იცით, რატომ ასეირნებენ ჩინელები ბავშვებს საბელზე გამობმულს? | Allnews.Ge

იცით, რატომ ასეირნებენ ჩინელები ბავშვებს საბელზე გამობმულს?

ჩინეთში მშობლებს ბავშვები სპეციალური საბელით დაჰყავთ და ეს არც თუ ისე იშვიათი შემთხვევაა. მიზეზი კი საგანგაშო სტატისტიკაა, რომლის მიხედვითაც ამ ქვეყანაში ბავშვებს იპარავენ. სახელმწიფო პროგრამა „ერთი ოჯახი - ერთი შვილი“ ჩინურ ოჯახებს აიძულებდა, ქალიშვილებზე უარი ეთქვათ. ტრადიციების მიხედვით, მხოლოდ ვაჟი იყო ოჯახის იმედი და მხარდამჭერი. ამ დამოკიდებულების გამო, ერთი პერიოდი ექიმებს ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს ბავშვის სქესის დასახელებაც კი აეკრძალათ.

მაგრამ, სიტუაციას არც ამან უშველა: გოგონებს კლავდნენ ან შავ ბაზარზე ჰყიდდნენ. მეტიც, ბავშვებით ვაჭრობა საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობდა. მაგალითად, ევროპელი მშობლები ბავშვების შვილად აყვანისთვის ბავშვთა სახლებს ხუთი ათას დოლარზე მეტს უხდიდნენ. შავ ბაზარზე კი ფასი ხუთჯერ მეტი იყო. ამ მიზნით, ქუჩაში ბავშვებს იტაცებენ და ჰყიდიან.

333-1659513222.jpg

ჩინეთში ყოველწლიურად 200 000 ბავშვი იკარგება და მათგან მხოლოდ 1% ბრუნდება სახლში. ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო რადიო ჯერ კიდევ 2013 წელს იტყობინებოდა. ქვეყანა ოფიციალურ სტატისტიკას არ ინახავს - ეს თემა ბოლო დრომდე ტაბუდადებული იყო.

ათი წლის წინ, ბავშვს გაუჩინარების პირველ დღეს საერთოდ არავინ ეძებდა და პოლიციაც საქმეს ირიდებდა, გამოძიებას არ იწყებდა და ბავშვს ,,დაკარგულის” სტატუსს არ ანიჭებდა. ახლა ეს მიდგომა შეიცვალა და პოლიცია დაკარგული ბავშვის ძიებას განცხადებიდან პირველივე საათებშივე იწყებს.ორგანიზაციაში „ძვირფასო, სახლში დაბრუნდი“ დაკარგული ბავშვების მშობლები გაერთიანდნენ და ამ ორგანიზაციის ვებგვერდს ყოველდღიურად 200 ათასზე მეტი ადამიანი სტუმრობს. ბევრი განცხადება შედის, ზოგს ძებნის დიდხნიანი ისტორია აქვს და შვილის პოვნის იმედს მაინც არ კარგავს, ზოგი კი ახლო წარსულში აღმოჩნდა პრობლემის წინაშე. ჩინეთში ბავშვების მოპარვაზე წლების განმავლობაში კანონმდებლობა გამკაცრდა.

2018 წელს კრიმინალური დაჯგუფება ბიჭების გატაცებისა და გაყიდვის ბრალდებით გაასამართლეს და ორი სიკვდილით დასაჯეს, დანარჩენს კი პატიმრობა მიუსაჯეს. ქვეყანამ საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სისტემა შექმნა, რომელიც მშობლებისა და თავშესაფარში მცხოვრები ობოლი ბავშვების დნმ მონაცემთა ბაზას მოიცავს და ამ გზით ცდილობენ, ბავშვები ბიოლოგიურ მშობლებს დაუბრუნონ.

რისკის ჯგუფში ძირითადად ოთხ წლამდე ასაკის ბიჭები შედიან.2016 წელს მშობიარობის მკაცრი შეზღუდვების მოხსნამ და ტოტალურმა ვიდეოთვალთვალმა გატაცებების რაოდენობა შეამცირა. თუმცა, ქალაქებში, სადაც მილიონობით ადამიანია, ბავშვებს მაინც ექმნებათ დაკარგვის საფრთხე. ამიტომაც, მშობლები მათ სპეციალური საბელით ატარებენ. განაგრძეთ კითხვა