ლიკვიდირებულია რუსეთის საოკუპაციო ძალების კიდევ ერთი ოფიცერი- რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის შეიარაღებული ძალები? | Allnews.Ge

ლიკვიდირებულია რუსეთის საოკუპაციო ძალების კიდევ ერთი ოფიცერი- რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის შეიარაღებული ძალები?

უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების კიდევ ერთი ოფიცერი, მაიორი რუსლან კონონოიჩია ლიკვიდირებული, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერი, ანატოლი შტეფანი „ტელეგრამში“ წერს.

„მაიორმა რუსლან კონონოვიჩმა "კეთილი ნების ნაბიჯი" გადადგა - ის ოფიციალურად დენაციფიცირებული და დემილიტარიზებულია", - წერს უკრაინელი ოფიცერი.

ცნობისათვის, უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში რუსეთის 43 500-ზე მეტი ჯარისკაცია ლიკვიდირებული.

myquiz