"ის 11 სექტემბრის ტერაქტების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო"- ვინ იყო „ალ ქაიდას“ ლიდერი, რომელიც ამერიკელებმა ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად მოკლეს
აშშ-მა ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში „ალ ქაიდას“ ლიდერი აიმან ალ ზავაჰირი მოკლა. აღნიშნული ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა.
BBC-ის ინფორმაციით, ზავაჰირის ლიკვიდაცია ერთ-ერთი სახლის აივანზე დრონით განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად მოხდა. როგორც ცნობილია, ზავაჰირთან ერთად ადგილზე მისი ოჯოახის წევრებიც იმყოფებოდნენ, თუმცა როგორც აშშ-ის ხელისუფლება აცხადებს მოკლულია მხოლოდ აიმან ალ ზავაჰირი, დაანრჩენი ადამიანები კი უვლებლად გადარჩნენ.
ბაიდენმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ „ალ ქაიდას“ ლიდერის ლიკვიდაცია რამდენიმე თვის განმავლობაში იგეგმებოდა და მკვლელობის საბოლოო განკარგულება მან თავად გასცა.
ცნობისთვის, აიმან ალ ზავაჰირი „ალ ქაიდას“ ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ 2011 წლიდან ხელმძღვანელობდა. იქამდე კი ის ტერიტორისტული ორგანიზაციის მთავარი იდეოლოგი და ბინ ლადეის მოადგილე იყო.
როგორც ცნობილია, ზავაჰირი 11 სექტემბრის ტერაქტების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.