აფეთქებები ბელბეკსა და ქერჩთან - რა ხდება რუსეთსა და ოკუპირებულ ყირიმში? | Allnews.Ge

აფეთქებები ბელბეკსა და ქერჩთან - რა ხდება რუსეთსა და ოკუპირებულ ყირიმში?

09:51 / 19-08-2022 ხან­ძრე­ბი­სა და აფეთ­ქე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა რუ­სეთ­სა და რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე გან­თავ­სე­ბულ რუ­სულ სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტებ­ზე მა­ტუ­ლობს. რუ­სეთ­ში, ბელ­გო­რო­დის პრო­ვინ­ცი­ა­ში, უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­თან მდე­ბა­რე ორ სო­ფელ­ში მა­სა­ლის სა­ცავ­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის შემ­დეგ, მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და.

"სა­ზღვრი­დან 50 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე სო­ფელ ტი­მო­ნო­ვის მახ­ლობ­ლად საბ­რძო­ლო მა­სა­ლის სა­ცავს ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა", - გა­ნა­ცხა­და რე­გი­ო­ნის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა ვი­ა­ჩეს­ლავ გლად­კოვ­მა და დას­ძი­ნა, რომ ხან­ძარს მსხვერ­პლი არ მოჰ­ყო­ლია.გარ­და ამი­სა, სულ მცი­რე, ოთხი აფეთ­ქე­ბა მოხ­და ბელ­ბე­კის მთა­ვარ სა­ა­ვი­ა­ციო ბა­ზას­თან, სე­ვას­ტო­პო­ლის ჩრდი­ლო­ე­თით, ოკპი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე. სე­ვას­ტო­პო­ლის პრო­რუს­მა გუ­ბერ­ნა­ტორ­მა მი­ხა­ილ რაზ­ვოჟა­ევ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ აფეთ­ქე­ბე­ბის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა და ზი­ა­ნი არა­ვის მი­უ­ღია.

აფეთ­ქე­ბე­ბის ხმა ის­მო­და ქერ­ჩის მახ­ლობ­ლა­დაც, მთა­ვარ ხიდ­თან, რო­მე­ლიც სტრა­ტე­გი­უ­ლად სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მარ­შრუ­ტია რუ­სე­თის­თვის.. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია წერს, რომ უკ­რა­ი­ნელ­თა დრო­ნი ჩა­მო­აგ­დეს.

ტი­მო­ნო­ვო­ში ხან­ძრის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ ირო­ნი­უ­ლი "ტვი­ტი" გა­მო­აქ­ვეყ­ნა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, სა­დაც მოკ­ლე შე­ტყო­ბი­ნე­ბა იყო - "მო­წე­ვა კლავს!“ უკ­რა­ი­ნე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი მა­ნამ­დე ხუმ­რობ­დნენ, რომ ოკუ­პი­რე­ბულ ყი­რიმ­ში სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტებ­ზე აფეთ­ქე­ბე­ბი და ხან­ძრე­ბი მწე­ველ­თა უყუ­რა­დღე­ბო­ბით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი.

სამ­ხრე­თის ოპე­რა­ტი­უ­ლი სარ­დლო­ბის გან­ცხა­დე­ბა

უკ­რა­ი­ნელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა ქვეყ­ნის სამ­ხრეთ ნა­წილ­ში 73 ოკუ­პან­ტი და მტრის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა გა­ა­ნად­გუ­რეს,- ინ­ფორ­მა­ცი­ას ოპე­რა­ტი­უ­ლი სარ­დლო­ბა "სამ­ხრე­თი“ ავ­რცე­ლებს. :ჩვენ­მა სა­რა­კე­ტო და სა­არ­ტი­ლე­რიო და­ნა­ყო­ფებ­მა შე­ას­რუ­ლეს 200-ზე მეტი სა­ცე­ცხლე ამო­ცა­ნა, მათ შო­რის ჩა­შა­ლეს მტრის გეგ­მე­ბი კა­ხოვ­კას ხი­დის შე­კე­თე­ბა­სა და გა­მო­ყე­ნე­ბა­სან და­კავ­ში­რე­ბით", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მა­თი­ვე ცნო­ბით, გა­სუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უკ­რა­ი­ნელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა გა­ა­ნად­გუ­რეს : 73 ოკუ­პან­ტი, 2 ტან­კი, ოთხი გამ­შვე­ბი მო­წყო­ბი­ლო­ბა და ერთი სა­რა­და­რო სად­გუ­რი S-300 სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მის­თვის, 5 ერ­თე­უ­ლი ჯავ­შან­ტექ­ნი­კა და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ტექ­ნი­კა, საბ­რძო­ლო მა­სა­ლის ერთი სა­ცა­ვი.

რუ­სე­ბი ყი­რიმს ტო­ვე­ბენ

ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე გა­სულ სამ­შა­ბათს მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბე­ბის შემ­დეგ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და კად­რე­ბი თუ რო­გორ ტო­ვებ­დნენ რუ­სე­ბი ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­შა­ბათს რე­კორ­დუ­ლად ბევ­რმა, 38 000-მა მან­ქა­ნამ და­ტო­ვა ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლი.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის გან­ცხა­დე­ბით, პა­ნი­კა­ში ჩა­ვარ­დნილ­მა რუ­სებ­მა გა­აც­ნო­ბი­ე­რეს, რომ ყი­რი­მი არ არის მათი ად­გი­ლი. ზე­ლენ­სკიმ ასე­ვე მი­ა­ნიშ­ნა, რომ ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე უფრო მეტი თავ­დას­ხმა იყო მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

ცნო­ბის­თვის, რუ­სეთ­ში ყი­რიმ­ში მომ­ხდარ აფეთ­ქე­ბებს "ად­გი­ლობ­რივ დი­ვერ­სი­ას" უწო­დე­ბენ. მოს­კო­ვის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის, სერ­გეი აქ­სი­ო­ნო­ვის გან­ცხა­დე­ბით, ოთხშა­ბათს ექ­ვსი სა­ვა­რა­უ­დო ის­ლა­მის­ტი და­ა­კა­ვეს. გა­ურ­კვე­ვე­ლია ჰქონ­დათ თუ არა მათ კავ­ში­რი თავ­დას­ხმებ­თან.

myquiz