რა ვიცით რუსეთის "ეროვნულ რესპუბლიკურ არმიაზე”, რომელმაც ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის ლიკვიდაციაზე პასუხისმგებლობა აიღო? | Allnews.Ge

რა ვიცით რუსეთის "ეროვნულ რესპუბლიკურ არმიაზე”, რომელმაც ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის ლიკვიდაციაზე პასუხისმგებლობა აიღო?

რუ­სუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის პრო­პა­გან­დის­ტი­სა და იდე­ო­ლო­გის ალექ­სან­დრე დუ­გი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლის ლიკ­ვი­და­ცი­ა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აიღო "ეროვ­ნულ­მა რეს­პუბ­ლი­კურ­მა არ­მი­ამ”. დაჯ­გუ­ფე­ბა გა­ნად­გუ­რე­ბით და­ე­მუქ­რა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტსაც. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა მათ ცოტა ხნის წინ გა­ავ­რცე­ლეს.

მოს­კო­ვის რე­გი­ონ­ში მისი მან­ქა­ნის აფეთ­ქე­ბა პარ­ტი­ზა­ნუ­ლი ქმე­დე­ბაა, რომ­ლის მი­ზა­ნია კრემ­ლის რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა. ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­კომ­პა­ნია "თე­ბერ­ვლის დი­ლის" ეთერ­ში ოპო­ზი­ცი­ის ლი­დერ­მა ილია პო­ნო­მა­რე­ევ­მა გა­ნა­ცხა­და. ეთერ­ში მან წა­ი­კი­თხა ეროვ­ნუ­ლი რეს­პუბ­ლი­კუ­რი არ­მი­ის მა­ნი­ფეს­ტი, რო­მე­ლიც ილია პო­ნო­მა­რევს მი­ა­წო­დეს "როს­პარ­ტი­ზა­ნის" არ­ხით და სთხო­ვეს გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნა, რომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას სა­კუ­თარ თავ­ზე იღებ­დნენ:

b6f2a87-ponomariov-ekonomichna-pravda-2-83509-1661156254.jpg

ილია პო­ნო­მა­რე­ე­ვი

"ჩვენ, რუსი აქ­ტი­ვის­ტე­ბი, სამ­ხედ­რო­ე­ბი და პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, ახლა უკვე პარ­ტი­ზა­ნე­ბი და "ეროვ­ნუ­ლი რეს­პუბ­ლი­კუ­რი არ­მი­ის მებ­რძო­ლე­ბი", კა­ნონ­გა­რე­შე ვა­ყე­ნებთ ომის გამ­ჩა­ღებ­ლებს, ყა­ჩა­ღე­ბი­სა და რუ­სე­თის ხალ­ხე­ბის მჩაგ­ვრე­ლებს!

ჩვენ პრე­ზი­დენტ პუ­ტინს ვა­ცხა­დებთ ძა­ლა­უფ­ლე­ბის უზურ­პა­ტო­რად და ომის დამ­ნა­შა­ვედ, რო­მელ­მაც შეც­ვა­ლა კონ­სტი­ტუ­ცია, წა­მო­ი­წყო ძმა­თამ­კვლე­ლი ომი სლა­ვურ ხალ­ხებს შო­რის და გაგ­ზავ­ნა რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბი უაზ­რო სიკ­ვდი­ლის­თვის.

ზო­გის­თვის სი­ღა­რი­ბე და კუ­ბო­ე­ბი, ზო­გის­თვის სა­სახ­ლე­ე­ბი - ეს არის მისი პო­ლი­ტი­კის არსი.

ჩვენ გვჯე­რა, რომ უუფ­ლე­ბო ადა­მი­ა­ნებს აქვთ უფ­ლე­ბა აჯანყდნენ ტი­რა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

პუ­ტინს გა­და­ვა­ყე­ნებთ და გა­ვა­ნად­გუ­რებთ!

ჩვე­ნი მი­ზა­ნია შე­ვა­ჩე­როთ რუ­სე­თი­სა და მისი მე­ზობ­ლე­ბის ნგრე­ვა, შე­ვა­ჩე­როთ კრემ­ლის რამ­დე­ნი­მე ბიზ­ნეს­მე­ნის საქ­მი­ა­ნო­ბა, რომ­ლებ­მაც მი­ით­ვი­სეს ჩვე­ნი ხალ­ხის სიმ­დიდ­რე და დღეს და­ნა­შა­ულს სჩა­დი­ან ქვეყ­ნის შიგ­ნით და მის ფარ­გლებს გა­რეთ.

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მთავ­რო­ბი­სა და რე­გი­ო­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ე­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს უზურ­პა­ტო­რის თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბად ვა­ცხა­დებთ - ვინც არ გა­და­დებს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას, გა­ვა­ნად­გუ­რებთ.

ბიზ­ნეს­მე­ნებს, რომ­ლე­ბიც ფულს კო­რუფ­ცი­ი­თა და ჩი­ნოვ­ნი­კებ­თან კავ­ში­რე­ბით შო­უ­ლო­ბენ, სამ­შობ­ლოს მო­ღა­ლა­ტე­ე­ბად და უზურ­პა­ტო­რის თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბად ვა­ცხა­დებთ. ვინც არ მო­ი­ნა­ნი­ებს და სა­ჯა­როდ არ ილა­პა­რა­კებს, ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და მისი ომის წი­ნა­აღ­მდეგ და ისი­ნი თა­ვად გა­ნად­გურ­დე­ბი­ან ჩვენ მიერ.

ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებს უზურ­პა­ტო­რის თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბად ვა­ცხა­დებთ. ვინც ია­რაღს არ და­ა­დებს და მხრე­ბი­დან ჩინს არ ჩა­მო­იხ­სნის, ჩვენ­გან გა­ნად­გურ­დე­ბა.

ჩვენ გვახ­სოვს რუ­სეთ­ში სახ­ლე­ბის და­ბომბვა, რა­მაც პუ­ტი­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­იყ­ვა­ნა. ჩვენ ვი­ცით, რომ რე­ჟი­მი არ შე­ჩერ­დე­ბა არ­ცერთ ყვე­ლა­ზე ამაზ­რზენ და­ნა­შა­ულ­ზე. ჩვენ ვიბ­რძვით ძა­ლა­უფ­ლე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. სა­მო­ქა­ლა­ქო ობი­ექ­ტებს და მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას თავს არ და­ვეს­ხმე­ბით და თუ პუ­ტი­ნის უშიშ­რო­ე­ბის ძა­ლე­ბი ასეთ პრო­ვო­კა­ცი­ებს მო­ა­წყო­ბენ და მსხვერ­პლს მოგ­ვა­წე­რენ, არ და­უ­ჯე­როთ!

მო­ვუ­წო­დებთ რუ­სე­თის არ­მი­ის ჯა­რის­კა­ცებს, შე­წყვი­ტონ სრო­ლა ჩვე­ნი ძმე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან - სა­ქარ­თვე­ლო­დან, სი­რი­ი­დან და სხვა.

მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლა რუსს შე­უ­ერ­თდეს ჩვენს რი­გებს და პუ­ტი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი სამ­ფე­რის ნაც­ვლად ახა­ლი რუ­სე­თის თეთრ-ლურჯ-თეთ­რი დრო­შა აღ­მარ­თოს.

მო­ვუ­წო­დებთ მათ, ვინც მზად არის ბრძო­ლის­თვის, მი­ბა­ძოს ჩვენს მა­გა­ლითს და და­ამ­ხოს ეს არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი, თვალ­თმაქ­ცუ­რი და ან­ტი­ხალ­ხუ­რი რე­ჟი­მი!

ჩვენ მი­უ­ღებ­ლად ვთვლით, რომ მთელ მსოფ­ლი­ო­ში და­ი­წყეს ომის და­ნა­შა­უ­ლე­ბის გამო რუ­სე­ბის ცი­ლის­წა­მე­ბა - ეს მათი და­ნა­შა­უ­ლია ვი­საც არც ეროვ­ნე­ბა აქვს და არც სამ­შობ­ლო და უყ­ვარს მხო­ლოდ ფული და ძა­ლა­უფ­ლე­ბა.

მსოფ­ლიო არ არის რუ­სე­თის მტე­რი და რუ­სე­თი არ არის კა­ცობ­რი­ო­ბის მტე­რი და ამას ჩვენ საქ­მით და­ვამ­ტკი­ცებთ.

ჩვენ და­ვი­ცავთ ყვე­ლას, ვინც მიჰ­ყვე­ბა ჩვენს მო­წო­დე­ბას. ყვე­ლა, ვინც ახორ­ცი­ე­ლებს ჩვენს პროგ­რა­მას რე­ჟი­მის შეც­ვლამ­დე, თა­ვი­სუფ­ლდე­ბა უზურ­პა­ტო­რის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან.

ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, ჩვენ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლებთ პუ­ტი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ უკა­ნო­ნოდ მსჯავ­რდე­ბუ­ლებს.

ჩვენ მივ­ცემთ თა­ვი­სუფ­ლე­ბას რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ ყვე­ლა ხალ­ხს და ავა­შე­ნებთ ახალ სა­ზო­გა­დო­ე­ბას - სა­ზო­გა­დო­ე­ბას ოლი­გარ­ქე­ბის გა­რე­შე, კო­რუფ­ცი­ის გა­რე­შე, თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის თვით­ნე­ბო­ბის გა­რე­შე, სი­ღა­რი­ბის გა­რე­სე.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მელ­შიც ყვე­ლა და­ჯილ­დო­ვე­ბუ­ლია თა­ვი­სი საქ­მის მი­ხედ­ვით. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ომე­ბი­სა და ძა­ლა­დო­ბის გა­რე­შე.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მელ­შიც ძა­ლა­უფ­ლე­ბა იქ­ნე­ბა ხალ­ხის სა­კუთ­რე­ბა, სა­დაც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი თა­ვად აირ­ჩე­ვენ ლი­დე­რებს და თა­ვად მო­ა­წყო­ბენ თა­ვი­ან­თი ქა­ლა­ქე­ბი­სა და სოფ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბას.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მელ­შიც მმარ­თვე­ლე­ბი ვერ შეძ­ლე­ბენ ადა­მი­ან­თა სი­ცო­ცხლე გა­წი­რონ სა­კუ­თა­რი სი­დი­ა­დის­თვის, არა­მედ იფიქ­რონ გა­ნათ­ლე­ბა­ზე, მე­დი­ცი­ნა­ზე და მეც­ნი­ე­რულ პროგ­რეს­ზე.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მელ­შიც ყვე­ლა ია­მა­ყებს, რომ რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა და­ბა­დე­ბუ­ლი და მას­ში ცხოვ­რე­ბა მო­უნ­დე­ბა!

გა­უ­მარ­ჯოს თა­ვი­სუ­ფალ რუ­სეთს!

სა­დაც არ უნდა იყოთ - იბ­რძო­ლეთ ჩვენ­თვის, იბ­რძო­ლეთ ჩვენ­თან, იბ­რძო­ლეთ ჩვენ­ზე უკეთ!

გავ­წმინ­დოთ ჩვე­ნი სამ­შობ­ლო სი­ბინ­ძუ­რის­გან! გა­მარ­ჯვე­ბა ჩვე­ნი იქ­ნე­ბა!

დაგ­ვი­კავ­შირ­დით "როს­პარ­ტი­ზა­ნის" "ტე­ლეგ­რა­მის არ­ხის" მეშ­ვე­ო­ბით...“ - წე­რენ ისი­ნი.

ილია პო­ნო­მა­რევ­მა მხა­რი და­უ­ჭი­რა ეროვ­ნუ­ლი რეს­პუბ­ლი­კუ­რი არ­მი­ის მოქ­მე­დე­ბებს. მისი თქმით, ის არ ომობს მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას­თან და არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს ქმე­დე­ბებს სა­მო­ქა­ლა­ქო ობი­ექ­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

პო­ნო­მა­რე­ევ­მა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ასე­ვე შე­იქ­მნა რუ­სე­თის მო­ხა­ლი­სე­თა კორ­პუ­სი და თა­ვი­სუ­ფა­ლი რუ­სე­თის ლე­გი­ო­ნი, რომ­ლე­ბიც ამ ომის ფრონ­ტებ­ზე იბ­რძოდ­ნენ პუ­ტი­ნის დამ­პყრობ­ლებ­თან...

ილია პო­ნო­მა­რევ­მა მო­უ­წო­და ყვე­ლას, ვი­საც სურს პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა, შე­უ­ერ­თდნენ NRA-ს, უზ­რუნ­ველ­ყონ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის ყვე­ლა შე­საძ­ლო მხარ­და­ჭე­რა და და­უ­კავ­შირ­დნენ "როს­პარ­ტი­ზა­ნის" "ტე­ლეგ­რა­მის" არხს

myquiz