ბაიდენმა შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა | Allnews.Ge

ბაიდენმა შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, ჯო ბა­ი­დენ­მა ხელი მო­ა­წე­რა დო­კუ­მენტს შვე­დე­თი­სა და ფი­ნე­თის ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ.

"პუ­ტი­ნი ფიქ­რობ­და, რომ მას შე­ეძ­ლო ჩვე­ნი და­ყო­ფა, მაგ­რამ ჩვე­ნი ალი­ან­სი ისე ერ­თი­ა­ნია, რო­გორც არას­დროს და მას შემ­დეგ, რაც ფი­ნე­თი და შვე­დე­თი შე­უ­ერ­თდე­ბი­ან მას, ისე ძლი­ე­რე­ბი ვიქ­ნე­ბით, რო­გორც არას­დროს“, - აღ­ნიშ­ნა ბა­ი­დენ­მა დო­კუ­მენ­ტებ­ზე ხელ­მო­წე­რის წინ.

მისი თქმით, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ შვე­დე­თი და ფი­ნე­თი ნატო-ს ყვე­ლა ვალ­დე­ბუ­ლე­ბას შე­ას­რუ­ლე­ბენ.

"ისი­ნი და­აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ ნატო-ს ყვე­ლა მო­თხოვ­ნას, ჩვენ ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ“, - გა­ნა­ცხა­და ბა­ი­დენ­მა.

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა მო­კავ­ში­რე­ებს შვე­დე­თი­სა და ფი­ნე­თის ალი­ან­სი გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პრო­ცე­სის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბის დაჩ­ქა­რე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

"მო­ვუ­წო­დებ დარ­ჩე­ნილ მო­კავ­ში­რე­ებს, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად და­ას­რუ­ლონ რა­ტი­ფი­კა­ცი­ის პრო­ცე­სი“, - აღ­ნიშ­ნა ბა­ი­დენ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, მა­ის­ში, უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის ომის ფონ­ზე, ფი­ნეთ­მა და შვე­დეთ­მა ნა­ტო­ში გა­ნა­ცხა­დის შე­ტა­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პრო­ცე­სი და­ი­წყეს.