პარიზის ტერაქტების მონაწილეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს | Allnews.Ge

პარიზის ტერაქტების მონაწილეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

პარიზის 2015 წლის ნოემბრის ტერაქტების მონაწილე ერთადერთი გადარჩენილი თავდამსხმელი, სალაჰ აბდესლამი სასამართლომ ტერორიზმისა და მკვლელობის ბრალდებით დამნაშავედ ცნო და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

ასევე გაასამართლეს ტერაქტებთან დაკავშირებული 19 პირი, რომელთაგან ექვსი გარდაცვლილია. მათთვის შეფარდებული პატიმრობის ვადა 2 წლიდან სამუდამო პატიმრობამდე მერყეობს.

თანამედროვე საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სასამართლო პროცესი გასული წლის სექტემბერში დაიწყო.

შეგახსენებთ, 2015 წლის 13 ნოემბერს ბარებზე, რესტორნებზე, ფეხბურთის ეროვნულ სტადიონსა და ბატაკლანის საკონცერტო დარბაზზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების შედეგად 130 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა.

myquiz