რა ვითარებაა უკრაინის ყველაზე ცხელ წერტილებში - გენშტაბის უახლესი ინფორმაცია | Allnews.Ge

რა ვითარებაა უკრაინის ყველაზე ცხელ წერტილებში - გენშტაბის უახლესი ინფორმაცია

მტე­რი დო­ნეც­კი-პეს­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­ტე­ვის გა­ნახ­ლე­ბას ცდი­ლობს, ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ბახ­მუ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით ოკუ­პან­ტებ­მა არ­ტი­ლე­რი­ი­თა და ტან­კე­ბით და­ბომ­ბეს კონ­სტან­ტი­ნოვ­კას, ბახ­მუ­ტის, ივა­ნო-და­რი­ევ­კას, პოკ­როვ­სკო­ეს, ზა­ი­ცე­ვო­ეს, კო­დე­მას, კურ­დი­უ­მოვ­კას, სო­ლე­და­რის, ია­კოვ­ლევ­კა­სა და ვერ­ში­ნას და­სახ­ლე­ბე­ბის ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და სპორ­ნო­ეს, სო­ლე­და­რის, ბახ­მუ­ტის, ზა­ი­ცე­ვო­ი­სა და ვერ­ში­ნას მახ­ლობ­ლად.

"მტე­რი ცდი­ლობ­და თავ­დას­ხმის ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბას ნო­ვო­ლუ­განსკოე-სპორ­ნო­ეს, ვლა­დი­მი­როვ­კა - ია­კოვ­ლევ­კას, სტრი­ა­პოვ­კა - სო­ლე­და­რის რა­ი­ო­ნებ­ში, თუმ­ცა უშე­დე­გოდ და უკან და­ი­ხი­ეს", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გენშტაბ­ში აცხა­დე­ბენ, რომ ავ­დი­ივ­კას მი­მარ­თუ­ლე­ბით, და­ბომბვა და­ფიქ­სირ­და მა­რინ­კას, ავ­დი­ივ­კას, პეს­კო­ვის, პერ­ვო­მა­ის­კის, ნე­ველსკო­ეს, პეტ­როვ­სკის, ნე­ტა­ი­ლო­ვი­სა და კრას­ნო­გო­როვ­კის მახ­ლობ­ლად.

"მტე­რი ცდი­ლობს გა­ნა­ახ­ლოს შე­ტე­ვა დო­ნეც­კი-პეს­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა. მტე­რი უტევ­და მი­ნე­რალ­ნოე - ავ­დი­ივ­კას და სპარ­ტაკ - ავ­დი­ივ­კას მი­მარ­თუ­ლე­ბებს. მან წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წია, და­ნა­კარ­გე­ბი გა­ნი­ცა­და და უკან და­ი­ხია", - აცხა­დე­ბენ უკ­რა­ი­ნის გენშტაბ­ში.

ამას­თან, ნო­ვო­პავ­ლოვ­სკის და ზა­პო­რო­ჟი­ეს მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით ოკუ­პან­ტებ­მა ტან­კე­ბი­დან, ქვე­მე­ხე­ბი­დან და სა­რა­კე­ტო არ­ტი­ლე­რი­ი­დან ცე­ცხლი გა­უხ­სნეს კოს­ტი­ან­ტი­ნო­პოლ­სკეს, ნო­ვო­მი­ხა­ი­ლოვ­კას, მა­ლა­ია ტოკ­მა­ჩკას, ვე­ლი­კო­მი­ხა­ი­ლოვ­კას, პავ­ლოვ­კას და სხვა და­სახ­ლე­ბებს. სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და პავ­ლოვ­კას, უგ­ლე­დარ­სა და ნო­ვო­სელ­კას მახ­ლობ­ლად.