"სიკვდილით დაისჯებით თქვენს აფთრებთან და საელჩოებთან ერთად. ბარბაროსული ვერშემდგარი იმპერია განადგურდება" - "აზოვის" პოლკის მიმართვა პუტინს | Allnews.Ge

"სიკვდილით დაისჯებით თქვენს აფთრებთან და საელჩოებთან ერთად. ბარბაროსული ვერშემდგარი იმპერია განადგურდება" - "აზოვის" პოლკის მიმართვა პუტინს

ელე­ნოვ­კა­ში უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ, "აზო­ვის" პოლკ­ში აცხა­დე­ბენ, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინს სას­ჯე­ლი ელის. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში "აზო­ვის" დრო­ე­ბით­მა მე­თა­ურ­მა მი­კი­ტა ნა­დტო­ჩიმ გა­ნა­ცხა­და.

"დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ისი­ნი იტყუ­ე­ბოდ­ნენ უკ­რა­ი­ნის არ­მი­ის შე­სა­ხებ და დღეს თა­ვი­სი და­ნა­შა­უ­ლი სა­ელ­ჩოს გან­ცხა­დე­ბით და­ა­დას­ტუ­რეს.

მინ­და შე­ვახ­სე­ნო პუ­ტინს, რო­მელ­საც ამ და­ნა­შა­უ­ლის­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა პი­რა­დად ეკის­რე­ბა, რომ ჩა­მომ­ხრჩვა­ლის სახ­ლში თოკ­ზე არ ლა­პა­რა­კო­ბენ.

თა­ვად და­ის­ჯე­ბით სიკ­ვდი­ლით თქვენს აფ­თრებ­თან და სა­ელ­ჩო­ებ­თან ერ­თად. ყვე­ლა­ფე­რი ისე იქ­ნე­ბა, რო­გორც გიყ­ვართ, ცნო­ბე­ბი­თა და ბეჭ­დე­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრი­ბუ­ნა­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით. ბარ­ბა­რო­სუ­ლი ვერ­შემ­დგა­რი იმ­პე­რია გა­ნად­გურ­დე­ბა,“ – გა­ნა­ცხა­და "აზო­ვის“ მე­თა­უ­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ვი­დე­ო­მი­მარ­თვის გავ­რცე­ლე­ბამ­დე ბრი­ტა­ნეთ­ში რუ­სე­თის სა­ელ­ჩომ "აზო­ვის“ პოლ­კის და­ტყვე­ვე­ბუ­ლი მებ­რძო­ლე­ბის სიკ­ვდი­ლით დას­ჯა მო­ი­თხო­ვა. სიკ­ვდი­ლით დას­ჯის ფორ­მად სა­ელ­ჩო ჩა­მოხ­რჩო­ბას მი­უ­თი­თებს. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა ბრი­ტა­ნეთ­ში რუ­სე­თის სა­ელ­ჩოს "ტვი­ტე­რის“ გვერ­დზე გავ­რცელ­და.გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ "აზო­ვის“ პოლკ­ში ნამ­დვი­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი არ არი­ან და და­მამ­ცი­რე­ბელ სიკ­ვდილს იმ­სა­ხუ­რე­ბენ.

"აზო­ვის“ "ბო­ე­ვი­კე­ბი“ სიკ­ვდი­ლით დას­ჯას იმ­სა­ხუ­რე­ბენ, მაგ­რამ სიკ­ვდილს არა ჩა­ცხრილ­ვით, არა­მედ ჩა­მოხ­რჩო­ბით, იმი­ტომ რომ ისი­ნი ნამ­დვი­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი არ არი­ან. ისი­ნი და­მამ­ცი­რე­ბელ სიკ­ვდილს იმ­სა­ხუ­რე­ბენ“,- ნათ­ქვა­მია სა­ელ­ჩოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამას­თან, გუ­შინ ელე­ნოვ­სკის კო­ლო­ნია და­ი­ბომ­ბა, რის შე­დე­გა­დაც რუს­მა "ბო­ე­ვი­კებ­მა“ 50 უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო ტყვის, მათ შო­რის "აზო­ვის“ მებ­რძო­ლე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­დეს.

myquiz