ესტონეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ბინადრობის დროებითი ნებართვისა და სასწავლო ვიზების გაცემას ზღუდავს
ესტონეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში ბინადრობის დროებითი ნებართვისა და სასწავლო ვიზების გაცემას ზღუდავს. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის გაუმართლებელი ომი უკრაინის წინააღმდეგ უარყოფითად აისახება ესტონეთისა და ევროკავშირის უსაფრთხოებაზე.
"აუცილებელია რუსეთზე უწყვეტი ზეწოლა სანქციების გზით. თუ სანქციები დაეხმარება რუსეთის აგრესიის დასრულებას, ეს დადებითად იმოქმედებს ჩვენს უსაფრთხოებაზეც. ეს ცვლილება ბოლოს მოუღებს იმ ვითარებას, როდესაც არსებული სანქციების გვერდის ავლით, ისინი ახერხებდნენ მოკლევადიანი ვიზის აღებას ევროკავშირის სხვა ქვეყანაში, მაგალითად, ტურიზმის მიზნით", - განმარტა რეინსალუმ.
აღსანიშნავია, რომ ამიერიდან რუსეთის მოქალაქეები, რომლებმაც მიიღეს კანონიერი უფლება დარჩნენ ევროკავშირის სხვა ქვეყანაში, ვეღარ შეძლებენ მოკლევადიანი სამუშაოს მიღებას ესტონეთში და, შესაბამისად, ვერ შეძლებენ, განაცხადი გააკეთონ გრძელვადიან სამუშაო ვიზაზე.