განაში მარბურგის მომაკვდინებელი ვირუსის 2 შემთხვევა დაფიქსირდა - რა სიმპტომები ახასიათებს და რა გზით ვრცელდება ვირუსი | Allnews.Ge

განაში მარბურგის მომაკვდინებელი ვირუსის 2 შემთხვევა დაფიქსირდა - რა სიმპტომები ახასიათებს და რა გზით ვრცელდება ვირუსი

გა­ნა­ში მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი მარ­ბურ­გის ვირუ­სის ორი შემ­თხვე­ვა და­დას­ტურ­და. ეს ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა ვირუ­სე­ბის იმა­ვე ოჯახს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, რო­მე­ლიც ებო­ლას იწ­ვევს. სამ­ხრეთ აშან­ტის რე­გი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი ორი­ვე პა­ცი­ენ­ტი, რო­მელ­საც მარ­ბურ­გის და­ა­ვა­დე­ბა და­უ­დას­ტურ­და, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. "ორი­ვე პა­ცი­ენტს ჰქონ­და ვირუ­სის სიმპტო­მე­ბი, მათ შო­რის დი­ა­რეა, ცხე­ლე­ბა და ღე­ბი­ნე­ბა", - აცხა­დებს ჯან­მო.

და­სავ­ლეთ აფ­რი­კის ჯან­დაც­ვის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ცნო­ბით, 98 ადა­მი­ა­ნი ახლა კა­რან­ტინ­ში იმ­ყო­ფე­ბა, რო­გორც ამ ორი და­ვირუ­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის კონ­ტაქ­ტე­ბი. მარ­ბურ­გის სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბა ჯერ არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ ექი­მე­ბის თქმით, ბევ­რი წყლის და­ლე­ვა და კონ­კრე­ტუ­ლი სიმპტო­მე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა პა­ცი­ენ­ტის გა­დარ­ჩე­ნის შან­სებს ზრდის.

აფ­რი­კის მო­სახ­ლე­ო­ბას ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი აფრ­თხი­ლე­ბენ, მო­ე­რი­დონ გა­მოქ­ვა­ბუ­ლებს და კარ­გად მო­ხარ­შონ ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი მათ გა­მო­ყე­ნე­ბამ­დე. ის­ტო­რი­ა­ში მარ­ბურ­გის ვირუ­სის პირ­ვე­ლი ეპი­და­ფეთ­ქე­ბა 1967 წელს, გერ­მა­ნი­ა­ში მოხ­და, სა­დაც შვი­დი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ამა­ვე ვირუს­მა 2005 წელს ან­გო­ლა­ში 200-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა, რაც გლო­ბა­ლუ­რი ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თა­ნახ­მად, ყვე­ლა­ზე მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი აფეთ­ქე­ბა იყო ვირუ­სის ის­ტო­რი­ა­ში. ეს მარ­ბურ­გის რი­გით მე­ო­რე აფეთ­ქე­ბაა და­სავ­ლეთ აფ­რი­კა­ში. რე­გი­ონ­ში პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა გა­სულ წელს, გვი­ნე­ა­ში და­ფიქ­სირ­და.

მარ­ბურ­გის ვირუ­სი და მისი სიმპტო­მე­ბი

001c17b8-500-1658146502.jpg

ეს არის იშ­ვი­ა­თი, მაგ­რამ მძი­მე ზო­ო­ნო­ზუ­რი ინ­ფექ­ცია, რო­მელ­საც იწ­ვევს Filoviridae-ის ოჯა­ხის რნმ-ის მქო­ნე ვირუ­სი (სა­ხე­ო­ბა - მარ­ბურ­გის ვირუ­სი). არ­სე­ბობს ვირუ­სის ორი შტა­მი, მარ­ბურ­გის ვირუ­სი (MARV) და რავ­ნის ვირუ­სი (RAVV). აღ­ნიშ­ნუ­ლი ვირუ­სე­ბი ჰგვა­ნან, მაგ­რამ მა­ინც გან­სხვავ­დე­ბი­ან ებო­ლას ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის­გან.

ეს არის მძი­მე, ხში­რად ფა­ტა­ლუ­რი და­ა­ვა­დე­ბა, რო­მელ­საც ამ­გვა­რი სიმპტო­მე­ბი ახა­სი­ა­თებს: თა­ვის ტკი­ვი­ლი, ცხე­ლე­ბა, კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი, სის­ხლი­ა­ნი ღე­ბი­ნე­ბა და სის­ხლდე­ნა. ვირუ­სი ადა­მი­ა­ნებს შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ მღრღნე­ლე­ბის­გან ან ხი­ლის ღა­მუ­რე­ბის­გან გა­და­ე­ცეთ, თვი­თონ ადა­მი­ა­ნებს შო­რის კი, ის სი­თხის გა­და­ცე­მის გზით ვრცელ­დე­ბა, ასე­ვე ზე­და­პი­რებ­თან და მა­სა­ლებ­თან პირ­და­პი­რი კონ­ტაქ­ტით.

myquiz