რომელი ქვეყნები აგრძელებენ რუსული ენერგორესურსების შესყიდვას? | Allnews.Ge

რომელი ქვეყნები აგრძელებენ რუსული ენერგორესურსების შესყიდვას?

მიუხედავად არაერთი სანქციისა თუ დასავლეთის მიერ იმპორტის შეზღუდვისა, რუსეთმა უკრაინაში შეჭრიდან 100 დღეში 97.7 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო წიაღისეული საწვავის ექსპორტით, 1 დღეში საშუალო შემოსავალი კი 977 მილიონი დოლარი იყო.

ეს შემოსავალი მნიშვნელოვან როლს თამაშობს რუსეთის სამხედრო აგრესიის დაფინანსებაში. ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც რუსული ენერგომატარებლების შესყიდვას აგრძელებენ, შემდეგნაირად გამოიყურება:

ppp-1656921878-1656928515.png

წყარო: Centre for Research on Energy and Clean Air (CREA).

როგორც გრაფიკიდან ჩანს, რუსული ენერგომატარებლების უმსხვილესი მომხმარებელი ჩინეთია - ქვეყანა ყველაზე დიდი რაოდენობით ნედლ ნავთობს ყიდულობს მეზობლისგან. შემდეგ მოდის გერმანია, რომელიც, რუსულ ბუნებრივ აირზე თითქმის 40%-ითაა დამოკიდებული, შემდეგ კი იტალია, რომლის რუსეთიდან იმპორტშიც ასევე უდიდესი წილი აქვს ნედლ ნავთობს.

განაგრძეთ კითხვა