ფინეთის პრემიერის სკანდალი - გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ერთობა სანა მარინი წვეულებაზე - ოპოზიცია მოითხოვს, რომ მან ნარკოტესტი ჩააბაროს | Allnews.Ge

ფინეთის პრემიერის სკანდალი - გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ერთობა სანა მარინი წვეულებაზე - ოპოზიცია მოითხოვს, რომ მან ნარკოტესტი ჩააბაროს

ფი­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი სანა მა­რი­ნი კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი გახ­და.კრი­ტი­კის მი­ზე­ზი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ოა, სა­დაც ჩანს, თუ რო­გორ ერ­თო­ბა ის წვე­უ­ლე­ბა­ზე.

download-1660891020.jpg

კად­რებ­ში ჩანს, რო­გორ მღე­რის და ცეკ­ვავს ფი­ნე­თის პირ­ვე­ლი პირი მე­გობ­რებ­თან ერ­თად. გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერს მოჰ­ყვა კრი­ტი­კა ოპო­ზი­ცი­ურ წრე­ებ­ში და ოპო­ზი­ცი­ის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა სანა მა­რინს ნარ­კო­ლო­გი­უ­რი ტეს­ტის გავ­ლა მოს­თხო­ვა.

36 წლის სანა მა­რინ­მა უარ­ყო ნარ­კო­ტი­კე­ბის მი­ღე­ბა. თქვა, რომ ის უბ­რა­ლოდ ერ­თო­ბო­და მე­გობ­რებ­თან ერ­თად და ალ­კოჰოლს სვამ­და. "მე ვცეკ­ვავ­დი, ვმღე­რო­დი, ვერ­თო­ბო­დი, ყო­ვე­ლი­ვე სავ­სე­ბით ლე­გა­ლუ­რი რა­მაა“, - თქვა ვი­დე­ოს კო­მენ­ტი­რე­ბი­სას სანა მა­რინ­მა.

sanamarini-47331-1660890889.jpg

სანა მა­რი­ნის ფოტო ერთ-ერთი მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი­დან

მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი არ მა­ლავს, რომ უყ­ვარს წვე­უ­ლე­ბებ­ზე სი­ა­რუ­ლი. ცხოვ­რე­ბის წე­სის გამო ის არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი. მა­რი­ნი ხში­რად სტუმ­რობს ღა­მის კლუ­ბებ­სა და მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვა­ლებს.

გა­სულ წელს მას ბო­დი­შის მოხ­და მო­უ­წია კლუბ­ში წას­ვლის გამო მას შემ­დეგ რაც კო­ვი­დით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის ახლო კონ­ტაქ­ტი აღ­მოჩ­ნდა.

myquiz