"ფულის სანაცვლოდ ყველაფერს გააკეთებს" - თურქი მსახიობის, ბურაქ ოზჩივიტის მოსკოვში ვიზიტი უკრაინაში ომის ფონზე | Allnews.Ge

"ფულის სანაცვლოდ ყველაფერს გააკეთებს" - თურქი მსახიობის, ბურაქ ოზჩივიტის მოსკოვში ვიზიტი უკრაინაში ომის ფონზე

ცნო­ბი­ლი თურ­ქი მსა­ხი­ო­ბი ბუ­რაქ ოზჩი­ვი­ტი (მალ­კო­ჩ­ოღ­ლუ ბალი ბეი სე­რი­ალ "დი­დე­ბუ­ლი სა­უ­კუ­ნი­დან“) ორი დღის წინ სტუმ­რად რუ­სეთ­ში ჩა­ვი­და.

სპე­ცი­ა­ლუ­რი ვახ­შა­მი ბუ­რაქ ოზჩი­ვიტ­თან ერ­თად რეს­ტო­რან Levantine Moscow-ში გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ასო­ბით ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა, ვი­საც პო­პუ­ლა­რუ­ლი თურ­ქი მსა­ხო­ბის ნახ­ვა სურ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შეხ­ვედ­რა­ზე ბუ­რაქ­მა და­აგ­ვი­ა­ნა, ად­გი­ლი­დან არა­ვინ წა­სუ­ლა და ფა­ნე­ბი მას მოთ­მი­ნე­ბით ელოდ­ნენ.

ozchiviti4-44526-1658738434.jpg

თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­მა ვარ­სკვლავს ცო­ცხა­ლი დე­რე­ფა­ნი მო­უ­წყვეს, მაგ­რამ რო­დე­საც ოზჩი­ვი­ტი დარ­ბაზ­ში შე­ვი­და, ყვე­ლა წესი და­ირ­ღვა და რუ­სე­ბი ცნო­ბი­ლი მა­ჩოს­კენ გა­იქ­ცნენ, რო­გორც რუ­სუ­ლი მე­დია წერს, ოზჩი­ვი­ტის გა­მო­ჩე­ნას ჭყლეტ­ვა მოჰ­ყვა.

ozchiviti3-44546-1658738490.jpg

წვე­უ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა ბუ­რა­ქი ქა­ლებს გა­ა­რი­და და VIP ოთახ­ში შე­იყ­ვა­ნა, სა­დაც მას­თან სუფ­რა­ზე დიმა ბი­ლა­ნი საყ­ვა­რელ ქალ­თან ერ­თად იყო.

მსა­ხი­ობს ხა­მანწკე­ბი­თა და ზღვის პრო­დუქ­ტე­ბით გა­უ­მას­პინ­ძლდნენ, დარ­ბაზ­ში დარ­ჩე­ნი­ლი ქა­ლე­ბი თურქ სექს-სიმ­ბო­ლოს­თან შეხ­ვედ­რას მო­უთ­მენ­ლად ელოდ­ნენ.

რო­დე­საც ბუ­რა­ქი ისევ შე­ვი­და დარ­ბაზ­ში, ჭყლეტ­ვა გაგ­რძელ­და. ქა­ლე­ბი ცდი­ლობ­დნენ, რომ მას­თან ფოტო გა­და­ე­ღოთ და თა­ვი­ან­თი კერ­პი უფრო ახ­ლოს და­ე­ნა­ხათ.

ozchiviti2-44565-1658738539.jpg

ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი აკა­ვებ­დნენ სტუმ­რებს და წეს­რი­გის­კენ მო­უ­წო­დებ­დნენ. თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის ჩა­მო­შო­რე­ბას დაც­ვა მსა­ხი­ო­ბის­თვის ვე­ღარ ახერ­ხებ­და, რო­მე­ლიც, თა­ვის მხრივ, სრუ­ლი­ად მშვი­დად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. "რო­გორც ჩანს, აჟი­ო­ტაჟს მიჩ­ვე­უ­ლია", - წერს მე­დია.

მა­თი­ვე ცნო­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბუ­რა­ქი უკვე 5 წე­ლია და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია მსა­ხი­ობ ფაჰ­რიე ევ­ჯენ­ზე და წყვილს ოთხი წლის ვაჟი, ქა­რა­ნი ჰყავს, ვარ­სკვლავ­მა რუსი ქა­ლე­ბით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა არ და­მა­ლა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თურ­ქე­თის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბის მოს­კოვ­ში ვი­ზიტს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის მხრი­დან კრი­ტი­კა მოჰ­ყვა. თურ­ქე­ბის ნა­წი­ლი მსა­ხი­ობს აკ­რი­ტი­კებს იმის გამო, რომ ის არ აპ­რო­ტეს­ტებს რუ­სულ აგ­რე­სი­ას უკ­რა­ი­ნა­ში, მის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტი ფული და პი­რა­დი კე­თილ­დღე­ო­ბაა. რო­გორც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით თან­ხა გახ­და გახ­და მი­ზე­ზი, რომ­ლის სა­ნაც­ვლო­დაც ოზჩი­ვი­ტი რუ­სეთს ეწ­ვია.

"ჩვენ უკვე შე­ვეჩ­ვი­ეთ და ვი­ცით, რომ ფუ­ლის გამო ის ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს", - წე­რენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ასე­ვე ისიც, რომ ბუ­რაქ ოზჩი­ვიტს მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­თან, რამ­ზან კა­დი­როვ­თან. გა­სულ წელს ის ჩეჩ­ნეთს ეს­ტუმ­რა, სა­დაც კა­დი­როვ­მა პა­ტი­ვით მი­ი­ღო და სპე­ცი­ა­ლუ­რად მის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვე­უ­ლე­ბა გა­მარ­თა.

ოზჩი­ვი­ტი კა­დი­როვს ძმას უწო­დებს და მას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც აქ­ვეყ­ნებს.

myquiz