პელოსის ვიზიტი და ჩინეთის მუქარა: როგორ შეიძლება გამწვავდეს აშშ-ჩინეთის ურთიერთობები | Allnews.Ge

პელოსის ვიზიტი და ჩინეთის მუქარა: როგორ შეიძლება გამწვავდეს აშშ-ჩინეთის ურთიერთობები

დღეს აშშ-ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტის სპი­კე­რი ნენ­სი პე­ლო­სი ტა­ი­ვა­ნის პრე­ზი­დენტს შეხ­ვდა. ჩი­ნე­თის მუ­ქა­რის მი­უ­ხე­და­ვად, სპი­კე­რი მე­ო­რე დღეა ტა­ი­ვან­შია. ეს არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა ბოლო 25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­დე­საც ასე­თი მა­ღა­ლი რან­გის პო­ლი­ტი­კო­სი კუნ­ძუ­ლო­ვან სა­ხელ­მწი­ფოს სტუმ­რობს. პე­ლო­სის ვი­ზიტ­მა ტა­ი­ვან­ში დიდი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა გა­მო­იწ­ვია.

"აშშ-ს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტის სპი­კე­რის ვი­ზი­ტის პა­სუ­ხად ჩი­ნე­თი აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­ღებს ყვე­ლა სა­ჭი­რო ზო­მას, რათა მტკი­ცედ და­იც­ვას თა­ვი­სი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა. ყვე­ლა შე­დე­გი უნდა აი­ტა­ნონ აშშ-მ და ტა­ი­ვა­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის სე­პა­რა­ტის­ტულ­მა ძა­ლებ­მა“, - ეს ჩი­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პო­ზი­ცი­აა. პა­რა­ლე­ლუ­რად, ჩი­ნე­თი საბ­რძო­ლო წვრთნებს იწყებს და ახლა ამ ფორ­მით ცდი­ლობს ძა­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბას.

nensipelosi2-71665-1659593361.jpg

ნენ­სი პე­ლო­სი კი ამ­ბობს, რომ ამე­რი­კა ტა­ი­ვანს არ მი­ა­ტო­ვებს.

"ჩვენ ერ­თგუ­ლე­ბი ვართ გლო­ბა­ლუ­რი მშვი­დო­ბი­სა და ტა­ი­ვან­თან შემ­დგო­მი ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად. ტა­ი­ვა­ნის ის­ტო­რია არის შთა­გო­ნე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში და მთელს მსოფ­ლი­ო­ში. თქვენ შექ­მე­ნით აყ­ვა­ვე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტია, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე თა­ვი­სუ­ფა­ლი მთელ მსოფ­ლი­ო­ში, რო­მელ­საც ამა­ყად ხელ­მძღვა­ნე­ლობს ქალი პრე­ზი­დენ­ტი. ტა­ი­ვა­ნი კონ­ტრას­ტია ჩი­ნეთ­სა და ჰონგ-კონ­გის პო­ლი­ტი­კურ სის­ტე­მას­თან. მისი, რო­გორც დე­მოკ­რა­ტი­ის ემბლე­მის და­ნახ­ვა და გა­სა­ჯა­რო­ვე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია“, - ამ­ბობს ნენ­სი პე­ლო­სი.

რას ცდი­ლო­ბა აშშ ტა­ი­ვან­ში ნენ­სი პე­ლო­სის ვი­ზი­ტით და მო­სა­ლოდ­ნე­ლია თუ არა აშშ-ჩი­ნეთს შო­რის სი­ტუ­ა­ცი­ის უკი­დუ­რე­სად და­ძაბ­ვა, ამ აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მის ირ­გვლივ ambebi.ge-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, GIPA-ს პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე ესა­უბ­რე­ბა:

"ტა­ი­ვა­ნი არ არის ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო, თა­ვად ის ამ­ბობს, რომ არის ჩი­ნე­თის ლე­გი­ტი­მუ­რი მთავ­რო­ბა. ზო­გა­დად, ჩი­ნე­თი, რო­გორც მოვ­ლე­ნა, პი­რი­ქით, ეკუთ­ვნის ტა­ი­ვანს. ნამ­დვი­ლი ჩი­ნე­თი არის ტა­ი­ვა­ნი, ხოლო ახ­ლან­დე­ლი ჩი­ნე­თი, ანუ პე­კი­ნი არის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი, სა­დაც კო­მუ­ნის­ტე­ბის სა­ხით უზურ­პა­ტო­რუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ზის. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მისი პო­ლი­ტი­კა აქამ­დე ასე­თი იყო და შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ 1949 წლის შემ­დეგ, ეს პო­ლი­ტი­კა არ შეც­ვლი­ლა. ჩი­ნე­თის კო­მუ­ნის­ტურ­მა მთავ­რო­ბამ სცა­და ტა­ი­ვა­ნის ირ­გვლივ ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­კა­ვე­ბა, მაგ­რამ ჩა­ვარ­და მისი მცდე­ლო­ბა. ზო­გა­დად, ტა­ი­ვა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ავ­ტოკ­რა­ტუ­ლი, მას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ჩან კა­ი­ში და ის წარ­მო­ად­გენ­და გო­მინ­და­ნის პარ­ტი­ის ლი­დერს. ეს გო­მინ­და­ნი ნამ­დვი­ლად მარ­თავ­და მთელ ჩი­ნეთს, ანუ იმა­ში არ ტყუ­იან ტა­ი­ვა­ნე­ლე­ბი, რომ ჩი­ნე­თი ოდეს­ღაც ტა­ი­ვანს ეკუთ­ვნო­და, მაგ­რამ რო­დე­საც შიდა არე­უ­ლო­ბა და­ი­წყო და კო­მუ­ნის­ტე­ბი მო­ვიდ­ნენ, გო­მინ­და­ნი გა­იქ­ცა ტა­ი­ვან­ზე. იმი­ტო­მაა მათი ეს ლო­გი­კა სწო­რი, რო­დე­საც ამ­ბო­ბენ, რომ რე­ა­ლუ­რად ჩვენ ვი­ყა­ვით ლე­გი­ტი­მუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და კო­მუ­ნის­ტე­ბი არი­ან უზურ­პა­ტო­რე­ბიო.

koberidze1111-35464-1659593386.jpg

90-იანი წლე­ბის შემ­დეგ, გო­მინ­და­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჩა­მო­ცილ­და, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი წა­ვი­და და დღეს ტა­ი­ვა­ნი არის ძა­ლი­ან დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო, სა­დაც ერთი უმ­თავ­რე­სი ტენ­დენ­ცია, რაც შე­ი­ნიშ­ნე­ბა არის ის, რომ ახალ­გაზ­რდე­ბი თავს ჩი­ნე­ლე­ბად აღარ მი­იჩ­ნე­ვენ ისე­ვე, რო­გორც მოქ­მე­დი პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა. თუ 1974 წლამ­დე აშშ-ც კი აღი­ა­რებ­და ოფი­ცი­ა­ლურ ტა­ი­ვანს, რო­გორც ჩი­ნე­თის ერ­თა­დერთ ლე­გი­ტი­მურ მთავ­რო­ბას და პე­კინს ეუბ­ნე­ბო­და, თქვენ ეკუთ­ვნით ტა­ი­ვან­სო, ამის შემ­დეგ პო­ლი­ტი­კა შე­იც­ვა­ლა და ამ­ბობს, რომ ტა­ი­ვა­ნი დარ­ჩეს ასეთ ბუნ­დო­ვან წარ­მო­ნაქ­მნად, რო­მელ­საც არც ვა­ღი­ა­რებთ, რო­გორც ჩი­ნე­თის ოფი­ცი­ა­ლურ მთავ­რო­ბას და არც კო­მუ­ნის­ტებს ვაძ­ლევთ ტა­ი­ვან­ში შეს­ვლის უფ­ლე­ბა­სო. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, დღეს ტა­ი­ვა­ნი დე ფაქ­ტო რე­ა­ლო­ბა­ში არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო, მას აღარ აქვს იმა­ზე აქ­ცენ­ტი, რომ პე­კი­ნის დაბ­რუ­ნე­ბა სურს, და თუ ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ აცხა­დებს თავს და­მო­უ­კი­დებ­ლად, იმი­ტომ, რომ თა­ვი­დან აი­რი­დოს მას­შტა­ბუ­რი ომი ჩი­ნე­თის კო­მუ­ნის­ტებ­თან. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დღეს მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბობს 8 სა­ხელ­მწი­ფო, რო­მე­ლიც ტა­ი­ვანს აღი­ა­რებს, რო­გორც ჩი­ნე­თის ლე­გი­ტი­მურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. თუ ტა­ი­ვა­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ა­ცხა­დებს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, რისი შან­სიც ძა­ლი­ან მა­ღა­ლია, ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა და­ვუშ­ვათ, რომ ბევ­რი და­სავ­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფო მას და­მო­უ­კი­დებ­ლად აღი­ა­რებს. ახლა ამის სა­ჭი­რო­ე­ბა ნაკ­ლე­ბად დგას, ვი­ნა­ი­დან ფუნ­ქცი­უ­რად ყვე­ლა თვალ­საზ­რი­სით - ჯა­რით, კავ­ში­რე­ბით და ა.შ. ტა­ი­ვა­ნი აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია, უბ­რა­ლოდ, ამ ეტაპ­ზე ეს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი არ აქვს სა­კუ­თა­რი­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე“.

რა­ტომ წა­მო­იჭ­რაა ზუს­ტად ახლა ეს პრობ­ლე­მა, რას ემ­სა­ხუ­რე­ბა ნენ­სი პე­ლო­სის ვი­ზი­ტი ტა­ი­ვან­ში, აღარსრუ­ლებს თუ არა ჩი­ნე­თი მუ­ქა­რას და უკი­დუ­რე­სად და­ი­ძა­ბე­ბა თუ არა ვი­თა­რე­ბა აშშ-ჩი­ნეთს შო­რის, ამა­ზე გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე ამ­ბობს, რომ ერ­თა­დერ­თი, რა­მაც შე­საძ­ლოა და­ძა­ბოს სი­ტუ­ა­ცია, ისაა, თუ ტა­ი­ვა­ნი თავს და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­მო­ა­ცხა­დებს, ესეც შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს და მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ამე­რი­კამ მას მწა­ვა­ნე შუქი აუნ­თო.

"ჩი­ნე­თი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იმუქ­რე­ბო­და და იმუქ­რე­ბა ტა­ი­ვან­ზე გა­დავ­სხამ დე­სანტს და და­ვიბ­რუ­ნე­ბო, რაც არა­სე­რი­ო­ზუ­ლია იმი­ტომ, რომ დღეს აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ა­ში ტა­ი­ვანს ჰყავს ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოდ აღ­ჭურ­ვი­ლი და გაწ­ვრთნი­ლი ჯარი, რო­მელ­საც ჩი­ნე­თის შე­კა­ვე­ბა დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უძ­ლია და თუ მა­გა­ლი­თად რუ­სეთს უკ­რა­ი­ნა­ში გა­უ­ჭირ­და, ჩი­ნეთს 3-4-ჯერ მე­ტად გა­უ­ჭირ­დე­ბა ტა­ი­ვან­ში.

ჩი­ნუ­რი მუ­ქა­რა არა­ხა­ლია და არის ცა­რი­ე­ლა სი­ტყვე­ბი. ამე­რი­კე­ლე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ტა­ი­ვა­ნი არის დე­მოკ­რა­ტია და იმის მა­გა­ლი­თი და­ნარ­ჩე­ნი აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ის­თვის, თუ რო­გო­რი უნდა იყოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, და­სავ­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო. ტა­ი­ვა­ნი არის სუ­პერ სა­ხელ­მწი­ფო ეკო­ნო­მი­კის თვალ­საზ­რი­სით და არის რო­ლუ­რი მო­დე­ლი, რომ­ლის გა­ნად­გუ­რე­ბაც უნდა კო­მუ­ნის­ტურ ჩი­ნეთს. დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის­თვის ტა­ი­ვა­ნი არის მა­გა­ლი­თი, რომ­ლის მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაც უნდა მოხ­დეს. ამი­ტომ ახლა აშშ, რო­მელ­საც ჩი­ნეთ­თან ისე­დაც და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს, ცდი­ლობს აჩ­ვე­ნოს ჩი­ნეთს, რომ მისი სურ­ვი­ლი, რომ ტა­ი­ვა­ნი რუ­კი­დან გა­აქ­როს და მი­ი­ერ­თოს, იქ­ნე­ბა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი. ტა­ი­ვა­ნი არის ერთ-ერთი ღერ­ძუ­ლი და­საყ­რდე­ნი მის­თვის, ამი­ტომ ნენ­სი პე­ლო­სის ვი­ზი­ტი არის არა უბ­რა­ლო სიმ­ბო­ლუ­რი აქტი, არა­მედ ჩი­ნე­თის­თვის იმის ჩვე­ნე­ბა, რომ აშშ და­ი­ცავს ტა­ი­ვანს. ამე­რი­კე­ლე­ბი ტა­ი­ვა­ნის დაც­ვის შე­სა­ხებ ორაზ­რო­ვან გან­ცხა­დე­ბებს აკე­თე­ბენ და ეს შეგ­ნე­ბუ­ლად ხდე­ბა, ამ მიდ­გო­მას ჰქვია სტრა­ტე­გი­უ­ლი ბუნ­დო­ვა­ნე­ბა, როცა ამ­ბო­ბენ, რომ ისი­ნი შე­საძ­ლოა ემ­ხრო­ბოდ­ნენ ერთ ჩი­ნეთს, სა­დაც ტა­ი­ვა­ნი და ჩი­ნე­თი ერთი სა­ხელ­მწი­ფოა, მაგ­რამ, ამას­თა­ნა­ვე, ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ ჩი­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ მის­ცე­მენ უფ­ლე­ბას და­ა­მარ­ცხონ და და­ი­პყრონ ტა­ი­ვა­ნი. ამი­ტომ იყო პე­ლო­სის ვი­ზი­ტი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სიგ­ნა­ლი იმი­სათ­ვის, რომ აშშ გვერ­დზე გად­გო­მას არ აპი­რებს.

ჩი­ნეთ­მა ბო­ლოს ომი აწარ­მოა ვი­ეტ­ნამ­თან, რო­მელ­შიც და­მარ­ცხდა. ეს და­ახ­ლო­ე­ბით 55 წლის წინ იყო, შე­სა­ბა­მი­სად, მას დიდი ხა­ნია, აღარ უო­მია, გან­სხვა­ვე­ბით აშშ-სგან, რო­მელ­საც აქვს სუ­პერ­შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი იბ­რძო­ლოს ნე­ბის­მი­ერ სა­ხელ­მწი­ფოს­თან. დღეს ჩი­ნე­თი რე­ა­ლუ­რად წარ­მო­ად­გენს იმა­ზე სუსტ სა­ხელ­მწი­ფოს, ვიდ­რე ის პო­ზი­ცი­ო­ნი­რებს. მარ­თა­ლია, ჩი­ნეთს გა­აჩ­ნია ატო­მუ­რი ია­რა­ღი, ძა­ლი­ან დიდი ცო­ცხა­ლი ძალა, მაგ­რამ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის ტაქ­ტი­კით რომ ცო­ცხა­ლი ძალა, დე­სან­ტი გა­დას­ხას და ტა­ი­ვა­ნი და­ი­კა­ვოს, რო­მელ­საც ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ჯა­რე­ბი ჰყავს, არის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი. და­ძაბ­ვის შან­სი არ­სე­ბობს, მაგ­რამ მაქ­სი­მუ­მი, რაც შე­უძ­ლია ჩი­ნეთს სა­პა­სუ­ხოდ გა­ა­კე­თოს არის ის, რომ ტა­ი­ვა­ნის ერთ პა­ტა­რა კუნ­ძულ­ზე აწარ­მო­ოს სამ­ხედ­რო ფრე­ნე­ბი, ან რამე აქტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს, რა­ზეც აშშ სა­კად­რის პა­სუხს გას­ცემს. ამი­ტო­მაა, რომ დღეს რა­ი­მე მცდე­ლო­ბა ჩი­ნე­თის მხრი­დან არის ზურგგა­უ­მაგ­რე­ბე­ლი და ნაკ­ლე­ბად მო­სა­ლოდ­ნე­ლი. თუმ­ცა არის შან­სი, რომ ჩი­ნეთ­მა რუ­სეთ­თან მეტი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და­ი­წყოს იმი­ტომ, რომ ორი­ვე ამე­რი­კის მო­წი­ნა­აღ­მდე­გეა. იმ ფონ­ზე, რომ ახლა ჩი­ნეთს თა­ვი­სი პრობ­ლე­მე­ბი აქვს და ძა­ლი­ან უჭირს, რუ­სე­თის­თვის ია­რა­ღის მი­ყიდ­ვა ან მი­ცე­მა ად­ვი­ლად ვერ მოხ­დე­ბა იმი­ტომ, რომ ია­რა­ღი თა­ვად მა­საც სჭირ­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, მა­ინც და მა­ინც ახლა რა­ტომ: ახლა, როცა ამე­რი­კა­სა და რუ­სეთს შო­რის არის და­ძა­ბუ­ლო­ბა უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ჩი­ნე­თი მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს, ეს დრო გა­მო­ი­ყე­ნოს და პირ­და­პირ შე­უქ­მნას საფრ­თხე ტა­ი­ვანს. მით უფრო, რომ 2022 წლის ნო­ემ­ბერ­ში ჩი­ნეთ­ში არის არ­ჩევ­ნე­ბი, უნდა აირ­ჩი­ონ პო­ლიტ­ბი­უ­რო და შემ­დეგ მან აირ­ჩი­ოს ქვეყ­ნის რე­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლი. სი ძინ­პინს მე­ო­რე ვადა ამო­ე­წუ­რა და უნდა მე­სა­მე ვა­და­ზე წას­ვლა. პო­ლიტ­ბი­უ­რო წი­ნა­აღ­მდე­გია და არის და­პი­რის­პი­რე­ბა. თუ სი ძინ­პი­ნი რა­ღა­ცას გა­ა­კე­თებს, მა­გა­ლი­თად, რო­მე­ლი­მე კუნ­ძუ­ლის და­პყრო­ბას შე­ეც­დე­ბა, მას უფრო გა­უ­ად­ვილ­დე­ბო­და პო­ზი­ცი­ის გამ­ყა­რე­ბა, ვიდ­რე იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მან ეს ვერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სწო­რედ ამი­ტო­მაა, რომ ჩი­ნე­თი მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობ­და, ეს თვე­ე­ბი გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი­ყო და აკ­ვირ­დე­ბო­და უკ­რა­ი­ნას, ეს ქვე­ყა­ნა თუ და­ე­ცე­მო­და, ისიც ად­ვი­ლად იმოქ­მე­დებ­და, მაგ­რამ მოხ­და ისე, რომ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ჩი­ნე­თი იქეთ აღ­მოჩ­ნდა მიმ­წყვდე­უ­ლი. აშშ-მ იცო­და მისი ეს მომ­ზა­დე­ბა და მას ძა­ლი­ან ხის­ტი პა­სუ­ხი გას­ცა, უთხრა, რომ ტა­ი­ვანს აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­ცავ­და. ტა­ი­ვანს შე­უძ­ლია და­იც­ვას სა­კუ­თა­რი თავი და აშშ-საც აქვს ნება და­იც­ვას ტა­ი­ვა­ნი, ამი­ტომ გა­მო­რი­ცხუ­ლია ეს­კა­ლა­ცია. ამას­თა­ნა­ვე, ჩი­ნე­ლე­ბი რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ხალ­ხია და ამ მიდ­გო­მას ნაკ­ლე­ბად შეს­წი­რა­ვენ სი ძინ­პი­ნის პო­ლი­ტი­კას, აირ­ჩი­ონ მე­სა­მედ.

ერ­თა­დერ­თი, რა­მაც შე­საძ­ლოა და­ძა­ბოს სი­ტუ­ა­ცია, ისაა, თუ კი ტა­ი­ვა­ნი თავს და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­მო­ა­ცხა­დებს, ესეც შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ამე­რი­კამ მწა­ვა­ნე შუქი აუნ­თო. თუკი ჩვენ ოდეს­მე ვი­ხი­ლავთ ჩი­ნეთ­ში დიდ შიდა ძვრებს და ჩი­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბას, არის ის, რომ სწო­რედ ტა­ი­ვა­ნი მი­ი­ერ­თებს ჩი­ნეთს, ვიდ­რე ჩი­ნე­თი-ტა­ი­ვანს. ეს იქ­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რე­ა­ლუ­რი დაბ­რუ­ნე­ბა ჩი­ნეთ­ში, რო­მე­ლიც ლე­გი­ტი­მუ­რია. ამი­ტო­მა­ცაა, რომ ამე­რი­კა ფიქ­რობს რო­ლურ მო­დელ­ზე - ტა­ი­ვან­ზე იყოს აგე­ბუ­ლი ჩი­ნე­თი და არა - პი­რი­ქით“.

ambebi.ge

myquiz