ცეცხლში გახვეული შენობა, დაშავებულები და მსხვერპლი - რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ქალაქ კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრი დაბომბეს | Allnews.Ge

ცეცხლში გახვეული შენობა, დაშავებულები და მსხვერპლი - რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ქალაქ კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრი დაბომბეს

უკ­რა­ი­ნა­ში, პოლ­ტა­ვას ოლ­ქის ქა­ლაქ კრე­მენ­ჩუკ­ში სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი და­ი­ბომ­ბა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა. მე­დი­ის ცნო­ბით, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი­დან ჩანს, რომ სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი მთლი­ა­ნად ცე­ცხლშია.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის, კი­რი­ლო ტი­მო­შენ­კოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრზე თავ­დას­ხმის შე­დე­გად სულ მცი­რე ორი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 20 და­შავ­და.უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ და­ბომბვის დროს სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში 1000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და.

მი­სი­ვე თქმით, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი "რუ­სე­თის ჯარს არა­ნა­ირ საფრ­თხეს უქ­მნი­და" და რუ­სე­ბის­თვის "არა­ვი­თა­რი სტრა­ტე­გი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის იყო".

"ოკუ­პან­ტებ­მა სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი და­ბომ­ბეს, რო­მელ­შიც 1000-ზე მეტი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე იმ­ყო­ფე­ბო­და. ცე­ცხლია, მაშ­ვე­ლე­ბი ხან­ძრის ჩაქ­რო­ბას ცდი­ლო­ბენ, მსხვერ­პლის რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ხებ შე­უძ­ლე­ბე­ლია რომ წარ­მო­იდ­გი­ნო.

რუ­სუ­ლი არ­მი­ის­თვის ეს არა­ნა­ირ საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენ­და, არა­ნა­ი­რი სტრა­ტე­გი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და. ხალ­ხს მხო­ლოდ ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა სურ­და, რაც ოკუ­პან­ტებს ძა­ლი­ან აბ­რა­ზებს. უსუ­სუ­რო­ბის გამო რუ­სე­თი უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნებ­ზე დარ­ტყმებს აგ­რძე­ლებს. ამა­ოა მო­ლო­დი­ნი, რომ ისი­ნი გო­ნივ­რუ­ლი, ან ჰუ­მა­ნუ­რი იქ­ნე­ბი­ან", - წერს ზე­ლენ­სკი.

myquiz