სანქციების დასაწესებლად საქართველოდან და ბელარუსიდან კონკრეტული ადამიანების განხილვა იწყება - რას აცხადებს რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი მაიკლ მაკფოლი | Allnews.Ge

სანქციების დასაწესებლად საქართველოდან და ბელარუსიდან კონკრეტული ადამიანების განხილვა იწყება - რას აცხადებს რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი მაიკლ მაკფოლი

ჩვენს ჯგუფს ჯერ­ჯე­რო­ბით არ უმსჯე­ლია ადა­მი­ა­ნე­ბის და­სან­ქცი­რე­ბა­ზე სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან, მაგ­რამ ახლა სწო­რედ ამ სა­კი­თხზე ვი­წყებთ მსჯე­ლო­ბას და გან­ვი­ხი­ლავთ ადა­მი­ა­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­დან და ბე­ლა­რუ­სი­დან - ვფიქ­რობ, უეჭ­ვე­ლად იქ­ნე­ბი­ან ინ­დი­ვი­დე­ბი თქვენს ქვე­ყა­ნა­ში, რომ­ლე­ბიც მხარს უჭე­რენ პუ­ტი­ნის ომს, - ამის შე­სა­ხებ რუ­სეთ­ში ამე­რი­კის ყო­ფი­ლი ელჩი და უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის მიერ შექ­მნი­ლი, რუ­სე­თის სან­ქცი­რე­ბის ჯგუ­ფის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი მაიკ მა­კ­ფო­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "რე­ზი­უ­მეს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს, რო­მე­ლიც ეთერ­ში დღეს გავა.

მაიკ მა­ფო­ლი არ ასა­ხე­ლებს კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის გვა­რებს, რომ­ლე­ბიც, შე­საძ­ლოა, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­სან­ქცირ­დნენ და ამ­ბობს, რომ ამ სა­კი­თხზე სან­ქცი­რე­ბის ჯგუფ­მა შე­თან­ხმე­ბას უნდა მი­აღ­წი­ოს.

"ჯგუ­ფი, რო­მელ­საც მე კო­ორ­დი­ნა­ცი­ას ვუ­წევ, სა­ერ­თა­შო­რი­სო, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და უპარ­ტი­ოა. ჩვენ გვყავს ამე­რი­კე­ლე­ბი, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი, ევ­რო­პე­ლე­ბი, რუ­სე­ბიც კი, რომ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ამ ჯგუფ­ში, მაგ­რამ ჩვენ მჭიდ­რო კო­ორ­დი­ნა­ცი­ა­ში ვართ უკ­რა­ი­ნის, ბრი­ტა­ნე­თის, ამე­რი­კის მთავ­რო­ბებ­თან, რათა შე­ვი­მუ­შა­ოთ ახა­ლი იდე­ე­ბი, რა შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს, ჩვენ ვეხ­მა­რე­ბით მათ სა­კი­თხე­ბის გა­დაჭ­რა­ში, ჩვენ ვაძ­ლევთ მათ რჩე­ვას და არა პი­რი­ქით. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხე­ლებს, პი­როვ­ნე­ბებს, ჩვენ ვად­გენთ და­სა­სან­ქცი­რე­ბე­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის სი­ებს. სა­მუ­შაო დო­კუ­მენ­ტი #3 ად­გენს კრი­ტე­რი­უ­მებს, რო­გორ გა­ვა­ფარ­თო­ვოთ სან­ქცი­რე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის სია, რო­მე­ლიც ათასებს აღ­წევს რუ­სე­თის შიგ­ნით. ჩვენს ჯგუფს ჯერ­ჯე­რო­ბით არ უმსჯე­ლია ადა­მი­ა­ნე­ბის და­სან­ქცი­რე­ბა­ზე სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან, მაგ­რამ ახლა სწო­რედ ამ სა­კი­თხზე ვი­წყებთ მსჯე­ლო­ბას. კერ­ძოდ, გან­ვი­ხი­ლავთ ადა­მი­ა­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­დან და ბე­ლა­რუ­სი­დან და მე ვფიქ­რობ, ეს უნდა გა­კეთ­დეს. ჯერ ვერ ვი­სა­უბ­რებ გვა­რებ­ზე, რად­გან ჩვენ ამის თა­ო­ბა­ზე შე­თან­ხმე­ბას უნდა მი­ვაღ­წი­ოთ, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ უეჭ­ვე­ლად იქ­ნე­ბი­ან ინ­დი­ვი­დე­ბი თქვენს ქვე­ყა­ნა­ში და ბე­ლა­რუს­ში, რომ­ლე­ბიც მხარს უჭე­რენ პუ­ტი­ნის ომს და მა­თაც უნდა იწ­ვნი­ონ ამის შე­დე­გე­ბი“, - აცხა­დებს მაიკ მა­კ­ფო­ლი.

Ukrinform-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 29 მარტს უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ საპ­რე­ზი­დენ­ტო ოფის­თან არ­სე­ბუ­ლი ექ­სპერტთა ჯგუ­ფის შექ­მნის შე­სა­ხებ გა­მო­ა­ცხა­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯგუ­ფი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის გავ­ლე­ნას გა­ა­ნა­ლი­ზებს. უკ­რა­ი­ნის მხრი­დან ჯგუფს პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ან­დრეი ერ­მა­კი ხელ­მძღვა­ნე­ლობს, ხოლო სა­ერ­თა­შო­რი­სო მხრი­დან - რუ­სეთ­ში აშშ-ის ყო­ფი­ლი ელჩი, მა­იკლ მა­კ­ფო­ლი.