რატომ უჩივის “ტვიტერი“ ელონ მასკს სასამართლოში? | Allnews.Ge

რატომ უჩივის “ტვიტერი“ ელონ მასკს სასამართლოში?

“ტვიტერმა“ მილიარდერი ელონ მასკის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

მედიის ინფორმაციით, კომპანიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო რაც მასკმა განაცხადა, რომ უარს აცხადებს “ტვიტერის“ 44 მილიარდი აშშ დოლარად შესყიდვაზე.

„ტვიტერი“ მასკს შესყიდვასთან დაკავშირებული შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს რამაც სარჩელის თანახმად, „ტვიტერი“ და მისი ბიზნესი დააზარალა.

„საჯარო სპექტაკლის მოწყობის და შემდეგ გამყიდველთან ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, მასკი აშკარად თვლის, რომ მას თავისუფლად შეუძლია გადაიფიქროს, გაანადგუროს კომპანია, ჩაშალოს მისი ოპერაციები, გაანადგუროს აქციონერის ღირებულება“, - ნათქვამია სარჩელში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ილონ მასკს სურს, შეწყვიტოს 44 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების გარიგება სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ შეძენასთან დაკავშირებით.