რას ამბობს ზელენსკის მიერ გენპროკურორის თანამდებობიდან გაშვებული ირინა ვენედიქტოვა? | Allnews.Ge

რას ამბობს ზელენსკის მიერ გენპროკურორის თანამდებობიდან გაშვებული ირინა ვენედიქტოვა?

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ორი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­გუ­რა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. ის ეჭვქვეშ აყე­ნებს მათ ლი­დე­რულ თვი­სე­ბებს და მათ ქვე­შემრდო­მებს ღა­ლატ­ში და რუ­სეთ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი ირი­ნა ვე­ნე­დიქ­ტო­ვა და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის (SBU) ხელ­მძღვა­ნე­ლი ივან ბა­კა­ნო­ვი არი­ან.

CNN-თან ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში უკ­რა­ი­ნის ყო­ფილ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა ირი­ნა ვე­ნე­დიქ­ტო­ვამ გა­ნა­ცხა­და, რომ იგი ეთან­ხმე­ბა პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მისი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ უარ­ყოფს, რომ მის ოფის­ში კო­ლა­ბო­რა­ცი­ო­ნის­ტე­ბი მუ­შა­ობ­დნენ. ვე­ნე­დიქ­ტო­ვამ თქვა:

"აქ, ჩემს ოფის­ში, ვერ გვე­ყო­ლე­ბო­და კო­ლა­ბო­რა­ცი­ო­ნის­ტე­ბი, რად­გან კო­ლა­ბო­რა­ცია ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ხდე­ბა, აქ კი არ არის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია".

ვე­ნე­დიქ­ტო­ვას თქმით, მისი ოფი­სის მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი სა­ხელ­მწი­ფო ღა­ლატ­სა და კო­ლა­ბო­რა­ცი­ო­ნის­ტე­ბის პრობ­ლე­მებ­ზე მუ­შა­ო­ბაა და რომ ისიც და მისი ოფი­სიც გახ­სნი­ლე­ბი არი­ან ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ღიად სა­ლა­პა­რა­კოდ.

რო­დე­საც ვე­ნე­დიქ­ტო­ვას ჰკი­თხეს, რა იყო მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი, მან უპა­სუ­ხა:

"თქვენ იცით, რომ ჩემი სა­ვარ­ძე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რია და მე-16 უკ­რა­ი­ნე­ლი პრო­კუ­რო­რი ვი­ყა­ვი ბოლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. უკ­რა­ი­ნა­ში რე­ალ­პო­ლი­ტი­კაა. ესაა ჩემი პა­სუ­ხი". როცა კი­დევ ჩა­ე­კი­თხნენ, ვე­ნე­დიქ­ტო­ვამ თქვა, რომ მას არ სურს ამის სა­ჯა­როდ გან­ხილ­ვა, რად­გან ამას რუ­სე­თი სა­თა­ვი­სოდ გა­მო­ი­ყე­ნებს.

"პრე­ზი­დენ­ტია მე­თა­უ­რი. მას ეს­მის თა­ვი­სი სტრა­ტე­გია და ტაქ­ტი­კა. ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს თა­ვი­სი­ვე შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით იღებს",- გა­ნა­ცხა­და ვე­ნე­დიქ­ტო­ვამ.

myquiz