ტოს სა­ღა­მოს, ფი­ლო­სო­ფო­სი­სა და პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი იდე­ო­ლო­გის, ალექ­სან­დრე დუ­გი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი და­რია დუ­გი­ნა, მან­ქა­ნის მარ­თვი­სას აფეთ­ქდა და ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ "ჯიპ­ში" ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა 400 გრა­მი ტრო­ტი­ლი იყო ჩა­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. რუ­სულ­მა მე­დი­ამ მომ­ხდარ­ში უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რე და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, მაგ­რამ მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ალექ­სან­დრ დუ­გი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლის ლიკ­ვი­და­ცი­ა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა "ეროვ­ნულ­მა რეს­პუბ­ლი­კურ­მა არ­მი­ამ” აიღო.

screenshot-1-02606-1661178524.jpg

ბოლო წლებ­ში და­რია დუ­გი­ნა მა­მის ერთ-ერთი უახ­ლო­ე­სი თა­ნა­მო­აზ­რე გახ­და. ამავდრო­უ­ლად, იგი აქ­ტი­უ­რად ით­ვი­სებ­და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი "პო­ლი­ტო­ლო­გის“ და პუბ­ლი­ცის­ტის როლს. ფსევ­დო­ნი­მით - "პლა­ტო­ნო­ვა", ის სა­უბ­რობ­და პრო­სამ­თავ­რო­ბო მე­დი­ა­ში, აკ­რი­ტი­კებ­და და­სავ­ლეთს და მი­ე­სალ­მე­ბო­და რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბის შეს­ვლას უკ­რა­ი­ნა­ში.

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია, წერს, თუ რო­გორ გა­და­იქ­ცა კე­თი­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლი გო­გო­ნა, ომის მხურ­ვა­ლე მხარ­დამ­ჭე­რად.

”ძნე­ლი იყო იმის თქმა, რომ ის დუ­გი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლია”

და­რია დუ­გი­ნა და­ი­ბა­და 1992 წლის 15 დე­კემ­ბერს ალექ­სან­დრე დუ­გი­ნი­სა და ფი­ლო­სო­ფო­სის ნა­ტა­ლია მე­ლენ­ტი­ე­ვის ოჯახ­ში. 2014 წელს და­ამ­თავ­რა მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­სო­ფი­ის ფა­კულ­ტე­ტი, შემ­დეგ კი და­წე­რა სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცია ძვე­ლი ბერ­ძე­ნი ფი­ლო­სო­ფო­სის პლა­ტო­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­ლო­სო­ფი­ის ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ. "მე­დუ­ზას“ წყა­რო იხ­სე­ნებს, რომ დუ­გი­ნა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ნი­ჭი­ე­რი და "ჭკვი­ა­ნი“ სტუ­დენ­ტი იყო.

ვიქ­ტო­რია სკუ­ი­ბე­დი­ნა დუ­გი­ნას ნაც­ნო­ბია. ქალი ამ­ბობს, რომ სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში ფი­ლო­სო­ფო­სის ქა­ლიშ­ვი­ლი რამ­დენ­ჯერ­მე აპი­რებ­და სახ­ლი­დან გაქ­ცე­ვას, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც, ვერ გა­ბე­და. მას უყ­ვარ­და ოჯა­ხი, ძმა. ერთხელ, შუ­ა­ღა­მი­სას, ჯერ ნა­ტა­ლი­ამ - და­შას დე­დამ და­მი­რე­კა, მერე თა­ვად ალექ­სან­დრ დუ­გინ­მა, მი­თხრეს, რომ დაშა გა­უ­ჩი­ნარ­დაო, თუმ­ცა მა­ლე­ვე იპო­ვეს. როცა ვკი­თხე, რა მოხ­და, აღ­მოჩ­ნდა, რომ ის, უბ­რა­ლოდ, იყო იმ ბი­ჭთან, რო­მე­ლიც შე­უყ­ვარ­და. მა­ლე­ვე, სკუ­ი­ბე­დი­ნას თქმით, დუ­გი­ნა სას­წავ­ლებ­ლად საფ­რან­გეთ­ში გა­ემ­გზავ­რა.

photo-2022-08-04-19-37-20-03115-1661178580.jpg

საფ­რან­გეთ­ში, 2012/13 სას­წავ­ლო წელს დუ­გი­ნამ გა­ი­ა­რა აკა­დე­მი­უ­რი სტა­ჟი­რე­ბა მი­შელ დე მონ­ტე­ნის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, რომ­ლის ფარ­გლებ­ში, იგი "გა­ეც­ნო პლა­ტო­ნის­ტუ­რი კვლე­ვის ფრან­გულ ტრა­დი­ცი­ას“ და ასე­ვე მუ­შა­ობ­და უცხო­ურ წყა­რო­ებ­ზე საფ­რან­გე­თის ბიბ­ლი­ო­თე­კებ­ში.

ფი­ლო­სო­ფი­ის ფა­კულ­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ დუ­გი­ნა ას­პი­რან­ტუ­რა­ში შე­ვი­და. 2020 წლამ­დე ის ატა­რებ­და პრე­ზენ­ტა­ცი­ებს და შე­ი­მუ­შა­ვა სა­კუ­თა­რი სას­წავ­ლო გეგ­მა, რო­მე­ლიც ასე­ვე ეძღვნე­ბო­და პლა­ტო­ნის ფი­ლო­სო­ფი­ას.

დუ­გი­ნას კი­დევ ერთი ნაც­ნო­ბი, რო­მე­ლიც მას ესა­უბ­რა 2015 წელს (ფი­ლო­სო­ფი­ის ფა­კულ­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ), იხ­სე­ნებს, რომ და­რია მა­შინ იყო "ახალ­გაზ­რდა, თა­ნა­მედ­რო­ვე გო­გო­ნა, რო­მელ­საც უყ­ვარ­და მუ­სი­კა და თა­ვა­დაც მღე­რო­და".

ვიქ­ტო­რია სკუ­ი­ბე­დი­ნა იმ დროს დუ­გი­ნას­თან ერ­თად იყო, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი ჰქონ­და. ისი­ნი რამ­დენ­ჯერ­მე გა­მო­ვიდ­ნენ კონ­ცერ­ტებ­ზე. თვი­თონ დუ­გი­ნა ფლე­ი­ტა­ზე უკ­რავ­და, მისი ჯგუ­ფი Dasein May Refuse კი - ელექტრო­ნულ მუ­სი­კას.

”მის შე­სა­ხებ ბევ­რი რამ მსმე­ნო­და, რა­ტომ­ღაც მკაც­რი ადა­მი­ა­ნი მე­გო­ნა, მაგ­რამ ძა­ლი­ან თბი­ლად შემ­ხვდა”, - იხ­სე­ნებს ერთ-ერთი ძვე­ლი ნაც­ნო­ბი პრო­რო­კო­ვა. - შე­სა­ნიშ­ნა­ვი და ღრმა მო­სა­უბ­რე აღ­მოჩ­ნდა, ჩვენ გან­ვი­ხი­ლეთ ყვე­ლა­ფე­რი, გარ­და მა­მის იდე­ე­ბი­სა...“ განაგრძეთ კითხვა

myquiz