ისრაელი 25 ათასი რეზერვისტის მობილიზაციას აცხადებს - "არავის არ მივცემთ უფლებას, რომ ზიანი მიაყენოს ჩვენს მოქალაქეებს" | Allnews.Ge

ისრაელი 25 ათასი რეზერვისტის მობილიზაციას აცხადებს - "არავის არ მივცემთ უფლებას, რომ ზიანი მიაყენოს ჩვენს მოქალაქეებს"

ის­რა­ე­ლი 25 ათა­სი რე­ზერ­ვის­ტის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ას აცხა­დებს. შე­სა­ბა­მი­სი ბრძა­ნე­ბა ქვეყ­ნის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ბენი გან­ცმა და­ამ­ტკი­ცა. რე­ზერ­ვის­ტე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცია ღა­ზას სექ­ტორ­ში გამ­წვა­ვე­ბულ ვი­თა­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ The Jerusalem Post ავ­რცე­ლებს.

"ჩვენ არა­ვის არ მივ­ცემთ უფ­ლე­ბას და­ე­მუქ­როს ან ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე­ებს. ვინც ამას შე­ეც­დე­ბა - და­ზა­რალ­დე­ბა. ჩვენ არ ვეს­წრაფ­ვით კონ­ფლიქტს, მაგ­რამ ყოყ­მა­ნის გა­რე­შე და­ვი­ცავთ ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს თუ სა­ჭი­რო გახ­დე­ბა",- გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა.

გან­ცის თქმით, თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი ემ­ზა­დე­ბი­ან ყვე­ლა სცე­ნა­რის­თვის, ყვე­ლა ფრონტზე, მათ შო­რის ქვეყ­ნის ჩრდი­ლო­ე­თით და ცენ­ტრში.

myquiz