მასშტაბური ტყის ხანძრები ევროპაში- რამდენიმე ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია | Allnews.Ge

მასშტაბური ტყის ხანძრები ევროპაში- რამდენიმე ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ტყის ხანძრებს ებრძვიან, რის გამოც ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა აუცილებელი. უკვე რამდენიმე დღეა გაერთიანებულ სამეფოში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადს ცელსიუსს აღემატება, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში 64 სხვადასხვა არეალში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. ჟირონდას დეპარტამენტში ხანძარი 19 3000 ჰექტარ ტერიტორიას გაუჩნდა, საჭირო გახდა 34 000 ადამიანსი ევაკუაცია.

ტემპერატურამ რეკორდულად მოიმატა პორტუგალიაშიც, სადაც ძლიერ სიცხეს სულ მცირე 1 000 ადამიანი დაიღუპა.

BBC-ის ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურის გამო ხანძრებს ებრძვიან ესპანეთში, საბერძნეთსა და იტალიაშიც.

myquiz