რამზან კადიროვი პრეზიდენტ ზელენსკისადმი მიძღვნილ პაროდიულ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ზელენსკის პაროდისტი "უკრაინის დათმობის აქტს" აწერს ხელს | Allnews.Ge

რამზან კადიროვი პრეზიდენტ ზელენსკისადმი მიძღვნილ პაროდიულ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ზელენსკის პაროდისტი "უკრაინის დათმობის აქტს" აწერს ხელს

ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი რამ­ზან კა­დი­რო­ვი "ტე­ლეგ­რა­მის" არხზე უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი­სად­მი მი­ძღვნილ პა­რო­დი­ულ ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს.

პა­რო­დი­ულ ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ ზე­ლენ­სკის მსგავ­სი მსა­ხი­ო­ბი ხელს აწერს "უკ­რა­ი­ნის უპი­რო­ბო დათ­მო­ბის აქტს“ და ამ­ბობს - "ახ­მა­ტი ძა­ლაა.“

ზე­ლენ­სკის როლს ბლო­გე­რი მაქს კო­მი­კა­ძე თა­მა­შობს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პა­რო­დი­უ­ლი ვი­დე­ო­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა Youtube არხზე მან აქ­ტი­უ­რად აპ­რილ­ში და­ი­წყო და მისი ყვე­ლა ვი­დეო უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტს ეძღვნე­ბა.

იგი­ვე ვი­დე­ო­ებს აქ­ვეყ­ნებს ბლო­გე­რი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის სხვა პლატ­ფორ­მებ­ზე. ვი­დე­ო­ებს თან ურ­თავს პრო­პა­გან­დის­ტულ სიმ­ბო­ლო Z-ს.

იხილეთ ვიდეო