სან-ფრანცისკოში „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევების მატების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა- დაწესდება თუ არა ქალაქში რეგულაციები? | Allnews.Ge

სან-ფრანცისკოში „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევების მატების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა- დაწესდება თუ არა ქალაქში რეგულაციები?

სან-ფრანცისკოში „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევების მატების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადა. The Guardinas-ის ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობა ადგილობრივ ხელისუფლებას მობილიზაციის მეტ საშუალებას მისცემს.

სან-ფრანცისკოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისთვის ქალაქში „მაიმუნის ყვავილის“ 261 შემთხვევაა დადასტურებული, მთლიანად აშშ-ში კი, 4 600-ზე მეტი.

ქალაქის ჯანდაცვის ოფიცრის სუზან ფილიპის განცხადებით, სან-ფრანცისკო ვირუსის გავრცელების ეპიცენტრი გახდა. როგორც ცნობილია, „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევბის ზრდის გამო აშშ-ში რეგულაციების დაწესება ჯერ-ჯერობით არ იგეგმება.

თუმცა, სან-ფრანცისკოს ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანიზაციები მხარს უჭერენ ტესტირებაზე უფრო მარტივ და ფართო წვდომას, რათა ვირუსის გავრცელება დროულად შეჩერდეს.

myquiz