"მზად ვართ, ავიღოთ კიევი და ნატოს ქვეყნები“ - კადიროვი პუტინს "უზენაეს მეთაურს" უწოდებს, უკრაინაში რუსეთის შეჭრას კი "წმინდა ბრძოლას სატანიზმის წინააღმდეგ" | Allnews.Ge

"მზად ვართ, ავიღოთ კიევი და ნატოს ქვეყნები“ - კადიროვი პუტინს "უზენაეს მეთაურს" უწოდებს, უკრაინაში რუსეთის შეჭრას კი "წმინდა ბრძოლას სატანიზმის წინააღმდეგ"

"მზად ვართ, იო­ლად ავი­ღოთ კი­ე­ვი და ნა­ტოს ქვეყ­ნე­ბი“, - ამ ში­ნა­არ­სის გან­ცხა­დე­ბას "ტე­ლეგ­რა­მის" სა­კუ­თარ არხზე ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის ლი­დე­რი, რამ­ზან კა­დი­რო­ვი ავ­რცე­ლებს.

მისი თქმით, უკვე და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლია რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან შექ­მნი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის პოლ­კი "ჩრდი­ლო­ე­თი-ახ­მა­ტი“. რო­გორც კრემ­ლის მა­რი­ო­ნე­ტი "ტე­ლეგ­რამ­ზე" წერს, პოლ­კის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არი­ან მე­ომ­რე­ბი, რომ­ლებ­მაც საბ­რძო­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა სი­რი­ა­სა და უკ­რა­ი­ნა­ში მი­ი­ღეს.

კა­დი­როვ­მა ჯერ კი­დევ ივ­ნი­სის ბო­ლოს გა­ნა­ცხა­და, რომ მა­მის, ახ­მატ კა­დი­რო­ვის სა­ხე­ლო­ბის ახალ ჩეჩ­ნურ ბა­ტა­ლი­ო­ნებს ქმნი­და, სა­ხელ­წო­დე­ბე­ბით: "ჩრდი­ლო­ე­თი-ახ­მა­ტი", "სამ­ხრე­თი-ახ­მა­ტი", "და­სავ­ლე­თი-ახ­მა­ტი" და "აღ­მო­სავ­ლე­თი-ახ­მა­ტი". ბა­ტა­ლი­ო­ნე­ბი რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ჯა­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბას შე­ავ­სე­ბენ.

ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა კი­დევ ერთხელ გა­მო­უ­ცხა­და მხარ­და­ჭე­რა უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის მიერ გა­ჩა­ღე­ბულ ომს და მას უწო­და "წმინ­და ბრძო­ლა სა­ტა­ნიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ".

"იმ ჯო­ჯო­ხე­თუ­რი სი­სა­ძაგ­ლის მი­მართ, რო­მელ­საც და­სავ­ლე­თი ავ­რცე­ლებს მსოფ­ლი­ო­ში დღეს, არა­ვის შე­უძ­ლია წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა, გარ­და რუ­სე­თი­სა. ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლი ვარ ჩვე­ნი უზე­ნა­ე­სი მე­თა­უ­რის, რო­მელ­მაც მი­ი­ღო ასე­თი სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და მოგ­ვცა სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ვი­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ამ წმინ­და ბრძო­ლა­ში სა­ტა­ნიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ. ჩვენ მზად ვართ, ბრძა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, უფრო შორს წა­ვი­დეთ, იო­ლად ავი­ღოთ კი­ე­ვი და ნა­ტოს ქვეყ­ნე­ბი... ნამ­დვილ ბრძო­ლებ­ში გა­მობ­რძმე­დილ ჩვენს ქვე­და­ნა­ყო­ფებს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას ვერ გა­უ­წევს მსოფ­ლი­ოს ვე­რა­ნა­ი­რი არ­მია... მხო­ლოდ ერთი ბრძა­ნე­ბა ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტის­გან და ჩვენ მზად ვართ და­ვამ­სხვრი­ოთ და­სავ­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ცრუ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, ფსევ­დო-ლი­ბე­რა­ლუ­რი და სამ­ხედ­რო-ბარ­ბა­რო­სუ­ლი კამ­პა­ნია, რაც აფუ­ჭებს მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რათა მთე­ლი მსოფ­ლიო და­ი­მორ­ჩი­ლონ... რუ­სეთ­თან ბრძო­ლა არ არის ჰო­ლი­ვუ­დის სა­მოქ­მე­დო ფილ­მი. მო­ამ­ზა­დეთ თეთ­რი დრო­შე­ბი! ჯერ სე­რი­ო­ზუ­ლად არც კი დაგ­ვი­წყია!“ - წერს კა­დი­რო­ვი.

შე­გახ­სე­ნებთ, უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რის შემ­დეგ, ჩეჩ­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნა­ში საბ­რძოლ­ვე­ლად 8 ათას­ზე მეტი სამ­ხედ­რო პირი, პო­ლი­ცი­ე­ლი და მო­ხა­ლი­სე გაგ­ზავ­ნეს.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ე.წ. მო­ხა­ლი­სე­ე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში იძუ­ლე­ბით მიჰ­ყავ­დათ, ჩე­ჩენ­თა ბა­ტა­ლი­ო­ნებს კი დიდი და­ნა­კარ­გი ჰქონ­დათ. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია ამის თა­ო­ბა­ზე არ ვრცელ­დე­ბა, რად­გან კა­დი­რო­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­ღუ­პულ­თა რი­ცხვს სა­გულ­და­გუ­ლოდ მა­ლავს.

myquiz