ვინ არის მწერალი სალმან რუშდი, რომელიც ნიუ იორკში ლექციის წაკითხვისას დაჭრეს და რის შესახებაა წიგნი, რომლის გამოც წლების წინ ირანმა ავტორის მოკვლის ბრძანება გასცა | Allnews.Ge

ვინ არის მწერალი სალმან რუშდი, რომელიც ნიუ იორკში ლექციის წაკითხვისას დაჭრეს და რის შესახებაა წიგნი, რომლის გამოც წლების წინ ირანმა ავტორის მოკვლის ბრძანება გასცა

12 აგ­ვის­ტოს ნიუ იორკში, მწე­რა­ლი სალ­მან რუშ­დი იმ დროს დაჭ­რეს, როცა ჩა­უ­ტა­უ­კის ინ­სტი­ტუ­ტში ლექ­ცი­ის წა­კი­თხვის და­წყე­ბას აპი­რებ­და. მას კის­რის არე­ში რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნეს. რუშ­დი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ის გა­დარ­ჩა, თუმ­ცა რო­გორც ცნო­ბი­ლია, მი­ღე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი საკ­მა­ოდ მძი­მეა და მწე­რალს ხან­გრძლი­ვი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია დას­ჭირ­დე­ბა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა თავ­დამ­სხმე­ლი მა­ლე­ვე და­ა­კა­ვეს. საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით დე­ტა­ლე­ბი და თავ­დას­ხმის ზუს­ტი მო­ტი­ვი ჯერ­ჯე­რო­ბით მე­დი­ის­თვის ცნო­ბი­ლი არ არის, თუმ­ცა ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ეს 1988 წელს გა­მო­ცე­მულ წიგნს უკავ­შირ­დე­ბა.

წიგ­ნი, რომ­ლის გა­მოც ირან­მა რუშ­დის მოკ­ვლის­თვის ჯილ­დო და­ა­წე­სა75 წლის სალ­მან რუშ­დის, რო­გორც მწერ­ლის კა­რი­ე­რა 5 ათე­ულ წელ­ზე მეტს ით­ვლის და ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი შე­მოქ­მე­დე­ბის ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა სიკ­ვდი­ლის საფრ­თხის ქვეშ.

რუშ­დიმ თავ­და­პირ­ვე­ლი აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა ნა­წარ­მო­ე­ბით "შუ­ა­ღა­მის შვი­ლე­ბი." ავ­ტორს ამ წიგნ­მა 1981 წელს "ბუ­კე­რის პრე­მია" მო­უ­ტა­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა წიგნს, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­ში მღელ­ვა­რე­ბა გა­მო­იწ­ვია, არის მისი მე­ო­თხე რო­მა­ნი "სა­ტა­ნუ­რი ლექ­სე­ბი", რო­მე­ლიც 1988 წელს გა­მოქ­ვეყ­ნდა. წიგ­ნი მწერ­ლის ყვე­ლა­ზე სა­კა­მა­თო ნა­წარ­მო­ე­ბი გახ­და და მას სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბით უპ­რე­ცე­დენ­ტო ქა­ო­სი მოჰ­ყვა.

წიგ­ნის ში­ნა­არ­სი, ისე­ვე, რო­გორც გა­მო­ცე­მის გა­ფორ­მე­ბა და მისი ყდა ბევ­რი მუს­ლი­მის­თვის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. ისი­ნი აცხა­დებ­დნენ, რომ წიგ­ნი შე­უ­რა­ცხყოფ­და მათ რწმე­ნას.1989 წელს ირა­ნის მა­შინ­დელ­მა სუ­ლი­ერ­მა ლი­დერ­მა, აია­თო­ლა ჰა­მე­ნე­იმ გა­მოს­ცა ფატ­ვა, სხვა სი­ტყვე­ბით რომ ვთქვათ, მწერ­ლის სიკ­ვდი­ლით დას­ჯის გან­კარ­გუ­ლე­ბა. მისი მოკ­ვლის­თვის და­წეს­და ფუ­ლა­დი ჯილ­დო 3 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი.

rushdi2-54498-1660719336.jpg

და მხო­ლოდ ეს არ იყო - იმის გამო, რომ ბრი­ტა­ნეთ­მა რუშ­დი და­იც­ვა და მის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ბრი­ტა­ნუ­ლი პო­ლი­ცია ზრუ­ნავ­და, ასე­ვე იმის გამო, რომ ქვე­ყა­ნამ დაგ­მო ირა­ნის უმაღ­ლე­სი ლი­დე­რის გან­კარ­გუ­ლე­ბა, ირან­მა ბრი­ტა­ნეთ­თან პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად, ურ­თი­ერ­თო­ბა გა­წყვი­ტა.

და­სავ­ლეთ­ში მწერ­ლებ­მა და ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლებ­მა დაგ­მეს ირა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძა­ლა­დობ­რი­ვი რე­აქ­ცია და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის საფრ­თხე­ზე ალა­პა­რაკ­დნენ.

ქა­ო­სი და ქუ­ჩის აქ­ცი­ე­ბი მუ­სულ­მა­ნურ ქვეყ­ნებ­შისი­უ­რე­ა­ლის­ტურ­მა, პოსტმო­დერ­ნის­ტულ­მა რო­მან­მა აღ­შფო­თე­ბა გა­მოწ­ვია ზო­გი­ერთ მუს­ლიმ­ში. ისი­ნი რო­მა­ნის ში­ნა­არსს მკრე­ხე­ლო­ბად მი­იჩ­ნევ­დნენ.

ინ­დო­ე­თი იყო პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­მაც წიგ­ნი აკ­რძა­ლა, მას მოჰ­ყვა პა­კის­ტა­ნი და სხვა მუ­სულ­მა­ნუ­რი ქვეყ­ნე­ბი, ასე­ვე სამ­ხრეთ აფ­რი­კა. პრო­ტეს­ტი ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში ქუ­ჩის აქ­ცი­ებ­ში გა­და­ი­ზარ­და. სხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი აპ­რო­ტეს­ტებ­და იმას, რომ წიგ­ნის ორ გმირს, მე­ძავ ქა­ლებს, წი­ნას­წარ­მე­ტყველ მუ­ჰა­მე­დის სა­ხე­ლე­ბი ერ­ქვათ.

rushdi3-54512-1660719359.jpg

1989 წელი - მუს­ლი­მე­ბის აქ­ცია პა­რიზ­ში, რო­მე­ლიც რუშ­დის წი­ნა­აღ­მდეგ იყო მი­მარ­თუ­ლი

1989 წლის იან­ვარ­ში დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ბრე­დფორდში წიგ­ნის ასლი მუს­ლი­მებ­მა რი­ტუ­ა­ლუ­რად დაწ­ვეს. თა­ვის მხრივ, რუშ­დი უარ­ყოფ­და ბრალ­დე­ბებს და ამ­ბობ­და, რომ მისი წიგ­ნი არ ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ღვთის გმო­ბას. რუშ­დის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო გა­მოს­ვლებს მის მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ მუმ­ბა­ი­ში არე­უ­ლო­ბა მოჰ­ყვა, რა დრო­საც 12 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, თე­ი­რან­ში ბრი­ტა­ნე­თის სა­ელ­ჩოს ქვე­ბი ეს­რო­ლეს და ავ­ტო­რის დაც­ვის გამო სა­ელ­ჩოს 3 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის გა­დახ­და და­ა­კის­რეს.

რუშ­დი იმ დრო­ის­თვის ცოლ­თან ერ­თად იმა­ლე­ბო­და და მას პო­ლი­ცია იცავ­და. მწე­რალ­მა გა­მო­ხა­ტა ღრმა სი­ნა­ნუ­ლი იმ "სტრე­სის გამო, რაც მუს­ლი­მებს მი­ა­ყე­ნა," მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, აია­თო­ლა კვლავ მო­უ­წო­დე­ბა ხალ­ხს მწერ­ლის მოკ­ვლის­კენ.

ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­მა რუშ­დის მოკ­ვლის მო­წო­დე­ბე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, ირა­ნი­დან დრო­ე­ბით თა­ვი­ან­თი ელ­ჩე­ბი გა­იწ­ვი­ეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ აქ­ცი­ე­ბის და ქა­ო­სის პა­რა­ლე­ლუ­რად, წიგ­ნი ბესთსე­ლე­რი გახ­და და სულ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი ინ­ტე­რეს­დე­ბო­და მი­სით. განაგრძეთ კითხვა

myquiz