"რაც ახლა ყარაბაღში ხდება, ამაში სომხეთის "მოკავშირე რუსეთია" დამნაშავე, რომელიც ყოველთვის სათავისოდ იყენებდა ამ კონფლიქტს" - მესამე ომის საშიშროება ყარაბაღში | Allnews.Ge

"რაც ახლა ყარაბაღში ხდება, ამაში სომხეთის "მოკავშირე რუსეთია" დამნაშავე, რომელიც ყოველთვის სათავისოდ იყენებდა ამ კონფლიქტს" - მესამე ომის საშიშროება ყარაბაღში

"და­ი­წყე­ბა თუ არა ყა­რა­ბა­ღის მე­სა­მე ომი" - ეს კი­თხვა ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში ისევ აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და. მცი­რე პა­უ­ზის შემ­დეგ, 3 აგ­ვის­ტოს, სომ­ხე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სამ­ხედ­რო და­ნა­ყო­ფე­ბის სა­ერ­თო ზოლ­ში, კი­დევ ერთი შე­ტა­კე­ბა მოხ­და, რა­საც ორი­ვე მხა­რეს მსხვერ­პლი მოჰ­ყვა, არი­ან დაჭ­რი­ლე­ბი. რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, სი­ტუ­ა­ცი­ის ეს­კა­ლა­ცი­ა­ში მხა­რე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. სომ­ხუ­რი მხა­რის გან­ცხა­დე­ბით, ბა­ქომ თავ­დას­ხმის­თვის უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა.

ყა­რა­ბაღ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს ეხ­მა­უ­რე­ბა რუ­სუ­ლი მხა­რე. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, უკა­ნას­კნელ დღე­ებ­ში აზერ­ბა­ი­ჯან­მა ყა­რა­ბაღ­ში, რუსი სამ­შვი­დო­ბო­ე­ბის გან­ლა­გე­ბის ზო­ნა­ში, ცე­ცხლის შე­წყვე­ტის რე­ჟი­მი და­არ­ღვია.

რუსი სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტის ალექ­სან­დრე ხრამ­ჩი­ხი­ნის თქმით, "აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მხრი­დან ცე­ცხლის შე­წყვე­ტის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა, რუ­სე­თის­თვის ამ მძი­მე ვი­თა­რე­ბა­ში, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნა­ში სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, სხვა არა­ფე­რია, თუ არა, მის­თვის ზურ­გში და­ნის ჩა­ცე­მა..." - ამ­ბობს ის kavkaz-uzel.eu-სთან სა­უ­ბარ­ში.

კი­დევ ერთი რუსი სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტი ალექ­სან­დრ პე­რენ­ჟი­ე­ვი, ყა­რა­ბა­ღის თე­მის მი­მო­ხილ­ვი­სას ამ­ბობს, რომ "კონ­ფლიქ­ტი ჩიხ­ში შე­ვი­და და სა­ჭი­როა მისი მო­დერ­ნი­ზე­ბა".

მი­სი­ვე თქმით, რად­გან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი არ მიმ­დი­ნა­რე­ობს, ასე სი­ტუ­ა­ცია ვერ და­რე­გუ­ლირ­დე­ბა... "რო­დე­საც ძვე­ლი მე­თო­დე­ბი და მე­ქა­ნიზ­მე­ბი არ მუ­შა­ო­ბას, მათი მო­დერ­ნი­ზე­ბაა სა­ჭი­რო. სო­მე­ხი მო­სახ­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბე­ბი უნდა და­ვიც­ვათ. მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი უნდა გა­ნახ­ლდეს და მას­ში ქვეყ­ნის ლი­დე­რე­ბი უნდა მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, რო­გორც სომ­ხე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის, ასე­ვე რუ­სე­თის. დი­ა­ლო­გი აუ­ცი­ლე­ბე­ლია". - ამ­ბობს პე­რენ­ჟი­ე­ვი.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტი, პო­ლი­ტო­ლო­გი სტე­ფან გრი­გო­რი­ა­ნი suspilne.media-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ ლა­ჩი­ნის დე­რე­ფა­ნი, რომ­ლის გარ­შე­მოც ახლა ისევ და­პი­რის­პი­რე­ბაა, სომ­ხე­თის­თვის ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

"ასე იყო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის სა­კი­თხი ყო­ველ­თვის იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რო­გორც ეს ვი­ღა­ცებს სურ­დათ. 2020 წლის 9 ნო­ემ­ბერს ხელი მო­ე­წე­რა სამმხრივ შე­თან­ხმე­ბას რუ­სეთ-სომ­ხე­თი-აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის. არ­სე­ბობს ექ­ვსი პუნ­ქტი, სა­დაც აზერ­ბა­ი­ჯა­ნი იღებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას უწყვეტ კავ­შირ­ზე, ლა­ჩი­ნის დე­რე­ფა­ნი რუსი სამ­შვი­დო­ბო­ე­ბის ქვე­შაა... ანუ კი­თხვე­ბი ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბობს, არა?.. პა­სუ­ხე­ბი კი, დიდი ხა­ნია არ ჩანს" - ამ­ბობს ექ­სპერ­ტი.

თა­ვის მხრივ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი მუდ­მი­ვად აკე­თებ­და გან­ცხა­დე­ბას იმის თა­ო­ბა­ზე, რომ სამმხრი­ვი შე­თან­ხმე­ბა, რო­მე­ლიც 2020 წლის ყა­რა­ბა­ღის ომის დამ­თავ­რე­ბას და­ე­დო სა­ფუძ­ვლად, არ სრულ­დე­ბა, ვი­ნა­ი­დან აზერ­ბა­ი­ჯა­ნის იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­მელ­საც დრო­ე­ბით რუსი სამ­შვი­დო­ბო­ე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ, სომ­ხუ­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი მუდ­მი­ვად ფიქ­სირ­დე­ბი­ან, თუმ­ცა, ამას სომ­ხუ­რი და რუ­სუ­ლი მხა­რე­ე­ბი უარ­ყო­ფენ...

აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტი აზად ისა­ზა­დე კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს რუ­სუ­ლი და სომ­ხუ­რი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ცნო­ბებს იმის შე­სა­ხებ, რომ ყა­რა­ბა­ღის ომში თურ­ქე­თიც მო­ნა­წი­ლე­ობს. "ჩვენ თურ­ქე­თი მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კურ მხარ­და­ჭე­რას გვი­ცხა­დებს, და­ნარ­ჩენს აზერ­ბა­ი­ჯა­ნი თა­ვად აკე­თებს. თუმ­ცა, ამ შემ­თხვე­ვა­ში, ყვე­ლა­ფე­რი სომ­ხუ­რი მხა­რის კი­სერ­ზეა. აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი დაგ­ვე­ხო­ცა, დაგ­ვეჭ­რა, ნაღ­მზე აგ­ვი­ფეთ­ქდა და მა­ინც ჩვენ­კენ იშ­ვე­რენ თითს. სო­მე­ხი ჯა­რის­კა­ცებს იქ ყოფ­ნის უფ­ლე­ბა არ აქვთ" - ამ­ბობს ისა­ზა­დე.

სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი გორ არ­მა­თუ­ნი ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ფერ­ში, რაც ახლა მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში ხდე­ბა, სომ­ხე­თის "მო­კავ­ში­რე რუ­სე­თია" დამ­ნა­შა­ვე, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის სა­თა­ვი­სოდ იყე­ნებ­და ამ კონ­ფლიქტს და ახ­ლაც ასე იქ­ცე­ვა.

"რუ­სე­თის მოყ­ვა­რუ­ლებს მივ­მარ­თავ, კმა­ყო­ფი­ლი ხართ მისი მხარ­და­ჭე­რით? ამ­დე­ნი წელი მარ­თავ­და ამ ომს, სა­თა­ვი­სოდ, ჩვენ­ზე გავ­ლე­ნის­თვის. 2020-ში ხმაც კი არ ამო­უ­ღია ჩვენს და­სა­ცა­ვად, რო­დე­საც თურ­ქე­თის პი­რის­პირ დავ­რჩით, შემ­დეგ, და­მა­ტე­ბი­თი ძა­ლე­ბი შე­მო­ი­ტა­ნა, რო­მელ­საც მო­სახ­ლე­ო­ბა უნდა და­ეც­ვა. თუმ­ცა ხალ­ხს მა­ინც ში­შის ქვეშ უწევს ცხოვ­რე­ბა... ე.წ. სამ­შვი­დო­ბო ფორ­მა­ტის სტა­ტუ­სით სამ­ხედ­რო­ე­ბის შე­მოყ­ვა­ნაც გავ­ლე­ნე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და და არა ჩვე­ნი ხალ­ხის დაც­ვას... შემ­დეგ მადა გა­ე­ზარ­და და უკ­რა­ი­ნას და­ეს­ხა თავს, ახლა კრი­ზი­სებ­შია გა­ჭე­დი­ლი და იხ­ტი­ბარს არ იტეხს, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის და­კარ­გვა არ უნდა. სა­კუ­თარ სის­ხლში იხ­რჩო­ბი­ან და ჩვენს, გარ­შე­მო ყვე­ლას ეპო­ტი­ნე­ბი­ან, რომ რო­გორ­მე არ­სე­ბო­ბა გა­იგ­რძე­ლონ. სი­ნამ­დვი­ლე­ში არც არას­დროს ყო­ფი­ლან ჩვე­ნი მო­კავ­ში­რე­ე­ბი, მხო­ლოდ უკა­ნა ეზოდ სჭირ­დე­ბო­და სომ­ხე­თი. ახ­ლაც იგი­ვე უნდა" - წერს ის.

myquiz