"რუსული ზამთრის“ საფრთხე ევროპაში - მოსალოდნელი სასურსათო კრიზისი და ენერგეტიკული რესურსები, როგორც პუტინის ომის იარაღი დასავლეთის წინააღმდეგ | Allnews.Ge

"რუსული ზამთრის“ საფრთხე ევროპაში - მოსალოდნელი სასურსათო კრიზისი და ენერგეტიკული რესურსები, როგორც პუტინის ომის იარაღი დასავლეთის წინააღმდეგ

უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სუ­ლი ჯა­რის სრულ­მას­შტა­ბი­ან­მა შეჭ­რამ მსოფ­ლიო არა­ერ­თი ურ­თუ­ლე­სი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ასე­ვე სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი კუ­თხით.

საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მძვინ­ვა­რებს, მაგ­რამ ომის გავ­ლე­ნა გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით იგ­რძნო­ბა - სურ­სათ­ზე ფა­სე­ბის ზრდის, გა­ზის დე­ფი­ცი­ტის საფრ­თხი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის მკვეთ­რად გა­უ­ა­რე­სე­ბის სა­ხით.

“დატ­კბი ზა­ფხუ­ლის მზის სხი­ვე­ბით, სა­ნამ შე­საძ­ლე­ბე­ლია - რუ­სუ­ლი ზამ­თა­რი ევ­რო­პის­კენ მი­ე­მარ­თე­ბა“, - წერს გა­მო­ცე­მა Politico სტა­ტი­ა­ში, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის მოქ­მე­დე­ბე­ბით ჩანს, რომ ის მზად არის გა­მო­ი­ყე­ნოს საკ­ვე­ბი, საწ­ვა­ვი და სა­სუ­ქი ომის ია­რა­ღად და­სავ­ლუ­რი დე­მოკ­რა­ტი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნას ეხ­მა­რე­ბი­ან და მოს­კოვს სან­ქცი­ებს უწე­სე­ბენ.

putin-42114-1658650378.jpg

"პუ­ტინს სურს, ევ­რო­პა­ში მკაც­რი ზამ­თა­რი დად­გეს“, - ამ­ბობს პო­ლი­ტო­ლო­გი ივან კრას­ტე­ვი. ექ­სპერ­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლა­ფე­რი­სა, ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის მთავ­რო­ბებ­ზე, მათ ერ­თი­ა­ნო­ბა­ზე რუ­სე­თის დამ­პყრობ­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის წი­ნა­აღ­მდეგ, გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბა ღა­რი­ბი, მში­ე­რი და გა­ყი­ნუ­ლი ამომ­რჩევ­ლის ზე­წო­ლას და სწო­რედ ეს არის პუ­ტი­ნის მი­ზა­ნიც.

ყო­ვე­ლი­ვეს ემა­ტე­ბა ლტოლ­ვი­ლე­ბის ნა­კა­დის კი­დევ უფრო გაზ­რდის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც საკ­ვებ­ზე გლო­ბა­ლუ­რი კრი­ზი­სით იქ­ნე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლი, ჰა­ე­რის გა­უ­საძ­ლი­სად მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წებს აშ­რობს და მათ ნაკ­ლებ­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ზდის რის­კი, მო­მა­რა­გე­ბის შე­ფერ­ხე­ბის ალ­ბა­თო­ბა - "და ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ ზო­გი­ერ­თი სვამს კი­თხვას, შეძ­ლე­ბენ თუ არა და­სავ­ლუ­რი მთავ­რო­ბე­ბი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ერ­თი­ა­ნო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას", - წერს Politico.

გა­ზა­ფხულ­ზე ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის დაკ­ვე­თით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, ევ­რო­კავ­ში­რის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის 60-მა პრო­ცენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ მზად იყო საკ­ვე­ბი­სა და ენერ­გო­რე­სურ­სებ­ზე ფა­სის მა­ტე­ბის­თვის. და­ახ­ლო­ე­ბით 59% ამ­ბობს, რომ "ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა თა­ვი­სუფ­ლე­ბა და დე­მოკ­რა­ტია, პრი­ო­რი­ტე­ტი უნდა იყოს, თუნ­დაც ეს აი­სა­ხოს ფა­სებ­ზე და ცხოვ­რე­ბის გაძ­ვი­რე­ბა­ზე.“ მაგ­რამ ამას­თან, კვლე­ვა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მსგავ­სი პო­ზი­ცია უფრო მე­ტად ჰქონ­დათ ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით უფრო მე­ტად უსაფრ­თხო ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ებს.

ენერ­გე­ტი­კუ­ლი რე­სურ­სი, რო­გორც ია­რა­ღირო­გორც სურ­სა­თის, სა­სუ­ქე­ბის, ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის უზარ­მა­ზა­რი ექ­სპორ­ტი­ო­რი, რუ­სე­თი ევ­რო­პის ეკო­ნო­მი­კა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბერ­კე­ტე­ბით სარ­გებ­ლობს. უკვე ევ­რო­კავ­ში­რის 12 ქვე­ყა­ნა­ში გა­ი­თი­შა რუ­სუ­ლი გაზი - ზო­გან სრუ­ლად, ზო­გან ნა­წი­ლობ­რივ.

ევ­რო­კავ­ში­რის ზო­გი­ერ­თი პო­ლი­ტი­კო­სი ამ­ბობს, რომ ენერ­გე­ტი­კულ რე­სურ­სებს პუ­ტი­ნი ომის ია­რა­ღად იყე­ნებს.

gzai-35140-1658650430.jpg

"პუ­ტი­ნი იყე­ნებს ენერ­გი­ას, რო­გორც ია­რაღს და ის შე­ეც­დე­ბა ჩვენს გა­ყო­ფას, თუმ­ცა წა­რუ­მა­ტებ­ლად“, - ამ­ბობს ევ­რო­კავ­ში­რის შიდა ბაზ­რის კო­მი­სა­რი, ტი­ე­რი ბრე­ტო­ნი.

ევ­რო­კავ­შირ­მა მი­ი­ღო ახა­ლი წე­სე­ბი და მო­უ­წო­დებს ქვეყ­ნებს ზამ­თრის­თვის გა­ზის მა­რა­გი შე­აგ­რო­ვონ და ამა­ზე აქე­დან­ვე იზ­რუ­ნონ, თუმ­ცა პროგ­ნო­ზე­ბი არც ისე ოპ­ტი­მის­ტუ­რია. ევ­რო­პე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი თვლი­ან, რომ ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იძ­ლე­ბულ­ნი გახ­დე­ბი­ან, ბუ­ნებ­რი­ვი აირი ჯერ სა­სი­ცო­ცხლოდ ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვან სექ­ტორს შე­უ­წყვი­ტონ, მა­გა­ლი­თად, რო­გო­რი­ცაა სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სექ­ტო­რი, რა­საც მოჰ­ყვე­ბა სხვა ინ­დუსტრი­ე­ბი.

კარ­ნე­გის ანა­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის უფ­რო­სი თა­ნამ­შრო­მე­ლი, ალექ­სან­დერ გა­ბუ­ე­ვი მი­იჩ­ნევს, რომ ძა­ლი­ან დი­დია ალ­ბა­თო­ბა იმი­სა, რომ პუ­ტინ­მა ევ­რო­კავ­შირს მთლი­ა­ნად გა­უ­თი­შოს გა­ზის მი­წო­დე­ბა. "მას იმე­დი აქვს, რომ ამის შე­დე­გად ევ­რო­პა­ში იქ­ნე­ბა მზარ­დი პრო­ტეს­ტი და უკ­რა­ი­ნის გარ­შე­მო ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ერ­თი­ა­ნო­ბა ჩა­მო­იშ­ლე­ბა“, - ამ­ბობს ის.

პუ­ტი­ნის "შიმ­ში­ლის გეგ­მა“საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის ფრონტზე ფა­სე­ბი მკვეთ­რად გაზ­რდი­ლია რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნის ბლო­კა­დის შემ­დეგ, რო­მე­ლიც მარ­ცვლე­უ­ლი­სა და მზე­სუმ­ზი­რის ზე­თის მთა­ვა­რი მიმ­წო­დე­ბე­ლია. ექ­სპერ­ტე­ბი სურ­სათ­ზე ფა­სე­ბის კი­დევ უფრო ზრდას პროგ­ნო­ზი­რე­ბენ, მო­სა­ლოდ­ნე­ლია ასე­ვე სა­სუქ­ზე ფა­სე­ბის ზრდაც, რაც თა­ვის მხრივ, ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ფა­სის ზრდას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

xorbali-34968-1658650467.webp

რამ­დე­ნი­მე დღის წინ გაჩ­ნდა მო­ლო­დი­ნი, რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი მარ­ცვლე­უ­ლის ექ­სპორ­ტის­თვის უსაფრ­თხო დე­რეფ­ნის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა მო­ხერ­ხდე­ბო­და. თურ­ქე­თის ხელ­შე­წყო­ბით, ხელი მო­ე­წე­რა შე­სა­ბა­მის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­საც, თუმ­ცა კი­დევ ერთხელ გა­მოჩ­ნდა, რომ პუ­ტი­ნის ნდო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა - ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა ოდე­სის პორ­ტი და­ბომ­ბეს.

გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ, ფა­სე­ბი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ტებ­ზე 30 პრო­ცენ­ტით არის გაზ­რდი­ლი. ევ­რო­პის რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის მთა­ვა­რი ეკო­ნო­მის­ტის, ბე­ა­ტა ია­ვორ­ჩი­კის თქმით, სურ­სათ­ზე ფა­სე­ბის შემ­ცი­რე­ბა 2023 წლის დე­კემ­ბრამ­დე მო­სა­ლოდ­ნე­ლი არ არის. რო­გორც სურ­სა­თის ექ­სპორ­ტი­ო­რი, ევ­რო­პა უკეთ არის მზად, ვიდ­რე აფ­რი­კი­სა და ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის ღა­რი­ბი ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც და­მო­კი­დე­ბულ­ნი არი­ან რუ­სულ და უკ­რა­ი­ნულ იმ­პორტზე, უკ­რა­ი­ნულ ხორ­ბალ­ზე.

"რა თქმა უნდა, მე არ ვი­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ, რომ ჩვენ ვი­ხი­ლავთ შიმ­შილს ევ­რო­პა­ში, მაგ­რამ რა თქმა უნდა, ფა­სე­ბი შე­იძ­ლე­ბა კი­დევ უფრო გა­ი­ზარ­დოს“, - ამ­ბობს მსოფ­ლიო ბან­კის უფ­რო­სი ეკო­ნო­მის­ტი ჯონ ბა­ფე­სი.გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით სა­სურ­სა­თო სის­ტე­მა და­ნის პირ­ზე გა­დის. თუ ხორ­ბლის ექ­სპორ­ტი უკ­რა­ი­ნი­დან ვერ მო­ხერ­ხდე­ბა, სი­ტუ­ა­ცია მკვეთ­რად გა­უ­ა­რეს­დე­ბა.

ყვე­ლა­ზე უა­რე­სი სცე­ნა­რი ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვი­დან არის ის, რომ სა­სურ­სა­თო კრი­ზი­სი მა­სობ­რი­ვი მიგ­რა­ცი­ის ახალ ტალ­ღას გა­მო­იწ­ვევს, რაც შემ­დგომ ზე­წო­ლას მო­ახ­დენს პო­ლი­ტი­კურ სის­ტე­მებ­ზე და მათ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე.

"პუ­ტი­ნის შიმ­ში­ლის გეგ­მა. მიზ­ნად ისა­ხავს ლტოლ­ვი­ლე­ბის გე­ნე­რი­რე­ბას ჩრდი­ლო­ეთ აფ­რი­კი­დან და ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან, ეს გა­მო­იწ­ვევს არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბას ევ­რო­კავ­შირ­ში“, - ამ­ბობს იე­ლის უნი­ვე­რი­სი­ტე­ტის ის­ტო­რი­კო­სი, ტო­მო­თი სნა­ი­დე­რი.

myquiz